გაბულოცი — თბილისის ამირა დაახლ.
878-882 წლებში; მ. ლორთქიფანიძის მოსაზრებით, შაიბანიდების ადგილობრივი დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი.
„მატიანე ქართლისაჲს“ ცნობით, გაბულოცი მისი ერთ-ერთი წინამორბედი ამირა საჰაკის „მონათაგანი“ იყო. მისი მმართველობის პერიოდში თბილისის საამირო რამდენადმე გაძლიერდა და დაიმორჩილა გარდაბნელები. საბოლოოდ, გუარამ მამფალმა გაბულოცი შეიპყრო და დატყვევებული ბიზანტიაში გაგზავნა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article გაბულოცი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.