ბორის ვლადიმერის ძე ასაფიევი (რუს.
29 ივლისი [ძვ. სტ. 17 ივლისი], 1884, პეტერბურგი ― გ. 27 იანვარი, 1949, მოსკოვი) — რუსი მუსიკათმცოდნე და კომპოზიტორი. სსრკ სახალხო არტისტი (1946), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1943), სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1943, 1948).
1908 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1910 - კონსერვატორია (ა. ლიადოვის კლასი). 1919-1930 წლებში მუშაობდა ლენინგრადის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში. 1925-იდან ლენინგრადის კონსერვატორიის პროფესორია. 1948 წელს ირჩევენ სსრკ კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარედ. დაწერილი აქვს მრავალი მნიშვნელოვანი შრომა რუსული და დასავლეთ ევროპის მუსიკის ისტორიის საკითხებზე ("ჩაიკოვსკის ინსტრუმენტული შემოქმედება", 1922; "სიმფონიური ეტიუდები", 1922; "წიგნი სტრავინსკიზე", 1929; "ევგენი ონეგინი", 1944; "ჯადოქარი ქალი", 1947; "გლინკა", 1947; "გრიგი", 1948; "მუსიკალური ფორმა როგორც პროცესი", წიგნი 1-2, მე-2 გამოცემა, 1963 და სხვა).
ასაფიევის მუსიკალური ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია ბალეტები (სულ 28): "პარიზის ალი", (1934), "კავკასიის ტყვე" (1938), 11 ოპერა, ოთხი სიმფონია, კამერული ნაწარმოებები. დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ბორის ასაფიევი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.