ბაზარდუზუ (აზერ.
სიმაღლე 4466 მ. აზერბაიჯანის უმაღლესი მწვერვალი. გვხვდება რელიეფის მყინვარული ფორმები. აგებულია ფიქლებითა და პორფირიტებით. ფართოდ არის ცნობილი როგორც რუსეთის უკიდურესი სამხრეთი წერტილი, მაგრამ სინამდვილეში მწვერვალი რუსეთის უკიდურესი სამხრეთი წერტილიდან ჩრდილოეთით თითქმის 4 კილომეტრში მდებარეობს. სამხრეთი წერტილის უკიდურესი პუნქტებია რაღდანისა და ნესენის მთები, რომლებიც ბაზარდუზუდან სამხრეთით ვრცელდებიან. XX საუკუნის დასაწყისში ბაზარდუზუს კალთებიდან ეშვებოდა 8 მცირე მყინვარი. უდიდეს მათგანს ჰქონდა 1 კილომეტრი სიგრძე და ატარებდა „ტიხიცარის“ სახელწოდებას. მწვერვალი პირველად დაიპყრო სერგეი ალექსანდროვმა 1847 წელს. ადგილობრივი ლეკები ბაზარდუზუს უწოდებენ „კიჩენდაღს“, რაც ნიშნავს „შიშის მთას“.
ბაზარდუზუ | |
---|---|
ბაზარდუზუ | |
კოორდინატები: 41°13′16″ ჩ. გ. 47°51′29″ ა. გ. / 41.22111° ჩ. გ. 47.85806° ა. გ. | |
ქვეყანა | აზერბაიჯანი რუსეთი |
სიმაღლე | 4466 მ |
მთის მასივი | კავკასიონი |
ქედი | აღმოსავლეთი კავკასიონი |
პირველი ასვლა | სერგეი ალექსანდროვი (1847) |
This article uses material from the Wikipedia ქართული article ბაზარდუზუ, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.