სერგეი მესხი

სერგეი სიმონის ძე მესხი (დ.

24 ოქტომბერი [ძვ. სტ. 12 ოქტომბერი], 1845, რიონი, ახლანდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი — გ. 2 აგვისტო [ძვ. სტ. 21 ივლისი], 1883, აბასთუმანი, დაკრძალულია რიონში) — ქართველი პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

სერგეი მესხი
სერგეი მესხი
დაბადების თარიღი 12 (24) ოქტომბერი, 1845
დაბადების ადგილი რიონი, საქართველო-იმერეთის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 21 ივლისი (2 აგვისტო), 1883 (37 წლის)
გარდაცვალების ადგილი აბასთუმანი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
საქმიანობა პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

1856-1863 წლებში სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, 1863–1867 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. 1867 სამშობლოში დაბრუნდა. 1868 წლიდან რედაქტორობდა გაზეთ „დროებას“. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი, „მამებისა“ და „შვილების“ ბრძოლის აქტიური მონაწილე. მისი წერილები ეხებოდა კრიტიკის თეორიას და პრაქტიკას, ფოლკლორისტიკას, თეატრს, დრამატურგიას, სალიტერატურო ენის სიწმინდეს და სხვ. თარგმნა ვიქტორ ჰიუგოს, ალფონს დოდეს და სხვათა ნაწარმოებები. დიდი წვლილი შეიტანა ახალი ქართული სალიტერატურო ენის, კრიტიკის, ჟურნალისტიკისა და ქართული თეატრის განვითარების საქმეში.

რესურსები ინტერნეტში

Tags:

184518832 აგვისტო24 ოქტომბერიაბასთუმანი (დაბა)რიონი (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი)ქართველებიწყალტუბოს მუნიციპალიტეტი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

აქლემინაკიანი წელიწადიკრავაი ჯაყელიბულგარეთიბაქტერიებიევოლუციაავტომობილიკევინ დე ბრეინეგურამ დოჩანაშვილინაციონალ-სოციალიზმიირლანდიაალპებიკეთილშობილი ირემიგიორგი VII (საქართველოს მეფე)სისხლის მიმოქცევის სისტემაბორის აკუნინიგელათის მონასტერისაქართველოს ქალაქებისეკულარიზმიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ყიზილბაშებიკუთხეზამთარიცილებიკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდაატომიილარიონ ტალახაძემადაგასკარიოლიმპიური თამაშებილიონელ მესიფეხბურთიბელგიანიჰილიზმიფარსმან II ქველისისხლიEuropebetდედამიწის დღეანტონიმითეთნულდირიმა ბერაძე1924 წლის აგვისტოს აჯანყებაევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისალომე ზურაბიშვილიანა დოლიძეძალამირიან IIIმოლოტოვ-რიბენტროპის პაქტიპლებისციტითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიმართლმადიდებლობააშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიასილიციუმიცივი ომისიტყვახევსურეთიცხოველებიგია ყანჩელიმთვარეკონსტიტუციაინტერვენციასაქართველოს ისტორიადელფინებიერთა ლიგაადმირალი (პეპელა)ლიბერალიზმიოსმალეთის იმპერიაამირანი (მითოლოგია)პეპ გვარდიოლაოქსიდიბორჯომიიუსტინიანე Iდეციმეტრილომიილია ჭავჭავაძესაქართველო VI საუკუნეშინილოსიყვავილოვანი მცენარეები🡆 More