არაგაწი (სომხ.
არაგაწი | |
---|---|
არაგაწი | |
კოორდინატები: 40°32′00″ ჩ. გ. 44°12′00″ ა. გ. / 40.53333° ჩ. გ. 44.20000° ა. გ. | |
ქვეყანა | სომხეთი |
სიმაღლე | 4090 მ |
მთის მასივი | სომხეთის მთიანეთი |
არაგაწი მრგვალი, ფარისებრი ამაღლებაა, რომელზედაც დაკბილული მწვერვალია აღმართული. სომხეთის და ამიერკავკასიის მთიანეთის უმაღლესი წერტილი (4090 მ). აგებულია ლავებითა და ტუფებით. ჩამოყალიბება დაიწყო პლიოცენსა და პლეისტოცენში. ლავის გაცივებული ნაკადები მიმართულია დასავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით 13 კმ მანძილზე. არის მყინვარები. აქვს 4 მწვერვალი. წარმოადგენს კონუსს, რომლის პერიმეტრია 200 კმ. მწვერვალებს შორის ვულკანური კრატერია, რომლის სიღრმე 350 მ, ხოლო სიგანე 2,5 კმ აღწევს.
კალთებზე, ზღვის დონიდან 3190 მ სიმაღლეზე მდებარეობს კარის ტბა. ჭარბობს მთის ქსეროფიტული სტეპები. მწვერვალთან მაღალმთის მდელოები და ქვის ნაყარია. სამხრეთ ფერდობზე შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხესიმაგრის ამბერდის ნანგრევები. მთის კალთებზე, 1500 მ-ზე მდებარეობს ბიურაკანის ობსერვატორია.
This article uses material from the Wikipedia ქართული article არაგაწი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.