ბრანიმირ სუბაშიჩი

ბრანიმირ სუბასიჩ (აზერ.

7 აპრილი, 1982, ბელგრადი, იუგოსლავიის სფრ) აზერბაიჯანელი/სერბი კარიერადასრულებული პროფესიონალი ფეხბურთელი. იგი თავდამსხმელის პიზიციაზე თამაშობდა.

ბრანიმირ სუბაშიჩი
ბრანიმირ სუბაშიჩი
სუბაშიჩი ნაკრებთან ერთად 2012 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
Branimir Subašić
დაბადების
თარიღი
7 აპრილი, 1982 (1982-04-07) (42 წლის)
დაბადების
ადგილი
ბელგრადი, იუგოსლავიის სფრ
სიმაღლე 180 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
ზელეზნიკი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1998 - 2002 ზელეზნიკი 10 (0)
2002   სრემსისა 6 (2)
2002 - 2003 ოოსტენდე 14 (3)
2003 ბეაუაის ოისე 5 (1)
2003 - 2005 ჩერნომორეცი ოდესა 7 (1)
2005   ამკარ პერმი 6 (1)
2005 - 2008 ნეფთჩი ბაქო 65 (31)
2008 - 2010 რედ სტარ ბელგრადი 13 (4)
2009 - 2010   ჩანგჩუნ იატაი 24 (3)
2010 - 2011 გაბალა 19 (2)
2011 - 2013 ხაზარ ლენქორანი 51 (14)
2013 ყარაბაღი 8 (0)
2013 - 2014 ორდუსპორი 34 (9)
2014 - 2015 მანისასპორი 32 (5)
2015 - 2016 ბეოგრადი 19 (1)
ეროვნული ნაკრები
2007 - 2013 აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრები 40 (7)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა

ადრეული წლები (1998-2005)

სუბაშიჩმა ახალგაზრდული კარიერა დაიწყო 1997 წელს, 15 წლის ასაკში, გუნდ ზელეზნიკში. 1998 წელს მან გუნდთან კონტრაქტი გააფორმა და გახდა პროფესიონალი ფეხბურთელი. იგი 2002 წლამდე რჩებოდა ზელენზინკში; შემდგომ იგი სრემსისაში გაანათხოვრეს. სეზონის დასრულების შემდეგ მან სრემსისა დატოვა და კლუბ ოოსტენდეს შეუერთდა. კლუბში მან 14 თამაში ჩაატარა და ამ თამაშებში 3 გოლი გაიტანა. 2003 წელს ნახევარი წლის განმავლობაში იგი თამაშობდა ბეაუაის ოისეს რიგებში. 2003 წელს ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა ჩერნომორეც ოდესასთან. 2 სეზონის განმავლობაში მან მხოლოდ 7 თამაშში მიიღო მონაწილეობა (გაიტანა მხოლოდ 1 გოლი). 2005 წელს სუბაშიჩი გაანათხოვრეს რუსეთის პრემიერლიგის გუნდ ამკარ პერმში, სადაც მან 6 თამაში ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.

ნეფთჩი (2005-2008)

2005 წლის ზაფხულში სუბაშიჩი აზერბაიჯანის პრემიერლიგის ჩემპიონ გუნდ ნეფთჩიში გადავიდა. მისი პირველი გამოჩენა კლუბის მაისურით ანდერლეხტის წინააღმდეგ, უეფას თასის ეგიდით გამართულ შეხვედრაში შედგა; თამაშში მან 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმა მოიპოვა და ამით დაეხმარა გუნდს რათა ანგარიშით 1:0 მოეგო მოწინააღმდეგისათვის. 2006 წლის იანვარჩი ნეფთჩი ასპარეზობდა თანამეგობრობის თასზე. ამავე წელს ნეფთჩის ეს ტურნირი მოიგო, ხოლო სუბაშიჩმა ტურნირში 3 გოლი გაიტანა.

შემდეგი 3 წელი სუბაშიჩი ნეფთჩიში თამაშობდა. ამ დროში მან მოიგო: თანამეგობრობის თასი 2006 წელს, ვერცხლის მედალი (2006-07 წლების სეზონში) და ორი ბრინჯაოს მედალი (2005-06; 2007-08) აზერბაიჯანის პრემიერლიგაში. საბოლოოდ, მან კლუბის 65 თამაშში მიიღო მონაწილეობდა და 31 გოლი გაიტანა. 2007 წელს, აზერბაიჯანის მოქალაქეობის მიღების შემდეგ იგი აზერბაიჯანის ეროვნულ ნაკრებშიც თამაშობდა.

რედ სტარ ბელგრადი (2008-2010)

2008 წლის ზაფხულში სუბაშიჩი მშობლიურ სერბეთში დაბრუნდა ბელგრადის კლუბ რედ სტარში გაწევრიანდა. 2008 წელს მან 11 თამაშში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაინტანა. 2009 წლის მარტში სუბაშიჩი ჩინურ კლუბ ჩანგჩუნ იატაიში განათხოვრდა. ჩინეთის სუპერლიგაში მან 24 თამაშში 3 გოლი გაიტანა. ამ სეზონში ჩანგჩუნ იატაი 2009 წლის ჩინეთის საფეხბურთო პრემიერლიგის ვერცხლის მედალოსანი გახდა. ამ სეზონის შემდეგ იგი რედ სტარ ბელგრადში დაბრუნდა და სეზონი გუნდთან ერთად დაასრულა.

რესურსები ინტერნეტში

Tags:

ბრანიმირ სუბაშიჩი საკლუბო კარიერაბრანიმირ სუბაშიჩი რესურსები ინტერნეტშიბრანიმირ სუბაშიჩი19827 აპრილიაზერბაიჯანელიაზერბაიჯანული ენაბელგრადითავდამსხმელი (ფეხბურთი)იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკასერბისერბული ენაფეხბურთელი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

შიდსიგრიგორიანული კალენდარიდოესისაქართველოს სატელეფონო კოდებიცოტნე დადიანიმანასკერტის ბრძოლაწყალიკონსტანტინე გამსახურდიანიუ-იორკიგრიგოლ რობაქიძეუილიამ შექსპირიწმინდა სამების საკათედრო ტაძარიჰარი პოტერიმზექალა შანიძეევროპის დღემარიხუანაავტორიტარიზმიპოლიტიკური გეოგრაფიაგველის პერანგისარკაზმიიეჰოვას მოწმეებიპუნიკური ომებიმზის სისტემაკატასინონიმებიბერძნული მითოლოგიაამერიკის შეერთებული შტატებიათი მცნებაგერმანიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიდემეტრე Iკანონიერი ქურდითორნიკე ერისთავიახალი ზელანდიანანუკა ჟორჟოლიანიამაღლებაგოგირდიტიტანიკიოქროს საწმისიიუდაიზმივნების კვირასქესობრივი გზით გადამდები ინფექციებივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიჩარგალიევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2024საბერძნეთითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშილეიკოციტებიცხოველებიექვთიმე თაყაიშვილიდიდი სქიზმამაისიკენდალ ჯენერიგიორგი XIIგიორგი V ბრწყინვალერუსეთიიაკობ გოგებაშვილიაქემენიანთა იმპერიაეგვიპტეხევსურეთივახტანგ VIაჭარის ავტონომიური რესპუბლიკააჭარასაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020ტერენტი გრანელიგოგა ხაინდრავაქართული ვაზის ჯიშებისაუმიშიზოფრენიაალავერდიუცხოური აგენტების კანონირუსეთ-საქართველოს ომი (1921)ლიონელ მესინაპოლეონ ბონაპარტიშფოთვითი აშლილობებიხევისბერი გოჩავიკისაწყობი🡆 More