მოჰამედ ჰუსეინ შაჰრიარი

მოჰამედ ჰუსეინ შაჰრიარი ( აზერ.

18 სექტემბერი, 1988, თეირანი) — ირანელი აზერბაიჯანელი პოეტი, რომელიც წერდა აზერბაიჯანულ და სპარსულ ენებზე. ირანის ერთ-ერთი მთავარი ლირიკოსი.

სეიდ მოჰამედ ჰუსეინ თაბრიზი

მოჰამედ ჰუსეინ შაჰრიარი
აზერ. Məhəmməd Hüseyin Şəhriyar

სპარს. سید محمدحسین بهجت تبریزی
დაბადების თარიღი 1906
დაბადების ადგილი თავრიზი, აღმოსავლეთი აზერბაიჯანი
გარდაცვალების თარიღი 1988, 18 სექტემბერი (82 წლის)
გარდაცვალების ადგილი თეირანი, ირანი ირანის დროშა
დასაფლავებულია Maqbaratoshoara
ფსევდონიმი შაჰრიარი
საქმიანობა პოეტი
ენა აზერბაიჯანული, სპარსული
ეროვნება აზერბაიჯანელი
მოქალაქეობა ირანი ირანის დროშა
ალმა-მატერი თავრიზის უნივერსიტეტი
მიმდინარეობა პოეზია
მეუღლე აზიზა აბდე-ხალეგი
შვილ(ებ)ი შაჰრაზადი, მარიამი, ჰადი
ხელმოწერა მოჰამედ ჰუსეინ შაჰრიარი

ბიოგრაფია

მოჰამედ ჰუსეინ შაჰრიარი დაიბადა 1906 წელს ქალაქ თავრიზში. დაწყებითი განათლება მიიღო მამამისი ზედამხედველობის ქვეშ. იგი სწავლობდა მოტაჰარის სკოლაში, თავრიზში.  შემდგომში სწავლობდა „დარულ ფონუნის“ სკოლაში, თეირანში. იგი ასევე სწავლობდა მედიცინას კოლეჯში. ამის შემდეგ გაემგზავრა ხორასანში. იქ მუშაობდა ნოტარიუსში, შემდეგ კი „ქეშავარზის“ ბანკში. 1935 წელს ბრუნდება თეირანში და იწყებს მუშაობას ირანის სამეურნეო ბანკში.

თავდაპირველად პოეტი გამოსცემდა საკუთარ ლექსებს ფსევდონიმით ბეჰჯათი, შემდეგ კი შეცვალა შაჰრიარზე.

ის ერთ-ერთი გამოჩენილი ირანელი აზერბაიჯანელია. 1967 წელს მან მიიღო საპატიო დოქტორის წოდება ლიტერატურაში თავრიზის უნივერსიტეტში.

მან გამოაქვეყნა თავისი პირველი ლექსების წიგნი 1929 წელს. მის ლექსებზე გავლენა მოახდინეს ცნობილმა სპარსელმა პოეტმა ჰაფეზმა და აზერბაიჯანელმა პოეტმა ხასტა ქასიმმა.

პოეტი გარდაიცვალა 1988 წელს. დაკრძალულია თავრიზის პოეტთა მავზოლეუმში. იგი გახდა უკანასკნელი პოეტი, ვინც დამარხეს ამ მავზოლეუმში.

შაჰრიარის სიკვდილის დღე ირანში „პოემის ეროვნული დღედ“ დასახელდა. მისი ცხოვრების შესახებ, რეჟისორმა კამალ თაბრიზიმ სატელევიზიო სერიალი გადაიღო, რომელიც ერთ-ერთი ირანული არხის ეთერში გავიდა.

პოეტის სახლ-მუზეუმი თავრიზში მდებარეობს.

ოჯახი

შაჰრიარის მეუღლეს ერქვა აზიზა. იგი დაწყებითი კლასის მასწავლებელი იყო. მათ ჰყავდათ სამი შვილი - შაჰრაზადი,მარიამი და ჰადი.

შემოქმედება

მოჰამედ ჰუსეინ შაჰრიარი 
აზერბაიჯანის საფოსტო მარკა პოეტის 90-წლისადმი მიძღვნილი

თავისი პირველი ლექსი შაჰრიარმა 7 წლის ასაკში დაწერა აზერბაიჯანულად, ხოლო მეორე 9 წლის ასაკში სპარსულად. არსებობს მოსაზრება, რომ მან საკუთარი ავტობიოგრაფია დაწერა ლექსის ფორმით, რადგან მკითხველი მის ბიოგრაფიაზე იგებს მისი დივანების წაკითხვისას. მისი მოგონებების შესახებ მოგვითხრობს ნაწარმოებები „ხაზიან დელ“, „სალამი ჰეიდარ ბაბას“, „მუმიაი“ და „საღამოს იგავი“. მისი წიგნი „თახთა ჯამშიდი“ არის ეპიკური ლექსების კოლექცია, რომელიც ასახავს პოეტის წარმოსახვას. შაჰრიარმა შეადგინა პოეზიის სხვადასხვა ფორმები, რომლებიც მოიცავენ ლირიკას, ოთხტაეპიან და ორეტაპიან ლექსებს, ასევე ოდებსა და ელეგიას. იგი ძალზედ უბრალო ენაზე წერდა, ამიტომ დიდი პოპულარობა მოიპოვა საზოგადოებაში.

მოჰამედ ჰუსეინ შაჰრიარი 
შაჰრიარის საფლავი მავზოლეუმში

შაჰრიარი უკრავდა თარზე და სიტარზე. მუსიკისადმი დიდი ინტერესი ჰქონდა. ასევე კარგი კალიგრაფისტი იყო და თვითონ გადმოწერა ყურანის ასლი თავისთვის.

მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია „სალამი ჰეიდარ ბაბას“, რომელიც აზერბაიჯანულ ენაზეა დაწერილი. იგი გამოქვეყნდა 1954 წელს და დიდი წარმატება მოიპოვა თურქულენოვან ერებსა და ქვეყნებს შორის. გამოიცა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა თურქეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი. ნაწარმოები გადათარგმნილ იქნა 30 ენაზე. ჰეიდარ ბაბა — მთის სახელწოდებაა, სადაც პოეტმა ბავშვობა გაატარა. პოემაში ნაჩვენებია აზერბაიჯანელი ხალხის გაყოფილი კულტურის ერთიანობის იდეა.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

მოჰამედ ჰუსეინ შაჰრიარი ბიოგრაფიამოჰამედ ჰუსეინ შაჰრიარი შემოქმედებამოჰამედ ჰუსეინ შაჰრიარი იხილეთ აგრეთვემოჰამედ ჰუსეინ შაჰრიარი რესურსები ინტერნეტშიმოჰამედ ჰუსეინ შაჰრიარი სქოლიომოჰამედ ჰუსეინ შაჰრიარი18 სექტემბერი19061988აზერბაიჯანელებიაზერბაიჯანული ენათავრიზითეირანისპარსული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

აჭარაბორჯომიპინგვინისნაირნირუსუდანიდავით სარაჯიშვილინაპოლეონ ბონაპარტიკრიშტიანუ რონალდუღამურაკონსტანტინოპოლის დაცემაბუნებაანდებიკეთილშობილი ირემიშერლოკ ჰოლმზითევდორე კველთელიქრისტეფორე კოლუმბიინდუსტრიული რევოლუციამსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიაბუდუ ზივზივაძესაქართველოს გეოგრაფიადუბაიბიძინა ჩოლოყაშვილიევროპის პარლამენტიშიდსიტოტალიტარიზმიბუღა თურქის შემოსევამიტოზიკალათბურთიაფრიკის ქვეყნების სიააკაკი წერეთელითემურლენგიადამიანის ჩონჩხიგოგირდიქართლის გაქრისტიანებაბაში-აჩუკიიუდაიზმინაწლავებიტიციან ტაბიძეაფროდიტეზურა ყიფშიძესაქართველო XII-XIII საუკუნეებშიგაპიროვნებაოსმალეთის იმპერიის ისტორიაკილიმანჯაროებრაული დღესასწაულებიმუნირეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)კუებიმერაბ მამარდაშვილიგაერთიანებული სამეფოვინსენტ ვან გოგიგენოციდიშუა საუკუნეებიკულტურამსოფლიოს მოსახლეობარუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიაფხაზეთიბათუმის ბოტანიკური ბაღიმთვარის დაბნელებარაბათის ციხესაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024დემეტრე II თავდადებულიმუსიკაბერძნული მითოლოგიაიოჰან სებასტიან ბახიაშშ-ის ისტორიადემოკრატიაირაკლი ღარიბაშვილილომი (ასტროლოგია)ეროზიასაქართველოს დამოუკიდებლობის დღებულგარეთიინტერნეტივულკანიქანი (გეოლოგია)კრწანისის ბრძოლარომის იმპერიაშაშვი🡆 More