ჰექტორის დელფინი

ჰექტორის დელფინი (Cephalorhynchus hectori) — ძუძუმწოვარი ცხოველი დელფინისებრთა ოჯახისა.

Cephalorhynchu-ის გვარის 4 სახეობას შორის მაუის დელფინთან ერთად ყველაზე ცნობილი სახეობა ახალი ზელანდიის ერთადერთი ვეშაპისნაირი ენდემია. არის 1.4 მეტრის სიგრძის და ერთ-ერთი ყველაზე პატარა სახეობაა ვეშაპისნაირთა შორის.

ჰექტორის დელფინი
ჰექტორის დელფინები

გამოყოფენ ორ სუბსახეობა: C. h. hectori, უფრო მრავალრიცხოვანი სუბსახეობა სამხრეთის კუნძულის ირგვლივ გვხვდება და C. h. maui, მაუის დელფინი, რომელიც კრიტიკული საფრთხის ქვეს მყოფი სუბსახეობაა და ჩრდილოეთის კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ბინადრობს. ჰექტორის დელფინი მსოფლიოში ყველაზე პატარა და უიშვიათესი დელფინია. მაუის დელფინი ვეშაპისნაირთა შორის საფრთხეში მყოფი 8 სახეობიდან ერთ-ერთია. კონსერვაციის ახალი ზელანდიის დეპარტამენტის 2010-2011 წლის კვლევის მიხედვით მხოლოდ 55 ზრდასრული ინდივიდია შემჩნეული.

დელფინს სახელი სერ ჯეიმზ ჰექტორის (1834-1907) პატივსაცემად ეწოდა, რომელიც ველინგტონში კოლონიის მუზეუმის (აჟამად ახაი ზელანდიის პაპა ტონგარევას მუზეუმი) კურატორი იყო. ამ სახეობის პირველი ნიმუში სწორედ მან შეისწავლა. ჰექტორის დელფინი მეცნიერულად ბელგიელმა ზოოლოგმა,პიერ-ჯოზეფ ვან ბენედენმა აღწერა 1881 წელს.

მაორი ენაზე ჰექტორისა და მაუის დელფინს tutumairekurai, tupoupou და popoto.

აღწერა

ჰექტორის დელფინი ყველაზე პატარაა დელფინთა შორის. ზრდასრულები 1.2-დან 1.6 მეტრამდე სიგრძის არიან და 40-60 კილოგრამამდე იწონიან. დამახასიათებელია სქესობრივი დიმორფიზმი და მდედრები მამრებზე 5.7%-ით უფრო გრძელები არიან. შესამჩნევი დინგი არ აქვთ. ყველაზე განმასხვავებელი ნიშანი წრიული ფორმის ფარფლია. ახალშობილი ჰექტორის დელფინი 60-80სმ-ის სიგრძისააა და 8-დან 10 კილოგრამამდე იწონის. შეფერილობა თითქმის ისეთივეა, როგორც ზრდასრულების, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ნაცრისფერს მუქი ტონი დაჰკრავს.

პოპულაცია და გავრცელება

ჰექტორის დელფინი 
ჰექტორის დელფინის გავრცელების საზღვრები

ჰექტორის დელფინები ახალი ზელანდიის სანაპირო რეგიონის ენდემები არიან. მთლიანი სამხრეთი კუნძულის ირგვლივ ჰექტორის დელფინები ფრაგმენტულად არიან გავრცელებული. ეს სახეობა ფიორდლენდის ღრმა წყლებში იშვიათად ბინადრობს. 2011 წელს ჰექტორისა და მაუის დელფინებისთვის 5 თავშესაფარი სივრცე მოეწყო.

უდიდესი პოპულაციები სამხრეთის კუნძულის დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებზე ბინადრობენ, ხოლო მცირე ჯგუფები დანაწევრებულად მთელი კუნძულის ირგვლივ ცხოვრობენ. მაუის დელფინები ჩრდილოეთის კუნძულის დასავლეთით ბინადრობენ. ზოგჯერ მაუის დელფინები ჩრდილოეთით ბეი-ოვ-პლენტისა და ჰოკს-ბეის რეგიონამდე მიდიან.

უკანასკნელი კვლევების მიხედვით სამხრეთის კუნძულის ჰექტორის დელფინების პოპულაცია 15 000 ინდივიდს მოიცავს. ბოლო აღწერის მიხედვით, მაუის დელფინთა რაოდენობა 55-ია. ჰექტორის დელფინები უმეტესწილად 5 ინდივიდზე ნაკლებ ჯგუფებს ქმნიან და სქესის მიხედვით ძლიერ არიან გაყოფილი. ამ ჯგუფების უმრავლესობა ერთსქესიანია. 5-ზე მეტი ინდივიდისგან შემდგარი ჯგუფები იშვიათად ყალიბდება.

სქოლიო

Tags:

დელფინისებრნივეშაპისნაირნიმაუის დელფინიძუძუმწოვრები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

რიწამამაო ჩვენოფოთიმილანი (საფეხბურთო კლუბი)ჩიქუნეთირეფერენდუმიგელათის მონასტერიძალაბუდიზმიაბო თბილელის წამებასასწორი (ასტროლოგია)საბერძნეთიმზის სისტემამერაბ კოსტავანოქალაქევიკაცია-ადამიანი?!გიორგი II (საქართველოს მეფე)ბრაზილიაზუგდიდივენატოლგვერდა სამკუთხედიქართული ლიტერატურაკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდაპუნიკური ომებიიორდანიაქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემასაქართველოს მუნიციპალიტეტებიქვეყნების სიაქართული სამზარეულოჰარი პოტერი (პერსონაჟი)ტაო-კლარჯეთიახალი ზელანდიათბილისიკაპიტალიზმიამასიის ზავიგია ყანჩელიკრიშტიანუ რონალდუილორის ეკლესიაეგრისის დიდი ომისიონის ტაძარირენესანსიიუდაიზმიმსოფლიოს შვიდი საოცრებაცხენითავისუფლების მოედანი (თბილისი)მე, ბებია, ილიკო და ილარიონი (ფილმი)დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)ფესვები (ფილმი)ბულგარეთიბაგრატის ტაძარიილია IIნაპოლი (საფეხბურთო კლუბი)გიორგი VII (საქართველოს მეფე)ფემინიზმიპრაღასაქართველოს სახელმწიფო გერბისაქართველოს ისტორიავოლფგანგ ამადეუს მოცარტივენესუელახალხთა დიდი გადასახლებაცოტნე დადიანიგიორგი III (საქართველოს მეფე)ბატონებირაგბიევროკავშირინეკერჩხალიკოლხეთის სამეფოცხოველებილიბანიამფიბიებიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიაქუთაისიტუპაკ შაკურიაშშ-ის პრეზიდენტების სიაბრიუს ლინახშირბადირითმაცვალებადობათა ფორმები🡆 More