გერგეტის სამების ეკლესია

გერგეტის სამება — ხუროთმოძღვრული კომპლექსი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე.

გერგეტის სამების ეკლესია სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გერგეტი (მრავალმნიშვნელოვანი).

სამება ხევის უმთავრესი სალოცავი იყო. გალავნით შემოზღუდულ კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი (XIV საუკუნის 30-იანი წლები), სამრეკლო (XIV საუკუნის II ნახევარი) და საბჭეო (XV საუკუნე). გერგეტის სამებას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

გერგეტის სამება
გერგეტის სამების ეკლესია

გერგეტის სამების ეკლესია

გერგეტის სამების ეკლესია — საქართველო
გერგეტის სამების ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°39′45″ ჩ. გ. 44°37′13″ ა. გ. / 42.66250° ჩ. გ. 44.62028° ა. გ. / 42.66250; 44.62028
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა გერგეტი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ჯვარ-გუმბათოვანი
თარიღდება XIV საუკუნე

ისტორია

თეიმურაზ ბატონიშვილის მიხედვით ხევში იმოგზაურა ანდრია მოციქულმა, რომელმაც გერგეტში აღმართა ჯვარი. გერგეტში ჯვარი აღმართა ასევე წმინდა ნინომ, რომელმაც ასევე იქადაგა ხევში. გადმოცემის მიხედვით ტაძრის აშენება უკავშირდება ვახტანგ გორგასალს. ტაძრის აგების ზუსტი თარიღი უცნობია, ის აშენებული უნდა იყოს XIV საუკუნის 30-იან წლებში. სამშენებლო ქვა მოჰქონდათ ორი კილომეტრის დაშორებით სოფელ ღეჭიდან. ტაძარი XIV საუკუნეში ფერისცვალების სახელზე იყო აგებული.

გერგეტის სამება და მასთან არსებული მონასტერი მოხსენიებულია 1392 წლით დათარიღებულ სითარხნის გუჯარში. ამავე გუჯარში გერგეტის სამების მონასტერთან ერთად მოხსენიებულია „ციხე გერგეტაული“.

ბაგრატ V-მ ტაძრის მოვლა-პატრონობა გერგეტელებს დააკისრა, რომლებიც „საყდრისშვილებად“ ითვლებოდნენ. ამ პატივს გერგეტელებს მომდევნო საუკუნეებში საქართველოს სხვა მეფეებიც უმტკიცებდნენ. ვახუშტი სამების ეკლესიას მიიჩნევს მცხეთის საკათალიკოსოს სამკაულთა და წმ. ნინოს ჯვრის სახიზარ ადგილად. გერგეტში იწერებოდა მატიანე „მოსახსენებელი სულთაი“ – დოკუმენტების კრებული, რომელიც საინტერესო ცნობებს შეიცავს ხევის და აგრეთვე საქართველოს ისტორიის შესახებ.

რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ ზეთის საღებავით გადახატა ტაძრის ინტერიერი. 1966 წელს სოფელი გერგეტი დაბა ყაზბეგს შეუერთდა, მაგრამ ეკლესიის ძველი სახელწოდება უცვლელი დარჩა და მას ჩვეულების თანახმად კვლავ გერგეტის სამებას უწოდებენ. 2006 წელს კანკელის ნალესობის ქვეშ გამოჩნდა ტაძრის მხატვრობა, რომელიც XVI საუკუნით დათარიღდა. გამოჩნდა ღვთისმშობლის, მაცხოვრის, იოანე ნათლისმცემლისა და წმ. ნინოს გამოსახულებები.

არქიტექტურა

ტაძრის გეგმა მარტივია. მას საფუძვლად უდევს ჯვარი, რომლის მკლავებსშორისი მონაკვეთის შევსებით მიღებულია კვადრატთან დაახლოებული სწორკუთხედი. ტაძრის გუმბათი ეყრდნობა აფსიდის კედლებსა და თავისუფლად მდგარ 2 ბურჯს. ტაძარი ნაგებია კარგად გათლილი ანდეზიტის კვადრატებით. ფასადები და გუმბათის ყელი, აგრეთვე ორსართულიანი სამრეკლოს ფასადებიც მოჩუქურთმებულია. ტაძრის სამხრეთ კედელზე მიშენებულ მცირე ზომის საბჭეოში იკრიბებოდა ხევის უხუცესთა საბჭო, რომელიც თემის ცხოვრების უმნიშვნელოვანეს საკითხებს წყვეტდა. საბჭეო XV საუკუნის ბოლოს ან XVI საუკუნის დასაწყისში არის აშენებული. საბჭეოში იდგა ქვის გრძელი „სასხდომი ყადები“ და აქ იმართებოდა სათემო ყრილობები, სახალხო სასამართლოები, აქვე ინახებოდა სათემო დროშა ორყუში. ამ დროშაზე დებდნენ მეთემეები ერთგულების ფიცს.

ხატები

სამებაში ინახებოდა კუბოს კარად წოდებული კარის ფორმის ორი ხატი. ხატები ფიცარზე იყო ნახატი და ვერცხლის პერანგით შემოსილი ერთ მათგანს ეწოდებოდა საავდრო და მასზე გამოსახული იყო ღვთისმშობელი, ხარება, შობა, მირქმა და ნათლისღება. ხოლო მეორეზე, სადაროზე, გამოსახული იყო ჯვარცმა, წმ. სამება, აღდგომა, თომას გვერდის განხილვა, ლაზარეს აღდგინება და ქრისტეს შესვლა იერუსალიმში. ავდრისას გამოჰქონდათ სადარო ხატი, ხოლო გვალვისას გაჰქონდათ საავდრო და წყაროს წყალში ბანდნენ.

გალერეა

გერგეტის სამების ეკლესია 

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 98.
  • ოქროპირიძე, ასმათ (2013). გერგეტის სამების სახისმეტყველებისათვის. „ლოგოსი“, გვ. 107. 
  • კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია, თბილისი: ბაკმი, 2007. — გვ. 5-56, ISBN 978-99940-27-10-1.
  • სანიკიძე, თამაზ (1975). „გერგეტი“. „მეცნიერება“. 
  • შარაშიძე ქ., გერგეტის სამების „მატიანე მოსახსენებელი სულთა“ // მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისთვის, თბილისი, 1954. — გვ. 245-246.

რესურსები ინტერნეტში

გერგეტის სამების ეკლესია 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

გერგეტის სამების ეკლესია ისტორიაგერგეტის სამების ეკლესია არქიტექტურაგერგეტის სამების ეკლესია ხატებიგერგეტის სამების ეკლესია გალერეაგერგეტის სამების ეკლესია ლიტერატურაგერგეტის სამების ეკლესია რესურსები ინტერნეტშიგერგეტის სამების ეკლესია სქოლიოგერგეტის სამების ეკლესია20067 ნოემბერისაქართველოყაზბეგის მუნიციპალიტეტიხევი (მხარე)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კახეთის აჯანყება (1659)გრიგოლ რობაქიძეინფორმაციააზოაფხაზეთის ომი (1992-1993)დავით კაჭარავამტკვარითბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაგლობალიზაციაგერმანიარუსეთიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემანოე სულაბერიძეთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდისლექსიასახელმწიფოსაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკავიქტორ ორბანიფობიების სიაძუძუმწოვრებიმხედრიონიამეთვისტოქეთო და კოტე (ოპერა)ანანურის ციხექართველები რუსეთშიჰაერის დაბინძურებადანიაარაბთა სახალიფოეგვიპტის პირამიდებიმსოფლიოს შვიდი საოცრებაილია IIანტარქტიდარუსთავივიტამინებიკოლოსეუმიაკონკაგუავიკიპედიაჭიაკოკონობასაქართველოს სახელმწიფო გერბინარკომანიადავითგარეჯადიდი ხუთშაბათიმთვარელიხტენშტაინიდუბაიმაიმუნებისაქართველოს მმართველთა სიარომანტიზმიიგისისხლის მიმოქცევის სისტემაბიზანტიის იმპერიალაშა ტალახაძენიკა არაბიძელეიკოციტებიგიორგი V ბრწყინვალეგიორგი XIIძველი ეგვიპტებუნებრივი რესურსებინაცვალსახელისაქართველოს გეოგრაფიალოცვა ეფრემ ასურისაალეგორიათემურლენგი1832 წლის შეთქმულებასაქართველოს სოფლებიკურო (ასტროლოგია)ნიადაგიC ჰეპატიტიმეტაფორაქართული გვარიგველებიარასამთავრობო ორგანიზაციავახტანგ VIბრაზილიამდგრადი განვითარებაყინწვისის მონასტერიკურდღელი🡆 More