ჭანდრების ქაშვეთის ეკლესია

ჭანდრების ქაშვეთის ეკლესია — ეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრებში.

მდებარეობს სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით 2-2,5 კილომეტრზე, მთაში, სოფელ კოშკებისაკენ (გორის რ-ნი) მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს 300 მეტრზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება ფეოდალური ხანის გარდამავალი პერიოდით.

ეკლესია დარბაზულია (7,2 X 5,5 მ), შვერილაფსიდიანი, ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით, წყობა ირეგულარულია; შენობის კუთხეები, აფსიდის კიდეები, კონქის გადახურვა (შემორჩენილია ჩრდილოეთ ქუსლის ქვა), დასავლეთ კედლის კუთხის პილასტრები ამოყვანილია შირიმით. შესასვლელი სამხრეთით ყოფილა (შემორჩენილია დასავლეთ მხარის წყობა.) ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. მის ქვემოთ, კედელზე მიდგმულია სატრაპეზო ქვა. საკურთხეველში ორი ნიშია. ერთი ნიში ჩრდილოეთ კედელშია, აფსიდის კუთხესთან. კონქი დამრეცი იყო (შემორჩენილია დასავლეთის წყობა). დასავლეთ კედლის თაღის ძირში გაჭრილია ერთი თაღოვანი სარკმელი. დარბაზის კედლებზე გაირჩევა შელესილობის ორი ფენა. ცილინდრული კამარა ეყრდნობოდა დარბაზის გრძივ კედლებს, დასავლეთის დეკორატიულ თაღს და სატრიუმფო თაღს. დასავლეთ ფასადის წყობაში ჩართულია დიდი ზომის ქვები. საკურთხეველს ორფერდა სახურავი ჰქონდა. შენობა დასრულებული იყო თაროსებრი ლავგარდნით. ეკლესიის პატარა ეზოს შემოვლებული ჰქონდა ნატეხი ქვით ნაგები გალავანი.

ლიტერატურა

Tags:

გორის მუნიციპალიტეტიეკლესია (ნაგებობა)ფეოდალიზმიქარელის მუნიციპალიტეტიჭანდრები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გარემოს დაბინძურებასაქართველოს გეოგრაფიასაქართველოს ტერიტორიული მოწყობასულხან-საბა ორბელიანინეიტროფილებიმესხეთიანტარქტიდაათეიზმიტოლგვერდა სამკუთხედიკირჩხიბი (ასტროლოგია)ალპებიგიორგი ანწუხელიძეთემურლენგიაგენტისიმკვრივემსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითქრისტეფორე კოლუმბიდედა ენა27 აპრილიინსულტიყაყაჩომართლმადიდებლობაგიორგი XIIნარიყალავარსქენ პიტიახშიუცხოური აგენტების კანონიდეტროიტინიდერლანდებისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიერნესტო ჩე გევარაყვარყვარესაქართველოს სოფლებიევროპული საბჭომარქსიზმიახალციხეგოგირდითესევსის გემივნების კვირათავისუფლება (ფილოსოფია)აპენდიციტიგიორგი V ბრწყინვალემჟავური წვიმაიმერეთიბუდაპეშტიჭადრაკიმასტურბაციაანბანირიცხვითი სახელიკილოგრამიჩინეთიმიგრაციაქალწული (ასტროლოგია)პროპაგანდამასონობაქვეწარმავლებიგალაკტიონ ტაბიძენაწლავებიშაჰ აბასის ლაშქრობები საქართველოშიასი ათასი მოწამეკახეთიკანონიერი ქურდიზამთარიპრომეთეს მღვიმეაუტიზმიალექსანდრე ყაზბეგიაშშ-ის ამჟამინდელი სენატორების სიაირემიბიბლიაფერმენტებიქართული სამზარეულოზურა ყიფშიძევერცხლიროსტომი (ქართლის მეფე)დავით კლდიაშვილირესპუბლიკაზმნიზედა🡆 More