1998 აფხაზეთის ომი

რუსეთის ფედერაცია

აფხაზეთის ომი (1998)
ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ნაწილი
თარიღი 20 მაისი, 1998 - 26 მაისი, 1998
მდებარეობა გალის რაიონი, აფხაზეთი, საქართველო
შედეგი აფხაზი სეპარატისტების გამარჯვება
მხარეები
1998 აფხაზეთის ომი აფხაზი სეპარატისტები
მხარს უჭერდა:

1998 აფხაზეთის ომი ტყის ძმები
1998 აფხაზეთის ომი თეთრი ლეგიონი
მეთაურები
1998 აფხაზეთის ომი სერგეი ბაღაფში 1998 აფხაზეთის ომი გუჯარ ყურაშვილი
1998 აფხაზეთის ომი ზურაბ სამუშია
1998 აფხაზეთის ომი დათო შენგელია
ძალები
1500 ჯარისკაცზე მეტი 300 პარტიზანი (აფხაზების მტკიცებით)
დანაკარგები
ქართული წყაროები:
300 დაღუპული
ქართული წყაროები:
17 დაღუპული
6 დაკარგული
56 დატყვევებული
35 დაღუპული ქართველი მშვიდობიანი მოსახლე, 30 000–40 000 დევნილი

აფხაზეთის ომი (1998) — სამხედრო კონფრონტაცია, რომელსაც ადგილი ჰქონდა გალის რაიონში, აფხაზ ჯარისკაცებსა და აჯანყებულ ქართულ არაფორმალურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის („თეთრი ლეგიონი“ და „ტყის ძმები“). კონფლიქტმა 6 დღე გასტანა და ათი ათასობით ეთნიკური ქართველის გამოდევნა მოჰყვა გალის რაიონიდან.

გახშირებული შეტევები ქართველი პარტიზანების მხრიდან

1996 წელს გალის რაიონში ჩამოყალიბდა პარტიზანული დაჯგუფება „ტყის ძმები“, ხოლო მოგვიანებით – „თეთრი ლეგიონი“.

აფხაზების მტკიცებით, 300 ქართველი პარტიზანი შეიჭრა გალის რაიონში და იქაურ მოსახლეობას, უმეტესად ქალებსა და ბავშვებს, ურჩია გასულიყვნენ რეგიონიდან, რადგან დიდი შანსი იყო, რომ ფართომასშტაბიანი ომი დაწყებულიყო.

18 მაისს, ქართულმა პარტიზანულმა დაჯგუფებებმა შეტევა მიიტანეს სოფელ რეპში განლაგბულ აფხაზურ მილიციის საგუშაგოზე. 17 აფხაზი მილიციელი მოკლულ იქნა.

აფხაზური ჯარის გალში შესვლა

20 მაისს, დაახლოებით 1,500 აფხაზი ჯარისკაცი, რუსული წარმოების T-55 და T-72 ტიპის ტანკებით, 122–მმ–იანი საარტილერიო დანადგარებით შევიდნენ გალის რაიონში. ქართველებმა, რომლებიც მხოლოდ ავტომატებით, ტყვიამფრქვევებითა და ყუმბარმტყორცნებით იყვნენ შეიარაღებულნი, პოზიციური ბრძოლები გაუმართეს აფხაზებს. მნიშვნელოვანი შეტაკებები მოხდა ხუმუშკურში, სიდაში, საბერიოსა და ზემო ბარღებში.

1998 აფხაზეთის ომი 
გაეროს დამკვირვებლების სამოქმედო ტერიტორია

26 მაისს, აფხაზურმა ფორმირებებმა მთელი გალის რაიონი თავიანთ კონტროლს დაუქვემდებარა. 25 მაისს, გაგრაში საზავო მოლაპარაკებები გაიმართა ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის. მოლაპარაკებებისას გადაწყდა, რომ 26 მაისის, დილის 6 საათიდან, გალის რაიონში ცეცხლი შეწყდებოდა, და ქართული და აფხაზური საჯარისო ფორმირებები ტერიტორიას დატოვებდნენ. მოლაპარაკებაზე ასევე გადაწყდა ის საკითხი, რომ გალის რაიონში განთავსდებოდნენ გაეროს დამკვირებლები.

დანაკარგები

საქართველოს პროკურატურის მტკიცებით, შეიარაღებული დაპირისპირებებს შედეგად 6 ქართველი დაიკარგა, 35 მშვიდობიანი მოსახლე და 17 ჯარისკაცი დაიღუპა, 24 დაიჭრა და 56 ტყვედ ჩავარდა. ამის გარდა, 1,695 ქართული სახლი განადგურებულ იქნა. ხოლო აფხაზების მხარეს, 300 ჯარისკაცი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაიჭრა.

სქოლიო

Tags:

1998 აფხაზეთის ომი გახშირებული შეტევები ქართველი პარტიზანების მხრიდან1998 აფხაზეთის ომი აფხაზური ჯარის გალში შესვლა1998 აფხაზეთის ომი დანაკარგები1998 აფხაზეთის ომი სქოლიო1998 აფხაზეთის ომირუსეთის ფედერაცია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

პუნიკური ომებიმერაბ კოსტავასაქართველო XVIII საუკუნეშიობობებიგერგეტის სამების ეკლესიაგიორგი სააკაძესაერთაშორისო სამართალიფოთიქართული სამზარეულოსაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაბახტრიონის ბრძოლასაქართველოს დაცული ტერიტორიებიგიორგი ანწუხელიძეჭიანჭველასებრნიქეთევან დედოფალიშაორის წყალსაცავიდიდგორის ბრძოლაეგვიპტერუსეთის იმპერიაბუნების დაცვანიანგებილადო გუდიაშვილიFacebookსაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიმთვარის დაბნელებახელოვნებაერითროციტებირეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)ვეფხვიხელოვნური ინტელექტინაციონალ-სოციალიზმიოქსიდიბერძნული მითოლოგიააბრეშუმის დიდი გზაპლანეტასოკოებიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ჰაერიბრუნებავაჟა-ფშაველახერხემალისამკუთხედივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიციყვიგალაკტიონ ტაბიძესაქართველოს სოფლებიმოგზაურობა ევროპაშილაზეთირომის იმპერიაევთანაზიაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიალავერდიდაღესტანილეიკოციტოზიმთავარი გვერდიმარკ ტვენიჩინური ფერწერაკუებიაკაკი წერეთელიმეგობრობალეონარდო და ვინჩიმარჯნის რიფიზმნიზედაკუთრი თბოტევადობატერორიზმიგვირილაარაბობა საქართველოშიკლიმატის ცვლილებაჩინეთის ისტორიასაქართველოკვიპროსიამერიგო ვესპუჩიგიგლა ბერბიჭაშვილიდაირა🡆 More