ალჟირის დროშა

ალჟირის სახელმწიფო დროშა (არაბულად:علم الجزائر, ფრანგულად: Drapeau de l'Algérie) შედგება ორი ტოლი - მწვანე და თეთრი ვერტიკალური ზოლისაგან, რომლის ცენტრშიც მოთავსებულია წითელი ვარსკვლავი და ნახევარმთვარე.

თეთრი ფერი აღნიშნავს სიმშვიდეს; მწვანე - ბუნების სილამაზეს; წითელი კი იმ ადამიანთა სისხლს, რომლებიც იბრძოდნენ ალჟირის დამოუკიდებლობისათვის (1954 წლიდან 1962 წლამდე), ვარსკვლავი და ნახევარმთვარე კი ისლამს აღნიშნავს. ალამი ალჟირის სახელმწიფო დროშად არჩეულ იქნა 1962 წლის 3 ივლისს. დროშის ეს ვერსია გამოყენებული იყო ალჟირის დევნილი მთავრობის მიერ 1958 წლიდან 1962 წლამდე. დროშის დიზაინი მოდის ამირა აბდელ კადირის დროშისაგან (XIX საუკუნე), რომელიც შედგებოდა ორი ერთნაირი - მწვანე და თეთრი ზოლისაგან, რომლის შექმნაზეც გავლენა მოახდინა ალჟირის რეგენტობის დროშამ (XVI-XIX საუკუნეები), რომელიც შედგებოდა წითელ ფონზე თეთრი ნახევარმთვარისა და ვარსკვლავისაგან (იგივენაირი, როგორიც დღევანდელი თურქეთის დროშა; ალჟირის რეგენტობა ავტონომიური ოლქი იყო თურქეთის იმპერიაში). დროშის წარმოშობის ისტორია ბუნდოვანია - ფიქრობენ, რომ იგი შექმნა მესალი ჰაჰიმ (ნაციონალისტი ლიდერი) 1928 წელს. ალჟირული ფლოტი ალმად იყენებს ნაციონალურ დროშას წითელი გადაჯვარედინებული ღუზების ემბლემით მარცხენა კუთხეში.

ალჟირის დროშა
ალჟირი
ალჟირის დროშა
მიღებულია 3 ივლისი, 1962
პროპორცია ალჟირის დროშა 2:3
წინა დროშები
ალჟირის დროშა
ალჟირის დევნილი მთავრობის დროშა

წყაროები ინტერნეტში


Tags:

არაბული ენაისლამიფრანგული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ვაჟა აზარაშვილიმსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020მეტაფორაგელზენკირხენილაზებიყაზახეთიარასამთავრობო ორგანიზაციარითმაბერძნული მითოლოგიაანა კალანდაძეკვადრატული კილომეტრირესპუბლიკური პარტია (აშშ)ნაკიანი წელიწადიგიორგი მიქაუტაძეგიორგი I (საქართველოს მეფე)თურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებინიკეის პირველი საეკლესიო კრებასისხლის მიმოქცევის სისტემაზმნაბათუმისამხრეთი ამერიკაისლანდიამონღოლთა ბატონობა საქართველოშინიუ-იორკიზიმონ მარიუსიდედამიწის სტრუქტურაქვევრი (ფილმი)ერეკლე IIსინგაპურიმღრღნელებიფარავანიდავით IIIკახა კალაძედეციმეტრიმელათბილისის ისტორიაჯუზეპე ვერდიმიტოქონდრიამინერალების სიარუსეთიიან ბაპტისტ ვან ჰელმონტიორგანული ნივთიერებებიევოლუციაოკეანესახელმწიფოგიორგი V ბრწყინვალეშოთა არველაძეთევზებიბერიკაობაკირჩხიბი (ასტროლოგია)სოლომონ დოდაშვილითურქეთიდუბაიკავკასიაატლანტის ოკეანეაჭარაბეთ არენამსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითსვანური კოშკითაშმიჯაბიალექსანდრე ყაზბეგიაფხაზეთის ომი (1992-1993)კალანდაზღვათემურლენგიგაერთიანებული სამეფოინგლისური ენაირაკლი კობახიძეფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიაკვარციმორალიგიორგი ქვილითაიასაქართველოს დამოუკიდებლობის აქტისარაევოს ალყაბაში-აჩუკი (ფილმი)კვიპროსიკონსტანტინოპოლის დაცემა🡆 More