ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ჭალა

ჭალა — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ბოხვაურის თემში (სოფლები: ბოხვაური, ჭალა).

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ჭალა სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭალა (მრავალმნიშვნელოვანი).

მდებარეობს მდინარე ნატანების მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 150 მ, ოზურგეთიდან 6 კმ, ბოხვაურიდან და დვაბზუდან 1 კმ.

სოფელი
ჭალა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ჭალა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი ბოხვაური
კოორდინატები 41°55′34″ ჩ. გ. 42°03′31″ ა. გ. / 41.9262278° ჩ. გ. 42.0588389° ა. გ. / 41.9262278; 42.0588389
ფართობი 2,41 კმ²
ცენტრის სიმაღლე 150
მოსახლეობა 408 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 169,3 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,5 %
რუსები 0,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ჭალა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ჭალა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)
ჭალა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) — გურიის მხარე
ჭალა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)

ეკლესია

სოფელში იდგა XIX საუკუნეში აგებული ტაძარი. ამჟამად მისგან შემორჩენილია მხოლოდ ცოკოლი, დასავლეთის კედელი და იატაკის ფილები, ასევე სამრეკლო. ჭალის ეკლესია დარბაზული ტიპისაა, აშენებული იყო ნატეხი ქვით, მთავარანგელოზ მიქაელის სახელზე. შენობას ჰქონდა გარეთ გაზიდული ნახევარწრიული აბსიდი. შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონდა. კარი თაღოვანია. ტიმპანზე რელიეფია მოცემული. ამავე კედელზე, შესასვლელის სიმეტრიულად მიდგმულია ბაზალტის კარგად გათლილი კვადრებით ნაგები სამრეკლო. ის სამსართულიანია. თითოეული სართული ოთხ სვეტზე დაყრდნობილი თაღოვანი ფანჩატურია. ყოველი მომდევნო სართული მოცულობებში მცირდება. სამრეკლო თუნუქის წაწვეტებული სახურავით მთავრდება. პირველი სართულის სვეტები მასიურ, სწორკუთხა ბაზისებზეა აღმართული. თითოეული სვეტი კაპიტელებით ბოლოვდება, რომლებსაც ეყრდნობა სართულის თაღები. სამრეკლოს სვეტები სხვადასხვა სახის დეკორატიული დეტალებითაა შემკული. სამრეკლოს ნაგებობა საქართველოსთვის იშვიათობას წარმოადგენს, ის ერთ-ერთი გამოხატულებაა საქართველოში უცხო სტილის შემოტანის მცდელობისა. 1828 წლისთვის სამრევლოში 40 კომლი შედიოდა. წმინდა მიქაელის საყდარი 1920-იან წლებში დაანგრიეს. ნაეკლესიარს და სამრეკლოს კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს.

მოსახლეობა

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908 642
1911 ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ჭალა  418
2002 ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ჭალა  538
2014 ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ჭალა  408 197 211

ცნობილი ადამიანები

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ჭალა ეკლესიაოზურგეთის მუნიციპალიტეტი ჭალა მოსახლეობაოზურგეთის მუნიციპალიტეტი ჭალა ცნობილი ადამიანებიოზურგეთის მუნიციპალიტეტი ჭალა ლიტერატურაოზურგეთის მუნიციპალიტეტი ჭალა სქოლიოოზურგეთის მუნიციპალიტეტი ჭალაბოხვაურიგურიის მხარედვაბზუზღვის დონეთემიმდინარენატანებიოზურგეთიოზურგეთის რაიონისაქართველოსოფელი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ყივანახველათბილისიზმნიზედაენდომეტრიოზიკილიმანჯარომტკვარიქუნთრუშაკრწანისის ბრძოლასვანეთიდედამიწის სტრუქტურალურჯი ვეშაპიმილანიამიერკავკასიური ზაზუნამოლოტოვ-რიბენტროპის პაქტიევროპის პარლამენტიყვავილოვანი მცენარეებირუსული დამწერლობააბანოთუბანიმუსიკალარიდეზოქსირიბონუკლეინის მჟავანილოსიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითისრაელიფუტკრებისოკოებიქიმიური რეაქციადიდი ხუთშაბათისახელმწიფოელენე ახვლედიანიფშავიორალური სექსიპროტესტანტული რეფორმაციასოლომონ Iთინათინ ჭულუხაძესელჩუკთა სახელმწიფოგიორგი II (საქართველოს მეფე)დაუნის სინდრომიდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიმეიოზიქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაჰიმალაიანანურის ციხეგალაკტიონ ტაბიძეთავის ტვინიქართული დამწერლობააფრიკაოშკიჩონგურიმასონობახევისბერი გოჩათეთრი დათვიბიშკეკიწიგნი სიბრძნე სიცრუისანოე სულაბერიძეიუნესკოფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიალოგისტიკატერორიზმიძუძუმწოვრებიერთა ლიგაერითროციტებიშვედეთიმორალიბახტრიონის ბრძოლაჰაერის დაბინძურებაამეთვისტოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიელექტრობააშშ-ის ისტორიასაქართველოს სახელმწიფო დროშახმოვანიდიდი პანდააჭარის ავტონომიური რესპუბლიკამალტასაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024პაბლო პიკასო🡆 More