ალვარ აალტო: ფინელი არქიტექტორი და დიზაინერი

ჰუგო ალვარ ჰენრიკ აალტო (ფინ.

3 თებერვალი, 1898, კუორტანე, ფინეთი — გ. 11 მაისი, 1976, ჰელსინკი, ფინეთი) — ფინელი არქიტექტორი და დიზაინერი. მოღვაწეობდა ფინეთში, შვედეთსა და აშშ-ში. ეროვნული ტრადიციების ნიადაგზე ერთმანეთს შეუხამა ფუნქციონალიზმისა და ორგანული არქიტექტურის პრინციპები. შექმნა ლანდშაფტთან შერწყმული მოცულობით-სივრცობრივი კომპოზიციები; აგურთან, მინასთან, სპილენძსა და ბეტონთან ერთად აქტიურად გამოიყენა ადგილობრივი მასალა — ხე და გრანიტი.

ალვარ აალტო
ალვარ აალტო: ცხოვრება, კარიერა, ნამუშევრები
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 3 თებერვალი, 1898(1898-02-03)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [15] [16] [17] [18] [19] [20] [21]
დაბ. ადგილი კუორტანე[13]
გარდ. თარიღი 11 მაისი, 1976(1976-05-11)[1] [2] [3] [4] [5] [6] [8] [9] [11] [13] [16] [18] [19] (78 წლის)
გარდ. ადგილი ჰელსინკი[1] [13] [21]
დასაფლავებულია ჰიეტანიემის სასაფლაო[22] [23]
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი[1] [18] [21] , დიზაინერი[24] და ქალაქთმშენებელი
მოქალაქეობა ალვარ აალტო: ცხოვრება, კარიერა, ნამუშევრები ფინეთი[25]
ალმა-მატერი ჰელსინკის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი[26] და Jyväskylän Lyseon lukio
მნიშვნელოვანი პროექტები ვიბორგის ბიბლიოთეკა[26] , ფინლანდიის დარბაზი, Baker House[26] , Paimio Sanatorium[26] , Säynätsalo Town Hall[26] , Helsinki University of Technology Main Building, Aalto Theatre[26] , აალტოს ვაზა, Paimio Chair, Model 60 stacking stool, Turun Sanomat building[26] , Aalto Center, Church of the Three Crosses და Aalto Centre, Rovaniemi
ჯილდოები სამეფო ოქროს მედალი, პრინც ევგენის მედალი[27] , ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის[28] , ალვარ აალტოს მედალი, აამერიკის არქიტექტორთა ინსტიტუტის ოქროს მედალი, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, ავსტრიის საპატიო ნიშანი „მეცნიერებისა და ხელოვნებისთვის“, honorary doctor of the Vienna Technical University, honorary Royal Designer for Industry[29] , ლიტერატურისა და ხელოვნების მედალი, Commander of the Order of the Lion of Finland[30] , საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი[31] , Knight Grand Officer of the Order of the Dannebrog[31] , შევარდნის ორდენის დიდი ჯვრის კავალერი[32] , Order of Merit of the Federal Republic of Germany , ფინეთის ლომის ორდენის დიდი ჯვარი[34] , საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი[35] და პრინც ევგენის მედალი[27]
მეუღლე აინო აალტო და ელისა აალტო
ხელმოწერა ალვარ აალტო: ცხოვრება, კარიერა, ნამუშევრები
საიტი alvaraalto.fi

ცხოვრება

დაიბადა კუორტანეში, ფინეთი. არქიტექტურას სწავლობდა ჰელსინკის ტექნოლოგიის უნივერსიტეტში 1916-21 წლებში. 1923 წელს ივასკილაში ბრუნდება, სადაც თავის პირველ არქიტექტურულ სტუდიას ხსნის. მომდევნო წელს აინო მარსიოზე ქორწენდება. მათმა საქორწინო მოგზაურობამ იტალიაში განაპრიობა მისი ინტელექტუალური კავშირი ხმელთაშუა ზღვის რეგიონთან, რაც მნიშვნელოვანი მიმართულება დარჩა აალტოს მთელი დანარჩენი ცხოვრების განმავლობაში. 1927 წელს მას სტუდია ტურკუში გადააქვს და თანამშრომლობას არქიტექტორ ერიკ ბრიგმანთან იწყებს. 1933 წელს ის უკვე ჰელსინკიში გადადის. 1935-36 წლებში მან თავისთვის საოფისე-საცხოვრებელი სახლი დააპროექტა მუნკინიემის უბანში, თუმცა მოგვიანებით (1955) იმავე უბანში სპეციალურად მხოლოდ ოფისისთვის განკუთვნილი შენობა ააგო.

1949 წელს აინო აალტო გარდაიცვალა და 1952 წელს მან არქიტექტორ ელისა მაკინიემიზე იქორწინა (გ. 1994). 1957 წელს მათ ერთობლივად დააპროექტეს და ააგეს საზაფხულო აგარაკი, ე. წ. "ექსპერიმენტული სახლი" მუურაცალოში, სადაც ზაფხულობით ერთად მუშაობდნენ ხოლმე. აალტო 1976 წლის 11 მაისს დარდაიცვალა ჰელსინკიში.

კარიერა

ალვარ აალტო: ცხოვრება, კარიერა, ნამუშევრები 
ჰელსინკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
ალვარ აალტო: ცხოვრება, კარიერა, ნამუშევრები 
ფინეთის საკონცერტო ჰოლი.
ალვარ აალტო: ცხოვრება, კარიერა, ნამუშევრები 
აალტო-თეატერ — ოპერის სახლი ესენში, გერმანია.
ალვარ აალტო: ცხოვრება, კარიერა, ნამუშევრები 
ალვარ აალტოს კულტურის სახლი, ვოლფსბურგი, გერმანია.

მიუხედავად იმისა, რომ მას ხშირად სკანდინავიური მოდერნიზმის პირველ და ყველაზე გავლენიან არქიტექტორად მიიჩნევენ, ისტორიული ფაქტების უფრო ღრმა ანალიზი ააშკარავებს, რომ აალტო მისდევდა სხვა პიონერებს შვედეთში, მათ შორის გუნარ ასპლუნდსა და სვენ მარკელიუსს, რომელთანაც მას მჭიდრო მეგობრობა აკავშირებდა. აალტოს და მრავალ სხვა ამ თაობის არქიტექტორს სკანდინავიურ ქვეყნებში ერთი საერთო რამ აკავშირებდათ — მათ დაიწყეს კლასიკური განათლებით და პირველებმა ჩამოაყალიბეს ე. წ. სკანდინავიური (ნორდული) კლასიციზმი, სანამ 1920-იან წლებში მოდერნიზმში გადაინაცვლებდნენ.

აალტოში ეს ტრანსფორმაცია ყველაზე მკაფიოდ გამოიხატა ვიიპურის ბიბლიოთეკაში (1927-35), რომლის პროექტმაც მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა თავდაპირველი კლასიკური საკონკურსო ნიმუშიდან დასრულებულ მაღალი მოდერნიზმის შენობამდე. მისი ჰუმანისტური მიდგომა სრულიად გამოვლინდა აქ: ინტერიერში გამოყენებული ბუნებრივი მასალები, თბილი ფერები და რბილი ხაზები. ვიიპურის ბიბლიოთეკის პროექტი რვა წელი მიმდინარეობდა და ამავე პერიოდში შექმნა აალტომ ტურუნ სანომატის შენობა (1929-30) და პაიმიოს სანატორიუმი (1929-30): შესაბამისად ტურუნ სანომატის შენობაში პირველად აისახა აალტოს გადასვლა მოდერნიზმში, რამაც თავის მხრივ გავლენა იქონია მის დანარჩენ ორ მიმდინარე პროექტზეც. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ტურუნ სანომატისა და პაიმიოს შენობები შედარებით წმინდა მოდერნისტული ნამუშევრებია, უკვე მათშიც აისახა აალტოს მიერ ამგვარი მიმართულების მიმართ კრიტიკული მიდგომის მარცვლები და მისი ლტოლვა უფრო გაბედულ სინთეზურ მიდგომასთან.

აალტო იყო მოდერნისტ არქიტექტორთა საერთაშორისო კონგრესის (Congrès Internationaux d'Architecture Moderne) წევრი; დაესწრო მეორე კონგრესს ფრანკფურტში 1929 წელს და მეოთხე კონგრესს ათენში 1933 წელს. თუმცა მსოფლიოს ყურადღება მისმა არქიტექტურამ მხოლოდ პაიმის სანატორიუმისა (1929) და ვიიპურის ბიბლიოთეკის (1935) დასრულების შემდეგ მიიპყრო. მისი რეპუტაცია მკვეთრად გაიზარდა აშშ-შიც 1939 წელს ნიუ-იორკის მსოფლიო ექსპოზიციაზე ფინური პავილიონის შექმნის შემდეგ, რომელსაც ფრენკ ლოიდ რაიტმა "გენიოსის ნამუშევარი" უწოდა.

აალტოს რეპუტაციას სამუდამო ბეჭედი დაესვა ზიგფრიდ გიდიონის გავლენიან ნაშრომში მოდერნისტულ არქიტექტურაზე "სივრცე, დრო და არქიტექტურა. ახალი ტრადიციის აღმასვლა" (Space, Time and Architecture. The growth of a new tradition, 1949) მისი ჩართვით, სადაც აალტოს ყველა მოდერნისტ არქიტექტორზე მეტი ყურადღება დაეთმო, ლე კორბუზიეს ჩათვლით. აალტოს განხილვაში გიდიონმა უპირატესობა მიანიჭა მის ისეთ თვისებებს, რომლითაც ის განუდგა პირდაპირ ფუნქციონალობას, რაშიც აირეკლა ხასიათი, ატმოსფერო, ცხოვრების ინტენსიურობა და "ეროვნული თავისებურებებიც" კი, მისი თქმით "ფინეთი ყველგან თან დაჰყვება აალტოს".

აალტოს ჯილდოებს შორის არის სამეფო ოქროს მედალი არქიტექტურისთვის ბრიტანელ არქიტექტორთა სამეფო ინსტიტუტისგან (1957) და ოქროს მედალი ამერიკის არქიტექტორთა ინსტიტუტისგან (1963).

1967 წელს ფინეთის არქიტექტურის მუზეუმმა და ფინეთის არქიტექტორთა ასოციაციამ ერთობლივად დააფუძნეს ალვარ აალტოს მედალი, რომელიც ამჟამად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება ამ დარგში.

ნამუშევრები

ალვარ აალტო: ცხოვრება, კარიერა, ნამუშევრები 
ვიიპურის საქალაქო ბიბლიოთეკის აუდიტორია 1930-იან წლებში.
ალვარ აალტო: ცხოვრება, კარიერა, ნამუშევრები 
აალტოს "ტეევაგენი".

აალტოს შემოქმედების ფართო სპექტრი მოიცავს ავეჯს, მინის დიზაინს, არქიტექტურასა და ფერწერას. მისი ლარნაკების დიზაინი მსოფლიოშია განთქმული. მან გამოიგონა ლამინირებული დაგრეხილი ხის ავეჯის ახალი ფორმა 1932 წელს. აალტოს ავეჯს აწარმოებს ფირმა არტეკი, რომლის თანადამფუძნებელი აალტო იყო. აალტოს მინის ნაწარმს უშვებს ფინური კომპანია ლიტალა. აალტოს კარიერის განმავლობაში მისი სტილი ტრანსფორმაციას განიცდის წინამოდერნისტულიდან (ნორდული კლასიციზმი) წმინდა საერთაშორისო სტილის მოდერნიზმამდე და უფრო სინთეზურსა და იდიოსინკრეტულ მიდგომამდე.

მნიშვნელოვანი შენობები

ქალაქგეგმარების პროექტები

  • როვანიუმი, 1946-48;
  • სიაინიატსალო, 1949-1952;
  • ჰელსინკის ცენტრის რეკონსტრუქციის პროექტი, 1966).

ციტატები

  • "ღმერთმა ქაღალდი შექმნა მასზე არქიტექტურის სახაზავად. სხვა დანარჩენი, სულ მცირე ჩემთვის მაინც, ქაღალდის ფუჭი ხარჯია." ალვარ აალტო, ჩანახატები, 1978, 104.
  • "ჩვენ უნდა შევქმნათ მარტივი, კარგი, უდეკორაციო საგნები... ამავე დროს საგნები, რომლებიც ჰარმონიაშია ჰუმანურ არსებასთან და ორგანულად ერწყმის პატარა ადამიანს ქუჩაში." ალვარ აალტო, სიტყვა წარმოთქმული ლონდონში 1957 წელს.

ლიტერატურა

  • გერან შილდტს ეკუთვნის მრავალი წიგნი აალტოზე, მათ შორის ყველაზე ცნობილია სამტომიანი ბიოგრაფია.
    • "ალვარ აალტო. ადრეული წლები" (Alvar Aalto. The Early Years Rizzoli), ნიუ-იორკი, 1984. პირველი ტომი
    • "ალვარ აალტო. გამსაზღვრელი წლები" (Alvar Aalto. The Decisive Years), ნიუ-იორკი, 1987. მეორე ტომი
    • "ალვარ აალტო. ჩამოყალიბებული წლები" (Alvar Aalto. The Mature Years Rizzoli), ნიუ-იორკი, 1991. მესამე ტომი
    • ალვარ აალტოს არქიტექტურული ნახაზები, 1917-1939" (The Architectural Drawings of Alvar Aalto, 1917-1939), თერთმეტ ტომად. შემუშავებულია ალვარ აალტოს არქივისა და ფინური არქიტექტურის მუზეუმის მიერ, ასევე ალვარ აალტოს მუზეუმის ხელშეწყობით. გერან შილდტის წინასიწყვაობითა და პროექტთა აღწერით. ნიუ-იორკი, 1994.
    • "ალვარ აალტო საკუთარი სიტყვებით" (Alvar Aalto in His Own Words), ნიუ-იორკი, 1998.
    • "ალვარ აალტო: არქიტექტურის, დიზაინისა და ხელოვნების სრული კატალოგი", ნიუ-იორკი, 1994.
  • სხვა ავტორები:
    • "თანამედროვე ეკლექტიციზმის წყაროები", დემეტრი პროფირიოსი, ლონდონი, 1982.
    • "ალვარ აალტოს ავეჯი, ფინური არქიტექტურის მუზეუმი", იუჰანი პალასმაა, ჰელსინკი, 1984.
    • "ალვარ აალტო: ჰუმანიზმსა და მატერიალიზმს შორის", პიტერ რიდი, მომა, ნიუ-იორკი, 1998. (კატალოგი)

რესურსები ინტერნეტში

ალვარ აალტო: ცხოვრება, კარიერა, ნამუშევრები 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

-1'>↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Arkitekter verksamma i Sverige — 2014.
  • 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  • 3.0 3.1 Alvar Aalto
  • 4.0 4.1 Alvar AaltoOUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
  • 5.0 5.1 H.F. Koeper Encyclopædia Britannica
  • 6.0 6.1 SNAC — 2010.
  • Nationalencyklopedin — 1999.
  • 8.0 8.1 Discogs — 2000.
  • 9.0 9.1 StructuraeRatingen: 1998.
  • Academy of Arts, Berlin — 1696.
  • 11.0 11.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  • Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  • 13.0 13.1 13.2 13.3 https://www.mfa.fi/kokoelmat/arkkitehdit/alvar-aalto/
  • Schildt G._[[:d:Q103846605|Aalto,_(Hugo)_Alvar]]_//_''[[:en:Grove_Art_Online|Grove_Art_Online]]''_/_[[:d:Q56691875|J. Turner]]_—_[[:ოქსფორდი|[Oxford,_England]]],_[[:en:Basingstoke|Houndmills,_Basingstoke,_England]],_[[:ნიუ-იორკი|New_York]]:_[[:en:Oxford_University_Press|OUP]],_2017._—_ISBN_978-1-884446-05-4_—_[http://dx.doi.org/10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T000023_doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T000023]
  • -14">↑ 14.0 14.1 Schildt G. Aalto, (Hugo) Alvar // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — ISBN 978-1-884446-05-4doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T000023
    https://wikidata.org/wiki/Track:Q217595">https://wikidata.org/wiki/Track:Q56691875">https://wikidata.org/wiki/Track:Q103846605">https://wikidata.org/wiki/Track:Q810196">https://wikidata.org/wiki/Track:Q21431157">https://wikidata.org/wiki/Track:Q1547776">
  • Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. SavoyB: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088doi:10.1515/AKL
  • 16.0 16.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  • Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  • 18.0 18.1 18.2 BeWeB
  • 19.0 19.1 Munzinger Personen
  • Alvar AaltoSLS.
  • 21.0 21.1 21.2 http://arch-pavouk.cz/index.php/architekti/1293-aalto-alvar
  • Hautahaku
  • https://www.helsinginseurakunnat.fi/material/attachments/hautausmaat/hietaniemi/w8GZkM0y7/Hietaniemen_merkittavia_vainajia.pdf
  • Union List of Artist Names — 2019.
  • Museum of Modern Art online collection
  • 26.0 26.1 26.2 26.3 26.4 26.5 26.6 MODERNE ARCHITEKTUR A-ZTaschen, 2016. — S. 8. — 693 გვრ.
  • 27.0 27.1 Sök medaljförläningarSvenska kungafamiljen.
  • https://www.orden-pourlemerite.de/mitglieder/alvar-aalto
  • https://web.archive.org/web/20210109231742/https://www.thersa.org/about/royal-designers-for-industry/past-royal-designers-for-industry
  • Matikkala A. Suomen Valkoisen Ruusun ja Suomen Leijonan ritarikunnatHelsinki: Edita, 2017. — გვ. 183. — ISBN 978-951-37-7005-1
  • 31.0 31.1 https://kansallisbiografia.fi/kansallisbiografia/henkilo/1408
  • https://www.forseti.is/f%C3%A1lkaor%C3%B0an/orduhafaskra#
  • Who's_who_in_Finland_—_1974.
  • -33"> Who's who in Finland — 1974.
    https://wikidata.org/wiki/Track:Q11873205">
  • Matikkala A. Suomen Valkoisen Ruusun ja Suomen Leijonan ritarikunnatHelsinki: Edita, 2017. — გვ. 493. — ISBN 978-951-37-7005-1
    https://wikidata.org/wiki/Track:Q57510548">https://wikidata.org/wiki/Track:Q1757">https://wikidata.org/wiki/Track:Q113680680">https://wikidata.org/wiki/Track:Q113819755">
  • Vem och vad? Biografisk handbok: 1967 — 1966. — გვ. 8.
    https://wikidata.org/wiki/Track:Q65523961">
  • archINFORM — 1994.
    https://wikidata.org/wiki/Track:Q265049">
  • ალვარ აალტო: ცხოვრება, კარიერა, ნამუშევრები  ბიოგრაფიების პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ბიოგრაფიებზე.

    This article uses material from the Wikipedia ქართული article ალვარ აალტო, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
    ®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.

    Tags:

    ალვარ აალტო ცხოვრებაალვარ აალტო კარიერაალვარ აალტო ნამუშევრებიალვარ აალტო ციტატებიალვარ აალტო ლიტერატურაალვარ აალტო რესურსები ინტერნეტშიალვარ აალტო სქოლიოალვარ აალტო11 მაისი189819763 თებერვალიაშშკუორტანეორგანული არქიტექტურაფინეთიფინელებიფინური ენაფუნქციონალიზმი (არქიტექტურა)შვედეთიჰელსინკი

    🔥 Trending searches on Wiki ქართული:

    ალექსანდრე I დიდიბაქტერიებიაშშ-ის ისტორიაშუშანიკის წამებახვიჩა კვარაცხელიაქართული გვარიალგეთის ეროვნული პარკილიტრიარისტოტელეთურქეთიდათა თუთაშხიასაქართველო IX-X საუკუნეებშიბატონებიშამქორის ბრძოლა (1195)ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოადამიანის უფლებებისაქართველო IV საუკუნეშიინფორმაციაავსტრალიაყაყაჩოანა კალანდაძებუდიზმიისლამიბასიანის ბრძოლაფუტიჩრდილოეთი კორეაჯემალ ქარჩხაძეფელაციაარაპენეტრაციული სექსიქვეყნების სიაზლატან იბრაჰიმოვიჩიაქლემიჩინგიზ-ყაენისუვერენიტეტიზღვარეზოლუციაგიორგი IV ლაშადედა ენამასონობაჰეტეროსექსუალობავიკიპედიამორფოლოგია (ენათმეცნიერება)ირაკლი ღარიბაშვილიგველებიდეზოქსირიბონუკლეინის მჟავაცხელი ძაღლისიურრეალიზმირადიაციადავით კაჭარავაბიბლიამიტოზისულხან-საბა ორბელიანითავის ტვინიდიაოხიამერიკის შეერთებული შტატებისომხური სამოციქულო ეკლესიანოე სულაბერიძებოროდინოს ბრძოლააშშ-ის ამჟამინდელი სენატორების სიასაქართველოს ქალაქებიქართული საბჭოთა ენციკლოპედიაალუდა ქეთელაურიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკასიმკვრივერელიგია საქართველოშიავტომობილიკონსტანტინე გამსახურდიაგალაკტიონ ტაბიძებელარუსიკოსმოპოლიტიზმისაქართველობრესტი (საფრანგეთი)დეჟავიუდოფამინისარკაზმიებრაელებიდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები🡆 More