გულო კაიკაციშვილი

გულო-აღა კაიკაციშვილი, გულ-აღა კაკაც-ოღლი, (ნამდვილი გვარი ქათამაძე) (დ.

1840 — გ. 1923, სოფ. სამება, ქობულეთი) — ქართველი საზოგადო მოღვაწე.

გულო კაიკაციშვილი
გულო კაიკაციშვილი

იღვწოდა თურქეთის მფლობელობაში მოქცეული ქართული მიწების საქართველოსთან შეერთებისათვის. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ი. ჭავჭავაძესთან, ა. წერეთელთან, ს. მესხთან, გ. ყაზბეგთან, გ. გურიელთან და სხვებთან. გულო კაიკაციშვილი პირველი პატრიოტი იყო აჭარიდან, რომელმაც მე-19 საუკუნის 70-იან წლებში ოსმალთა ბატონობის წინააღმდეგ ხმა აღიმაღლა. ილია ჭავჭავაძემ „აჭარის გული“ უწოდა . სისტემატურად აქვეყნებდა კორესპონდენციებს ქართულ პრესაში. ეწეოდა ქართული ენის დაცვის და განმათავისუფლებელი იდეების პროპაგანდას ქობულეთის მხარეში. იბრძოდა მუჰაჯირობის წინააღმდეგ 1877—1878 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს. თურქთა დამარცხების შემდეგ ქობულეთის მხარის მოსახლეობის სახელით მიესალმა რუსეთის არმიისა და ქართული მილიციის სარდლობას. კაიკაციშვილი იუნკრად შევიდა ქობულეთის სახალხო მილიციის რაზმში და მალე ურიადნიკი გახდა. მისი ქველმოქმედებით და დედე-აღა ნიჟარაძის მონაწილეობით, კაიკაციშვილის საკუთრებაში არსებულ საგვარეულო მამულში გაიხსნა პირველი ქართული სკოლა ქობულეთში.

კაიკაციშვილი სიკვდილამდე უანგაროდ ემსახურებოდა მაჰმადიან ქართველთა შორის ქართული კულტურისა და განათლების აღორძინების საქმეს.

ლიტერატურა

  • სურგულაძე ა., გულო კაიკაციშვილი, თბ., 1973;
  • ჩხარტიშვილი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 320.
  • ძიძარია ნ, მას ილიამ ,,აჭარის გული უწოდა. - გაზეთი აჭარა, 2011, 16 ივლისი.

სქოლიო

Tags:

18401923სამება (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)ქართველებიქობულეთი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

პარაზიტიზმიდაღესტანისაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024ელინიზმიარაბთა დაპყრობითი ომებიალექსანდრე ყაზბეგი26 აპრილიეგრისის დიდი ომილიტრიცივი ომისიმბოლიზმიმამუკა მდინარაძებაგრატიონებიკორუფციაფინიკიელებიშუა საუკუნეებიქართული ხალხური ცეკვებისაქართველოს დემოგრაფიათავისუფლების ქანდაკებამარჯნის რიფიჰემანგიომაპროტესტანტიზმიმცხეთასომხური სამოციქულო ეკლესიაბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიშენგენის ზონაკანისამკურნალო მცენარეებილეიკემიავიტამინებიყვავილისამკუთხედიავთანდილ ჭრიკიშვილიიგლუკარტოფილიპორტუგალიასაქართველოს ისტორიამსოფლიოს უდიდესი ქალაქებიათეროსკლეროზიტაო-კლარჯეთინახშირწყლებისაჰარათემურლენგიშიდსიდედამიწის ისტორიატიციან ტაბიძეკილომეტრიბატონებიიგივარდების რევოლუციააღმოსავლეთი საქართველოქანი (გეოლოგია)არაპენეტრაციული სექსისაბერძნეთიათონის ივერთა მონასტერიდავითგარეჯაპინგვინისნაირნიბრუნებაჰექტარიმჟავური წვიმაეკოლოგიაFacebookსაქართველოს დამოუკიდებლობის დღეანტარქტიდაშაშვისამეგრელოთავისუფლების დიდი ქარტიაპაკისტანიმალტაჯვაროსნული ლაშქრობებიდემეტრე Iმედუზებიწმინდა ნინომუნიაფხაზეთიმრავალკუთხედისიონის ტაძარი🡆 More