დაბრუნება

„ადამიანი ობობა: დაბრუნება“ (ინგლ.

იგი გადაიღეს Columbia Pictures-მა და Marvel Studios-მა, ხოლო დისტრიბუტორია Sony Pictures Releasing. „დაბრუნება“ არის რიგით მეორე გადატვირთვა ამ პერსონაჟთან დაკავშირებული ფილმების სერიაში და მეთექვსმეტე ფილმი Marvel-ის კინოსამყაროში. მისი რეჟისორია ჯონ უოტსი, ხოლო სცენარის ავტორები – ჯონათან გოლდსტაინი, ჯონ ფრენსის დეილი, ჯონ უოტსი, კრისტოფერ ფორდი, კრის მაკ-კენა და ერიკ სომერსი. მთავარ როლებს ასრულებენ ტომ ჰოლანდი, მაიკლ კიტონი, ჯონ ფავრო, ზენდეია, დონალდ გლოვერი, ტაინ დეილი, მარისა ტომეი და რობერტ დაუნი უმცროსი. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, პიტერ პარკერი ცდილობს სკოლის ცხოვრება და ადამიანი ობობის სახით მოქმედება ერთმანეთს შეუთავსოს და უპირისპირდება მტაცებელს.

„ადამიანი ობობა: დაბრუნება“
დაბრუნება
რეჟისორი ჯონ უოტსი
პროდიუსერი
  • კეფინ ფაიგი
  • ემი პასკალი
სცენარის ავტორი
  • ჯონათან გოლდსტაინი
  • ჯონ ფრენსის დეილი
  • ჯონ უოტსი
  • კრისტოფერ ფორდი
  • კრის მაკ-კენა
  • ერიკ სომერსი
ეფუძნება
ისტორია
  • ჯონათან გოლდსტაინი
  • ჯონ ფრენსის დეილი
როლებში
მუსიკა მაიკლ ჯაკინო
ოპერატორი სალვატორე ტოტინო
მონტაჟი
  • დენ ლებენტალი
  • დები ბერმანი
სტუდია
დისტრიბუტორი Sony Pictures Releasing
გამოსვლის თარიღი
  • 28 ივნისი, 2017 (2017-06-28) (TCL Chinese Theatre)
  • 7 ივლისი, 2017 (2017-07-07) (აშშ)
ხანგრძლივობა 133 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 175 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 874,4 მილიონი აშშ დოლარი

2015 წლის თებერვალში Marvel Studios-ს და Sony-ს შორის მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ ადამიანი ობობა დაემატებოდა Marvel-ის კინოსამყაროს. ივნისში ჰოლანდმა მიიღო პარკერის როლი, ხოლო ტომეის როლზე შერჩევის შემდეგ უოტსი გახდა რეჟისორი. დეილიმ და გოლდსტაინმა დაიწყეს სცენარზე მუშაობა. 2016 წლის აპრილში ცნობილი გახდა ფილმის სრული სახელწოდება, ისევე, როგორც მონაწილე მსახიობების სია, დაუნის ჩათვლით. ძირითადი გადაღებები მიმდინარეობდა 2016 წლის ივნისიდან Pinewood Atlanta Studios-ში (ფეიეტი, ჯორჯიის შტატი) და გაგრძელდა ნიუ-იორკში, ხოლო დასრულდა ბერლინში, ოქტომბერში. გადაღების დროს ცნობილი გახდა, რომ უოტსი, ფორდი, მაკ-კენა და სომერსი აგრეთვე მუშაობდნენ სცენარზე და მსახიობთა გუნდის სხვა დეტალებიც გამოცხადდა.

ფილმის პრემიერა გაიმართა ჰოლივუდში, 2017 წლის 28 ივნისს. კინოთეატრებში იგი გამოვიდა 2017 წლის 7 ივლისს, 3D, IMAX და IMAX 3D ფორმატებში. მსოფლიო მასშტაბით შემოსავალმა 874,4 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. კრიტიკოსებმა იგი დადებითად შეაფასეს, აღნიშნეს რა ჰოლანდის და გუნდის სხვა წევრების შესრულება, საუნდტრეკი, მხიარული ტონი და მოქმედებითი სცენები. ფილმის გაგრძელების პრემიერა დაგეგმილია 2019 წლის 5 ივლისს.

მუსიკა

ფილმის „დოქტორი სტრეინჯი“ სარეკლამო კამპანიის დროს, 2016 წლის ნოემბერში, ფაიგიმ შემთხვევით ახსენა, რომ მაიკლ ჯაკინო იქნებოდა ფილმის კომპოზიტორი და იმუშავებდა „დაბრუნებაზეც“. მოგვიანებით ეს თავად ჯაკინომ დაადასტურა. მუსიკის ჩაწერა დაიწყო 2017 წლის 11 აპრილს. საუნდტრეკი შეიცავს „ადამიან-ობობის“ თემას 1967 წლის ტელესერიალიდან. დისკი მუსიკით გამოვიდა Sony Masterworks-ზე, 2017 წლის 7 ივლისს.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

2017Columbia PicturesMarvel ComicsMarvel StudiosMarvel-ის კინოსამყაროSony Picturesადამიანი ობობააშშზენდეიაინგლისური ენამაიკლ კიტონიმარისა ტომეიმტაცებელი (კომიქსი)პიტერ პარკერირობერტ დაუნი უმცროსიტომ ჰოლანდი (მსახიობი)ჯონ ფავრო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

დუბაიშალვა პაპუაშვილიაფრიკის ქვეყნების სიაკალიებისამცხე-ჯავახეთის მხარერუსეთისაქართველოს ფრინველთა სიაიუსტინიანე Iმცენარეებივაჟა-ფშაველაგერგეტის სამების ეკლესიამარტივი და შედგენილი რიცხვებიაფხაზეთიძველი ეგვიპტეძველი თბილისიმდინარემიხეილ სააკაშვილიანემიაადაპტაციამსოფლიოს უდიდესი ქალაქებიიასამანისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიარჩვიქართული დამწერლობაგლობალიზაციალაშა ტალახაძევერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)შოთა რუსთაველივინსენტ ვან გოგიიმპრესიონიზმიქანი (გეოლოგია)ბაში-აჩუკი (ფილმი)ჭადრაკისელჩუკთა სახელმწიფოაზოტიპარიზიწყნარი ოკეანემეორე მსოფლიო ომიფერნანდო მაგელანილებომბოს მთებიბელგიაკახეთის აჯანყება (1659)კულტურაკირჩხიბი (ასტროლოგია)საქართველო IX-X საუკუნეებშიკონსერვატიზმიდედამიწის დღეფრინველებიფრანც შუბერტიალპებიალკოჰოლიზმიჰიპერბოლა (ენა)ნეპოტიზმინეიტროფილებიყივანახველაკონცეფციამონოგამიასამხრეთი კორეაბასიანის ბრძოლაპრელუდია (სექსი)შავი ზღვადავით VII ულუენდომეტრიოზითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიფემინიზმიბიპოლარული აშლილობამეიოზიტყესაჰარამონღოლთა ბატონობა საქართველოშიპოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირშიდიდი პანდანიდერლანდებიგელათის მონასტერისაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024🡆 More