კოლინ ფარელი

კოლინ ჯეიმზ ფარელი (ინგლ.

31 მაისი, 1976) — ირლანდიელი კინომსახიობი. ცნობილი გახდა შემდეგ ფილმებში მონაწილეობით: „ალექსანდრე“, „ტელეფონის ჯიხური“, „განსაკუთრებული აზრი“, „ახალბედა“, და მრავალი სხვა. ჟურნალმა „People“ 2003 წელს კოლინი დაასახელა მსოფლიოს ორმოცდაათიდან ერთ-ერთ ულამაზეს ადამიანად; ჟურნალ Company-ს რეიტინგის მიხედვით ის ამავე წლის მეექვსე სექსუალური მამაკაცია.

კოლინ ფარელი
კოლინ ფარელი
დაბადების სახელი კოლინ ჯეიმზ ფარელი
დაბადების თარიღი 31 მაისი, 1976 (1976-05-31) (47 წლის)
ირლანდიის დროშა ირლანდია, დუბლინი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1996 — დღემდე
ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი კაცი მიუზიკლსა ან კომედიაში
2008 — ბრიუგეში

ბიოგრაფია

სიყმაწვილე

კოლინ ფარელი დაიბადა 1976 წლის 31 მაისს დუბლინში (ირლანდია). ის იყო მეოთხე ბავშვი პროფესიონალი ფეხბურთელის, იმონ ფარელის, ოჯახში. კოლინს ჰყავდა ორი და, კლოდინი (მისი პერსონალური ასისტენტი) და კეტრინი, და ძმა — იმონ-უმცროსი. იზრდებოდა, როგორც კათოლიკე.

როდესაც კოლინი 10 წლის იყო, ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა დუბლინის გარეუბან კასლნოკში. კოლინი დადიოდა „St. Brigid’s National School Castleknock“-ში, „Castleknock College“-სა და „Gormanston College“-ის შემდეგ. გადიოდა მოსმენებს ჯგუფ Boyzone-ში, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, მაგრამ უშედეგოდ .

სიყმაწვილეში ფარელი გამოირჩეოდა საკმაოდ სპორტული ხასიათით — სკოლის ნაცვლად ის ამჯობინებდა მეგობრებთან ხეტიალს ადგილობრივ ბარებში, ეწეოდა მარიჰუანას და ქურდობდა მაღაზიებში. 17 წლის ასაკში ის სკოლიდან გააგდეს მასწავლებელთან ჩხუბის გამო, რომელმაც გაკვეთილზე მძინარე კოლინი შენიშნა და მობოდიშების ნაცვლად ნაცემი აღმოჩნდა. ამ ინციდენტის შემდეგ კოლინი ერთი წლით მეგობრებთან ერთად გაემგზავრა ავსტრალიაში.

ფილმოგრაფია

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2000 ვეფხვების ქვეყანა Tigerland როლანდ ბოზი
2002 ჰარტის ომი Hart's War ტომას ჰარტი
2002 განსაკუთრებული აზრი Minority Report დენი ვიტვერი
2003 ტელეფონის ჯიხური Phone Booth შეპარდი
2003 ვერონიკა გუერინი Veronica Guerin ბიჭი ტატუთი
2003 თავზეხელაღებული Daredevil ხარისთვალა
2003 განხეთქილება Intermission ლეჰიფი
2003 ახალბედა The Recruit ჯეიმზ დაგლას კლეიტონი
2003 სპეცრაზმი S.W.A.T. ჯიმ სტრიტი
2004 ალექსანდრე Alexander ალექსანდრე მაკედონელი
2004 სახლი ქვეყნიერების დასასრულში A Home at the End of the World ბობი მოროუ
2005 ახალი სამყარო The New World კაპიტანი ჯონ სმითი
2006 შეეკითხეთ მტვერს Ask the Dust არტურო ბანდინი
2007 კასანდრას სიზმარი Cassandra's Dream ტერი
2008 ბრიუგეში In Bruges რეი
2009 დოქტორ პარნასის წარმოსახვა The Imaginarium of Doctor Parnassus ტონის ტრანსფორმაცია
2009 შეშლილი გული Crazy Heart ტომ სვიტი
2009 უნდინა Ondine სირაკუზი
2010 ლონდონის ბულვარი London Boulevard ჰარი მიტჩელი
2011 აუტანელი ბოსები Horrible Bosses ბობი პელიტი
2013 მისტერ ბენქსის გადასარჩენად Saving Mr. Banks რობერტ გოფი
2014 ზამთრის ზღაპარი Winter's Tale პიტერ ლეიკი
2015 ნამდვილი დეტექტივი True Detective დეტექტივი რეი ველკორო

ჯილდოები და ნომინაციები

ჯილდოები

  • 2000 — ბოსტონის კინოკრიტიკოსების საზოგადოების პრემია — საუკეთესო მსახიობი (ფილმისთვის „ვეფხვების ქვეყანა“)
  • 2002 — შანხაის საერთაშორისო ფესტივალის პრემია — საუკეთესო მსახიობი (ფილმისთვის „ჰარტის ომი“)
  • 2003 — ლონდონის კინოკრიტიკოსების საზოგადოების პრემია — ბრიტანელი მსახიობის საუკეთესო დებიუტი (ფილმისთვის „ვეფხვების ქვეყანა“)
  • 2003 — პრემია „ახალგაზრდების არჩევანი“ — საუკეთესო ბოროტმოქმედი (ფილმისთვის „თავზეხელაღებული“)
  • 2003 — პრემია კინოსა და ტელევიზიის ირლანდიური აკადემიის — საუკეთესო მსახიობი (საზოგადოებრივი ხმის მიცემა)
  • 2004 — პრემია MTV Movie Awards, Mexico — საუკეთესო მსახიობი (ფილმისთვის „ანგელოზთა ქალაქის სპეცრაზმი“)
  • 2009 — პრემია „ოქროს გლობუსი“ — საუკეთესო მსახიობი მიუზიკლში ან კომედიაში (ფილმისთვის „ბრიუგეში“)
  • 2010 — პრემია კინოსა და ტელევიზიის ირლანდიური აკადემიის — საუკეთესო მსახიობი (ფილმისთვის „უნდინა“)

ნომინაციები

  • 2003 — პრემია „Empire Awards“ — საუკეთესო მსახიობი (ფილმისთვის „განსაკუთრებული აზრი“)
  • 2003 — კინოსა და ტელევიზიის ირლანდიური აკადემიის პრემია — საუკეთესო მსახიობი (ფილმისთვის „ანგელოზთა ქალაქის სპეცრაზმი“)
  • 2003 — MTV-ის კინოპრემია — საუკეთესო ბოროტმოქმედი (ფილმისთვის „თავზეხელაღებული“)
  • 2003 — კინოსა და ტელევიზიის ირლანდიური აკადემიის პრემია — საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი (ფილმისთვის „განხეთქილება“)
  • 2004 — კინოსა და ტელევიზიის ირლანდიური აკადემიის პრემია — საუკეთესო მსახიობი (ფილმისთვის „სახლი ქვეყნიერების დასასრულში“)
  • 2005 — ანტიპრემია „ოქროს ჟოლო“ — ყველაზე ცუდი მსახიობი (ფილმ „ალექსანდრესთვის“)

რესურსები ინტერნეტში

კოლინ ფარელი 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

კოლინ ფარელი ბიოგრაფიაკოლინ ფარელი ფილმოგრაფიაკოლინ ფარელი ჯილდოები და ნომინაციებიკოლინ ფარელი რესურსები ინტერნეტშიკოლინ ფარელი სქოლიოკოლინ ფარელი197631 მაისიPeopleინგლისური ენაირლანდიამსახიობი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

უქმე დღეები საქართველოშიგარემოს დაბინძურებაარწივიმარსიქვეყნების სიაქართლიძაღლიიაპონიაიაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმიგერმანიის ქალაქების სიაპატარა უფლისწულიჯუმბერ ლეჟავაილია IIფარნავაზ Iიგიმთავარი გვერდიატმოსფერული წნევახემარწყვაწმინდა ნინოზღარბისებრნიმარტივი და შედგენილი რიცხვებიმსოფლიოს მოსახლეობაორგაზმიაფხაზეთის ომი (1992-1993)ისლამიკუთხეწრეწირითევდორე კველთელირომის რესპუბლიკატყეენერგიაფოთირელიგიაჩინეთის დიდი კედელიბახტრიონი (პოემა)მარილებიკლიმატის ცვლილებარომიანტონიმიპითაგორას თეორემააბო თბილელის წამებაბუდუ ზივზივაძეთვალიხერხემალიპელოპონესის ომიციყვიგრიგოლ ორბელიანირომანტიზმიშვედეთიკოლხეთის სამეფომიხეილ სააკაშვილიგიგლა ბერბიჭაშვილივნების კვირარკინასულხან-საბა ორბელიანიქართვლის დედაბორჯომიგალაკტიონ ტაბიძეანჩისხატინეკერჩხალიდისკრიმინაციასაქართველოს ქალაქებიიოსებ სტალინივერძი (ასტროლოგია)ყირიმის ომისაქართველოს სსრ წითელი წიგნიმორალიიმერეთიბაქტერიებიგიორგი VIIIლევან საგინაშვილიჯონჯოლიჩრდილოეთი ამერიკასასარგებლო წიაღისეულიოსმალეთის იმპერიავერცხლისწყალიასურეთი🡆 More