არმავირი

არმავირი (სომხ.

არმავირი ტერმინს „არმავირი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ არმავირი (მრავალმნიშვნელოვანი).

მდებარეობს XVII საუკუნის სოფელ არმავირიდან დასავლეთით ერთ კილომეტრში.

ისტორიული ქალაქი
არმავირი
სომხ. Արմավիր
არმავირი
ქურთებისა და თათრების საცხენოსნო ტრიუკები სარდარაპატის ციხესიმაგრის წინ. რუსი მხატვრის, გრიგოლ გაგარინის ნახატი. XIX საუკუნის შუა ხანები.
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
კოორდინატები 40°04′55″ ჩ. გ. 44°02′00″ ა. გ. / 40.08194° ჩ. გ. 44.03333° ა. გ. / 40.08194; 44.03333
დაარსდა ძვ. წ. 331
არმავირი — სომხეთი
არმავირი

ისტორია

ანტიკური ეპოქა

ანტიკური არმავირის ტერიტორია დასახლებული იყო ძვ. წ. VI ათასწლეულიდან. აღმოჩენილია ამ პერიოდის ობსიდანის იარაღები, ბრინჯაოს ნივთები და ჭურჭელი. არმავირი განიხილება, როგორც სომხეთის ანტიკური დედაქალაქი და არსებობს მოსაზრება, რომ იგი დააარსა მეფე არმაისმა ძვ. წ. 1980 წელს.

ძვ. წ. VIII საუკუნის პირველ ნახევარში ურარტუს მეფე არგიშთი I-მა ამ ტერიტორიაზე ციხესიმაგრე ააგო და მას არგიშთიხინილი უწოდა. ძვ. წ. 331 წელს, როდესაც სომხეთმა ერვანდუნთა დინასტიის მმართველობის ქვეშ აქამენიდთა იმპერიისაგან დამოუკიდებლობა განიმტკიცა, არმავირი ქვეყნის დედაქალაქად იქნა შერჩეული. აღმოჩენილია აქამენიანთა ეპოქის თიხის ფილები, რომლებზეც შესრულებულია გილგამეშის ეპოსის ეპიზოდები ელამურ ენაზე. ასევე, ნაპოვნია ბერძნულის კოინეს დიალექტზე შესრულებული ძვ. წ. III საუკუნის წარწერები, რომელთა შორისაა ჰესიოდეს პოეტური ქმნილებები, ხაზები ევრიპიდეს ნამუშევრებიდან, მაკედონური თვეების სია და ერვანდუნთა დინასტიის მეფეების სახელები.

V საუკუნის სომეხი ისტორიკოსის, მოვსეს ხორენაცის მიხედვით, არმავირი იყო სომხეთის სამეფოს პირველი დედაქალაქი (თუმცა, გეოგრაფიული თვალსაზრისით, სომხეთის პირველი დედაქალაქი იყო ვანი). მოვსეს ხორენაცი გადმოგვცემს, რომ პართიის მეფე ვალარსაქე დასახლდა არმავირში (დაახლ. ძვ. წ. 149 წ.), ააგო ტაძარი და ბაგრატუნების დინასტიის პრინცს, სმბატს, მისი რელიგიის უარყოფა და კერპებისადმი თაყვანისცემა მოსთხოვა, მაგრამ სმბატმა უარით უპასუხა. მოვსეს ხორენაცი, ასევე, მოგვითხრობს, რომ როდესაც მეფე ტიგრან II-მ (რომლის მეფობის თარიღადაც ის ძვ. წ. 90-36 წლებს ასახელებს) ეგვიპტის დედოფალ კლეოპატრას გამო შურის საძიებლად პალესტინაში სამხედრო ექსპედიცია გაგზავნა, მან მრავალი ებრაელი ტყვე იგდო ხელთ, რომლებიც არმავირსა და ვარდგესში დაასახლა. მოვსესი იმასაც აღნიშნავს, რომ ებრაელები, მოგვიანებით, არმავირიდან ერვანდაშატში გადაიყვანეს, ხოლო შემდეგ, მეფე არტაშეს I-ის მმართველობისას კიდევ ერთხელ გადაასახლეს ახალ დედაქალაქ არტაშატში. როდესაც სპარსეთის მეფე შაპურ II სომხეთში შეიჭრა (360-370 წწ.), მან არტაშატიდან 30 000 სომხური და მეფე ტიგრანის მიერ პალესტინიდან გადმოსახლებული 9 000 ებრაული ოჯახი გამოყარა და შემდეგ მთლიანად გაანადგურა ქალაქი. ანტიკურ პერიოდში არმავირი აიღეს სელევკიდებმა, პართიელებმა, რომის იმპერიამ, სასანიანებმა და ბიზანტიის იმპერიამ, სანამ, საბოლოოდ, 645 წელს არაბების ხელში არ გადავიდა.

არმავირი შუა საუკუნეებში

არაბთა მმართველობა IX საუკუნის პირველ მეოთხედამდე გაგრძელდა. IX საუკუნეში კი რეგიონში საჯიდები გაბატონდნენ. მოგვიანებით, რეგიონში გავლენა ქართველმა ბაგრატიონებმა მოიპოვეს, თუმცა ბიზანტიის იმპერიამ 1045 წელს ხელახლა დაიპყრო იგი. 1064 წელს ის თურქ-სელჩუკების ხელში გადავიდა, რომლებმაც ქალაქს სარდარაპატი უწოდეს. სელჩუკების დაკნინების შემდეგ, რეგიონი ქართველების, სომხების, ილდეღიზიდებსა და ხვარაზმის იმპერიის ხელში იყო. 1239 წელს იგი მონღოლებმა დაიპყრეს და 1256 წელს ჰულაგუიანთა სახელმწიფო დააარსეს. 1353 წელს რეგიონი ჩობანიდების, 1357 წელს ჯალაირიდების, 1388 წელს კი ყარა-ყოიუნლუს ხელში გადავიდა. 1400 წელს ის თემურლენგმა დაიპყრო. ყარა-იუსუფმა 1407 წელს რეგიონი თემურიდების იმპერიისაგან დაიბრუნა, თუმცა თემურიდმა მმართველმა შაჰრუხმა ხელახლა დაიბრუნა რეგიონი 1421 და 1429 წლებში. 1447 წელს იგი ყარა-ყოინლუს მმართველმა ჯაჰან-შაჰმა დაიპყრო.

ოსმალურ-სპარსული მმართველობა

ყარა-ყოინლუს მმართველობა გაგრძელდა 1468 წლამდე, სანამ აყ-ყოიუნლუს მმართველმა, უზუნ-ჰასანმა არ დაიპყრო იგი. აყ-ყოინლუს ბატონობა 1501 წლამდე, მისი ისმაილ I-ის მიერ დაპყრობამდე გაგრძელდა. რეგიონი დროებით დაიპყრო ოსმალეთის იმპერიამ 1514, 1534, 1548 და 1553 წლებში. მოგვიანებით, ოსმალებმა კვლავ დაიპყრეს იგი 1585 წელს, თუმცა 1603 წელს ის სპარსეთის სეფიანმა შაჰმა, აბას I-მა დაიპყრო, რომლის დროსაც არმავირელი სომხები სპარსეთში გადაასახლეს და ძველი არმავირი საბოლოოდ მიატოვეს.

დასახლება მიტოვებულად რჩებოდა 1613 წლამდე, სანამ შვიდმა სომხურმა ოჯახმა ძველი არმავირის ნაქალაქარიდან აღმოსავლეთით ერთ კილომეტრში ახალი სოფელი არ ააშენა.

1635-1636 და 1724-1736 წლებში იგი ოსმალების მიერ იყო ოკუპირებული. სეფიანთა იმპერიის დაცემის შემდეგ, არმავირი ერევნის სახანოს ნაწილი გახდა.

რუსული მმართველობა

რუსეთ-ირანის ომის (1826-1828) დაწყების მიზეზი გახდა სპარსელთა მოთხოვნა 1804 და 1813 წლებში ირანის მიერ რუსეთის სასარგებლოდ დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად. თავდაპირველად, 1826 წელს სპარსელებმა უკუაგდეს რუსები, თუმცა რუსეთის არმიის მეთაურმა, გენერალმა ივანე პასკევიჩმა დაიბრუნა სამხრეთ კავკასიის ტერიტორიები და მას ერევნის სახანოს ტერიტორიებიც შეუერთა (1827 წ.).

რეგიონი ოფიციალურად სპარსეთიდან რუსეთის ხელში 1828 წელს თურქმენჩაის ზავის შედეგად გადავიდა. არმავირი სარდარაპატის მაზრა გახდა სომხეთის ოლქის შემადგენლობაში, რომელიც, თავის მხრივ, 1840 წელს ერევნის გუბერნიად ჩამოყალიბდა. ეს მდგომარეობა 1917 წლის თებერვლის რევოლუციამდე გაგრძელდა.

1917 წლის რევოლუცია და სომხეთ-ოსმალეთის ომი

თებერვლის რევოლუციის შემდეგ რეგიონში მმართველობა მოიპოვა რუსეთის დროებითი მთავრობის სპეციალურმა ამიერკავკასიის კომიტეტმა, შემდეგ კი ხანმოკლე ამიერკავკასიის დემოკრატიულმა ფედერაციულმა რესპუბლიკამ. 1918 წლის მაისში, როდესაც ეს უკანასკნელი დაიშალა, რეგიონი სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში მოექცა, რომელმაც თვალსაჩინო როლი ითამაშა სომხეთის ისტორიაში სარდარაპატის ბრძოლის გამო. აქ სომხეთის ჯარმა დაამარცხა ოსმალური არმია, რომელიც მიზნად ერევნის აღებას ისახავდა.

მიუხედავად ამისა, ოსმალეთმა მაინც დაიკავა ერევნის გუბერნიის უდიდესი ნაწილი და აიძულა სომხები ხელი მოეწერათ ბათუმის ხელშეკრულებისათვის 1918 წლის ივნისში. ოსმალეთის ჯარებმა უკან დაიხიეს მუდროსის დროებითი ზავის ხელმოწერის შემდეგ და არმავირი დაუბრუნდა სომხეთის დემოკრატიულ რესპუბლიკას 1918 წლის ნოემბერში.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

არმავირი ისტორიაარმავირი რესურსები ინტერნეტშიარმავირი სქოლიოარმავირიარმავირი (სოფელი)ერვანდუნებისომხეთისომხური ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

პირველი მსოფლიო ომიწყნარი ოკეანედემეტრე Iციყვიჩინეთის დიდი კედელირიონი24 აპრილითბილისის ისტორიააშშ-ის ისტორიამასონობასერგო ორჯონიკიძეგიორგი IV ლაშანიკო ფიროსმანიტონადავით I კურაპალატიბასიანის ბრძოლაალავერდინიდერლანდებიჯაყოს ხიზნებინარკოტიკიკაცია-ადამიანი?!მამებისა და შვილების ბრძოლაგორიტერენტი გრანელიილია ჭავჭავაძეუკრაინასაფრანგეთიიგლუვულკანიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიადენის ძალალუვრიკონსტიტუციასეტყვალიზა იასკოიმპრესიონიზმიბიშკეკიბაგრატიონებიბირთვული იარაღიზურმუხტიშველიისლამიგიორგი ყიფშიძევენაგიგლა ბერბიჭაშვილიჯონჯოლიმცენარეებიანდებიმსოფლიოს მოსახლეობამალდივის რესპუბლიკაოქსიდიხვიჩა კვარაცხელიაგელათის მონასტერიდედამიწის დღევიკიპედიაჭადრაკიარასამთავრობო ორგანიზაციაზურა ყიფშიძეივანე მაჩაბელიქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოლეიკოციტებიჩრდილოეთი ამერიკაალუდა ქეთელაური (მომღერალი)გრიგოლ ორბელიანისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირითბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიმცხეთის ჯვრის მონასტერიბაში-აჩუკი (ფილმი)საჰარაკვარცილაშა ტალახაძესაქართველოს დაცული ტერიტორიებისაქართველოს მუნიციპალიტეტებისიოგუნიკუნილინგუსიალპები🡆 More