არშაკიდების დინასტია, არშაკიანები პართიული დინასტია ირანში ძვ.
წ. 250">ძვ. წ. 250 - ახ. წ. 228 წლებში. არშაკიდები იყვნენ პართიული მოდგმის პარნების ტომისა, რომლებიც ადრიდანვე დამკვიდრდნენ კასპიის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში (ახლანდელი ხორასანი). ძვ. წ. 250 წელს პარნებმა მეფედ აირჩიეს არშაკი, რომელმაც დასაბმი მისაცა არშაკიდების დინასტიას. ამ დინასტიის ყველა მეფე საკუთარ სახელთან ერთად არშაკის სახელსაც ატარებდა. ტახტის მემკვიდრეობის წესი არშაკიდების დინასტიაში არჩევითი იყო. მეფეს დიდებულთა საბჭო ირჩევდა, რომელშიც სამეფო ოჯახის წევრებთან ერთად მოგვებიც შედიოდნენ, ანგარიში ეწეოდა მეფის ანდერძსაც. მთელს ირანზე გაბატონებამდე არშაკიდების რეზიდენცია ქალაქ ნისაში იყო, შემდგომ კი ჰეკატომპილოსში (ახლანდ. დამგანის მახლობლად აშხაბადის ჩრდილო-დასავლეთით18 კმ-ზე). „ქართლის ცხოვრებაში“ ასახულია არშაკიდების გამოჩენა ირანში:
„მაშინ შეკრბეს ერისთავნი სპარსეთისანი და დასუეს მეფედ აჟღალან ბრძენი, მაშინ სომეხნი და ქართველნი იყვნეს მორჩილ აჟღალანისა, სპარსთა მეფისა.“ |
ამ დინასტიიის მეფეებს შორის გამორჩეულნი იყვნენ მითრიდატე I (ძვ. წ. 171-138 წწ.), რომელმაც საფუძველი ჩაუყარა პართული სახელმწიფოს ძლიერებას, და მითრიდატე II (ძვ. წ. 123-88 წწ.), რომელმაც საბოლოოდ განამტკიცა პართელების ბატონობა მთელს ირანზე და წინა აზიაზე. 224 წელს არშაკიდების უკანასკნელი წარმომადგენელი არტაბან V (დაახლ. 216-224) დაამარცხა სასანიანმა არდაშირმა და ბოლო მოუღო არშაკიდების დინასტიას ირანში.
„...მეფე იქმნა სპარსეთს ქასრე ანუშირვან სასანიანი, რომელმან მოსრა მეფენი აჟღალანიანნი“ |
არშაკიდების უმცროსი შტო მეფობდა სომხეთში არშაკუნიანების სახელწოდებით.
This article uses material from the Wikipedia ქართული article არშაკიდების დინასტია, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.