ანტონინუსების დინასტია

ანტონინების დინასტია — რომის საიმპერატორო დინასტია, რომლის სახელწოდება მომდინარეობს ანტონინუს პიუსისაგან.

დინასტია ისტორიაში „ხუთი კარგი იმპერატორის“ სახელითაც შევიდა. მისი წარმომადგენლები არ იყვნენ ერთმანეთის ნათესავები. დინასტიის პირველი იმპერატორი იყო ნერვა 96 წლიდან, რომელიც სენატმა აირჩია. ამის შემდეგ წესად დამკვიდრდა, რომ სენატის მიერ არჩეულ კანდიდატს იმპერატორი იშვილებდა. ნაშვილები ხდებოდა მისი მემკვიდრე.

ანტონინუსების დინასტია
ანტონინების დინასტია

5 კარგი იმპერატორის პერიოდი (96 წლიდან 180 წლამდე) რომის ისტორია ხასიათდება პოლიტიკური სტაბილურობით და იმპერიის აყვავებით. წინ ამ პერიოდს ფლავიუსების უკანასკნელი იმპერატორის დომიციანეს სისხლიანი მმართველობა უძღვოდა, დინასტიის მმართველობისას მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა მარკუს ავრელიუსისა და ტრაიანეს მოღვაწეობის პერიოდში. დინასტიის შემდეგ დადგა III საუკუნის კრიზისი (რომის იმპერიის დაღმავალი პერიოდი), რომლისაგან რომმა საბოლოოდ გამოსვლა ვერ მოახერხა. გავრცელებული აზრით, ანტონინუსების მმართველობის პერიოდი იყო რომის იმპერიის „ოქროს ხანა“.

ანტონინების დინასტიას მიაკუთვნებენ ამ დინასტიის უკანასკნელ წარმომადგენელს კომოდუსს, რომელიც ხუთ კარგ იმპერატორში არ შედის.

ანტონინუსების დინასტიის წარმომადგენლები

ხუთი კარგი იმპერატორი

კომოდუსიმარკუს ავრელიუსიანტონინუს პიუსიადრიანეტრაიანენერვაანტონინუსების დინასტია

ლიტერატურა

  • ს. თეზელიშვილი. მსოფლიოს სამეფო დინასტიები. გამომც. "საქართველოს მაცნე". თბ. 1998 წ.

Tags:

96ანტონინუს პიუსინერვარომის იმპერიარომის სენატი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გიორგი ქინქლაძეიუსუფელიშინაური ძაღლიქართული ფილმების სიააქლემიხვიჩა კვარაცხელიაანტონიო ვივალდიცისფერყანწელებივოლფგანგ ამადეუს მოცარტიმე, ბებია, ილიკო და ილარიონი (რომანი)ბარდა სკლიაროსისულხან-საბა ორბელიანიტერენტი გრანელიდავით კლდიაშვილიქართველი მწერლების სიაწმინდა სამების საკათედრო ტაძარირელიეფირომის იმპერიაკარლეს პუჩდემონიკონგოევერესტიდიდი თურქობანაკრძალიმსოფლიოს ვალუტებიქვეყნების სიაიალაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალირიონიფრენბურთიარაბთა სახალიფოგუმბათიგალაკტიონ ტაბიძეეპითეტისამეგრელო-ზემო სვანეთის მხარელუარსაბ IIავსტრიაფოთიარალის ზღვაარწივიხეახალქალაქიკოლოსეუმისოციალიზმიივანე მაჩაბელიბაში-აჩუკითურქეთიFacebookნაპოლეონ ბონაპარტიდიდი სქიზმაალექსანდრე მაკედონელის ომებისვანეთიუკრაინაუჯრედინაცვალსახელიავსტრალიაკვეცა (ფონეტიკური)კალიებიინტელექტის კოეფიციენტიგრენლანდიალადო ასათიანიკრიშტიანუ რონალდუნინი ბადურაშვილიგიორგი IV ლაშამსოფლიო მიზიდულობის კანონიალუდა ქეთელაურიდიმიტრი ყიფიანითბილისის კურორტების ჯგუფიEDMვახტანგ I გორგასალინიდერლანდებიXIX საუკუნემარტივი რიცხვისამკურნალო მცენარეებითბილისის შემოერთება (1122)თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიჰარი პოტერისულეიმან Iლუვრი🡆 More