გრძელფეხასებრნი

გრძელფეხასებრნი (ლათ.

სხეულის სიგრძე 12–30 მმ-ია, ზოგი დიდი ზომისაა (40 მმ-მდე). შეფერილი არიან მუქად ან მოყვითალო-რუხად. აქვთ გრძელი ფეხები, რომლებიც საჭიროებისას შეუძლიათ შეატოვონ თავდამსხმელს და გაფრინდნენ. ფრთები გამჭვირვალეა, ზოგჯერ მქრქალი ლაქებით, არის უფრთო ფორმებიც. მამლების მუცლის ბოლო გაბრტყელებულია; დედლებს, როგორც წესი, მასიური, ძლიერ სკლეროტიზებული კვერცხსადები აქვთ.

გრძელფეხასებრნი
გრძელფეხასებრნი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ორფრთიანები
ოჯახი:  გრძელფეხასებრნი
ლათინური სახელი
Tipulidae (Latreille, 1802)

ფართოდ არიან გავრცელებული. ცნობილია 15 000-ზე მეტი სახეობა. საქართველოში გვხვდება 150-მდე სახეობა. ბინადრობენ ტენიან მდელოებსა და ტყეებში, უპირატესობას ანიჭებენ ჩრდილიან ადგილებს. ზრდასრული ფორმები ჩვეულებრივ არ იკვებებიან, ზოგი მხოლოდ ნექტარს, ხეების წვენს და ბუგრებისა და ფრთათეთრების ტკბილ გამონაყოფს შეიწოვს. კვერცხს დებენ ნიადაგში, დამპალ მერქნში, ხავსში, იშვიათად — წყალში. მატლები ცხოვრობენ ტენიან ნიადაგში, მ.შ. წყლის კიდეებთან, წყალში ან ხავსის ბალიშებში. იკვებებიან მცენარის ლპობადი ნარჩენებით ან მტაცებლობენ. ზოგიერთი მატლი ღრღნის მცენარეთა ფესვებს ან ფესვის ყელს, რითაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ მინდვრისა და ბოსტნის კულტურებს. გრძელფეხათა მატლები ჭაობისა და წყლის პირას ბინადარი ფრინველების კვების მნიშვნელოვანი კომპონენტია.

სქოლიო

Tags:

ლათინური ენამწერებიორფრთიანები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

Hatful of Hollowნიჰილიზმიგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებალეიკოციტებინინო ბურდულისისხლისპორტული ინვენტარირომის დაარსებათევზები (ასტროლოგია)რკინის კაციივანე მაჩაბელიცხოველებიმონდიმეიოზივოლფგანგ ამადეუს მოცარტიფარსმან II ქველიგრიგოლ ხანძთელიმასონობაკვადრატული მეტრიჯრუჭის I ოთხთავიმოსახლეობის სიმჭიდროვემილიმეტრიანჯელინა ჯოლისაქართველოს ქალაქებიდედაქალაქივლადიმერ პუტინიმცენარეებიკუებიბაყაყიმიხეილ სააკაშვილიალექსანდრე ყაზბეგიბუნებრივი გადარჩევააბრეშუმის დიდი გზაანტონიო ვივალდისალომე ზურაბიშვილიილია ჭავჭავაძედიდი პანდაუჯრედიეკოლოგიაფუტკრებიმორალინიუესაქართველოს ეროვნული მუზეუმი9 აპრილის ტრაგედიასოფელიელექტრონული მუსიკაოქტავიანე ავგუსტუსიირაკლი ღარიბაშვილიდავითგარეჯაესეფოცხვერიკილომეტრინორვეგიააღდგომამეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობაბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიპითაგორას თეორემასაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიარაბთა სახალიფოინდუსტრიული რევოლუციაეგვიპტის პირამიდებიაჭარანიკო ბაგრატიონიცილებიჰოლოკოსტიმონა ლიზაბელგიანიკოლოზ ბარათაშვილირელიგია საქართველოშიკურო (ასტროლოგია)ალკანითბილისის კურორტების ჯგუფიქრისტიანობაიმპრესიონიზმიქართლის სამეფოტრანსპლანტოლოგიათეთნულდი🡆 More