გია გურული (დ.
20 მაისი, 1964, ჭიათურა) — საბჭოთა და ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი. უმაღლესი ლიგის ბომბარდირი (1990), საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1986).
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | გია გურული | ||
დაბადების თარიღი | 20 მაისი, 1964 | ||
დაბადების ადგილი | ჭიათურა, საქართველოს სსრ | ||
სიმაღლე | 177 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1982–1988 | დინამო თბილისი | 104 | (19) |
1988–1991 | გურია ლანჩხუთი | 40 | (18) |
1991 | იბერია თბილისი | 25 | (23) |
1992 | კატოვიცე | 36 | (11) |
1992 | ჰავრი | 47 | (12) |
1992–1996 | დიუნკერკი | 87 | (9) |
1997 | კალე | 2 | (0) |
სულ | 342 | (92) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1994 | საქართველო | 3 | (0) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2004–2005 | საქართველო (თანაშემწე) | ||
2012 | დინამო ბათუმი | ||
2014 | კოლხეთი ხობი | ||
2017 | შუქურა ქობულეთი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
მეხუთე კლასამდე ჭიათურაში ცხოვრობდა და ვარჯიშობდა, შემდეგ კი თბილისში, გლდანის სპორტსკოლაში განაგრძო ვარჯიში. ჭიათურაში მისი მწვრთნელი იყო ზურაბ ბარათაშვილი, თბილისში გადმოსვლის შემდეგ კი — გურამ წიკლაური. გლდანში მასთან ერთად ვარჯიშობდნენ მალხაზ არზიანი, თამაზ კიკლიაშვილი, როსტომ თორღაშვილი, გელა ჭანტურია, მიხეილ ფარქოსაძე და სხვ. მალევე თბილისის „დინამოს“ დუბლებში ჩაირიცხა, სადაც პირველად 1981 წელს, ბაქოს „ნეფთჩის“ წინააღმდეგ ითამაშა.
„დინამოს“ პირველი გუნდის ძირითად შემადგენლობაში პირველად 1982 წელს ტაშკენტში, „ფახთაქორის“ წინააღმდეგ გამოვიდა მოედანზე. იმ პერიოდშივე ხშირად იწვევდნენ საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა ნაკრებშიც. 1983 წელს საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა ნაკრების შემადგენლობაში იტალიაში სან-რემოს საერთაშორისო ტურნირი მოიგო და საუკეთესო ბომბარდირის პრიზიც მოიპოვა.
„იბერიასთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონი და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. პოლონეთში „კატოვიცეში“ თამაშისას ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერად დაასახელეს და კლუბის მე-20 საუკუნის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა 1994 წლის 22 თებერვალს ისრაელის წინააღმდეგ, ჩატარებული აქვს 3 მატჩი.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ერთი პერიოდი სამწვრთნელო საქმიანობა განაგრძო. მას ბათუმის „დინამოში“, ხობის „კოლხეთში“ და ქობულეთის „შუქურაში“ აქვს ნამუშევარი. 2004–2005 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ალენ ჟირესის თანაშემწე იყო.
იგი არის ასევე ფეხბურთელის, ალექსანდრე გურულის მამა.
Dinamo-Tbilisi.ru · Soccerway · Transfermarkt · National football teams.com · КЛИСФ · legioner.kulichki.com |
This article uses material from the Wikipedia ქართული article გია გურული, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.