გაძგიფვა

გაძგიფვა — წყალსადინარისა და წყალსატევის ზედაპირზე უძრავი ყინულის წარმოქმნის პროცესი და პერიოდი, რომლის განმავლობაში წყალსადინარისა და წყალსატევის ზედაპირზე შეინიშნება უძრავი ყინულსაფარი.

გაძგიფვის პროცესი დამოკიდებულია ზამთრის ტემპერატურულ რეჟიმზე, მის ხანგრძლივობაზე, წყლის ობიექტის დინამიკასა და სხვა. გაძგიფვის პერიოდის ხანგრძლივობა და ყინულის სისქე დამოკიდებულია აგრეთვე ამ პირობებზე და ამასთან, ყინულის ზედაპირზე თოვლის საფარის სიმაღლესა და ქარის რეჟიმზე. ჩქარი დინების გამო მთის მდინარეებს უწყვეტი გაძგიფვა არ ახასიათებს.

გაძგიფვა
გაძგიფვა ედომაზე, რუსეთი
გაძგიფვა
გაძგიფვა
გაძგიფვა
გაძგიფვა ხოპიორზე, რუსეთი

გაძგიფვის პერიოდში მიმდინარეობს ყინულის უძრავი მასების განმტკიცება, წყლის კრისტალიზაციის შედეგად ყინულსაფრის ქვედა ზედაპირზე ყინულის მატება, აგრეთვე წყლით გაჟღენთილი და ყინულსაფარზე მდებარე თოვლის შეყინვა.

ყინულის სისქის მატება მიმდინარეობს ჯერ სწრაფად, მაგრამ შემდეგ, მისი შემდგომი შესქელებისა და განსაკუთრებით მასზე თოვლის საფარის მატების გამო — ნელა. ყინულსაფრის დეფორმაციის შედეგად, რომელსაც იწვევს ჰაერის ტემპერატურის რყევა (თერმული დეფორმაცია), დინების სიჩქარის ცვლილება, წყლის დონის რყევა და ატმოსფერული წნევა (დინამიკური ტრანსფორმაცია), წარმოიქმნება ნაპრალი და ყინულღრუ, ყალიბდება ტოროსი, ყინულის ნაყარი და სხვა.

მდინარეზე ან ტბაზე უძრავი ყინულსაფრის დღეების რაოდენობას გაძგიფვის ხანგრძლივობა ეწოდება. გაძგიფვის ხანგრძლივობა განისაზღვრება ამა თუ იმ რეგიონის კლიმატური პირობებით, კონკრეტულ წელიწადში ჰაერის ტემპერატურის რეჟიმით.

დიდ მდინარეებთან და ტბებთან შედარებით, პატარა მდინარეების და ტბების გაძგიფვა უფრო ხანგრძლივია. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, კერძოდ, რუსეთის აზიურ ნაწილში, ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ალასკასა და კანადის მნიშვნელოვან ნაწილში გაძგიფვა ხდება ოქტომბერ-ნოემბერში, ხოლო რუსეთის ევროპული ნაწილის, სკანდინავიის, აშშ-ის ჩრდილო შტატებისა და კანადის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის მდინარეებზე ნოემბერ-დეკემბერში.

რუსეთის ევროპული ნაწილის მდინარეებზე გაძგიფვა გრძელდება სამხრეთ-დასავლეთით 2 თვიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 7 თვემდე, აზიურ ნაწილში — 5 თვიდან (ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის სამხრეთ რაიონებში), 8 თვემდე (უკიდურესი ჩრდილოეთის მდინარეებზე), კანადაში სამხრეთით 3 თვიდან უკიდურეს ჩრდილოეთში 8 თვემდე.

თბილ კლიმატურ რაიონებში გაძგიფვა შეიძლება იყოს არამდგრადი: მდინარეები ხან იყინება, ხან ყინულისგან თავისუფლდება. XX საუკუნიდან დაწყებული რუსეთის სამხრეთის რიგ მდინარეზე დაფიქსირდა ზამთარი გაძგიფვის გარეშე, რაც აიხსნება კლიმატის გლობალური დათბობით. ასეთი მდინარეების კარგი მაგალითია აზოვის ზღვის აუზის მდინარეები ყუბანი და დონი.

სქოლიო

Tags:

ზამთარიყინულიწყალსატევი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ლიეტუვაფანდურინიკო ნიკოლაძეიუდაიზმისაერთაშორისო სამართალიივანე ჯავახიშვილიეზიდებიფერმენტებირუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიატომილუდვიგ ვან ბეთჰოვენივენის კონგრესიწყალიტრეფიკინგიარაბთა სახალიფოქალწული (ასტროლოგია)სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალიკათოლიციზმისაათი (ერთეული)დედამიწის ისტორიანატრიუმიქართული საბჭოთა ენციკლოპედიასაქართველოს პრემიერ-მინისტრიენდომეტრიოზიდუბაის საამიროსიმონ Iხეოფსის პირამიდასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკასაქართველო IX-X საუკუნეებშიხევისბერი გოჩაბზობაარგონავტებითამარ გვერდწითელისამცხე-ჯავახეთის მხარემარქსიზმიმორფოლოგია (ენათმეცნიერება)ფილიპინებითბილისური ეზოგიორგი მაზნიაშვილიმტკნარი წყალინაპოლეონ ბონაპარტიარისტოტელეთბილისის ზღვაბერძნული კოლონიზაციაგაზაფხულიჭიანჭველასებრნიწმინდა გიორგისაქართველოს პრეზიდენტიიგლუმეწყერიპროტესტანტული რეფორმაციაანდაზასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიმზეიტალიაჩემი ცოლის დაქალებიოშკიროდოსის კოლოსისულეიმან Iსანტიმეტრიხევსურეთისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები1832 წლის შეთქმულებაკენგურუებიმონა ლიზასაქართველოს სახელმწიფო გერბიშუშანიკის წამებაელინიზმიკონსტანტინოპოლის დაცემაქართლის ცხოვრებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ლეიკოციტებიქისტებიქანი (გეოლოგია)შინაური ძაღლიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითსაქართველოს კონსტიტუცია🡆 More