ჩერქეზეთი — ისტორიული მხარე, დღევანდელი ყაბარდოს, ყარაჩაი-ჩერქეზეთის ჩრდილოეთ ნაწილი, ადიღესა და სოჭის მიმდებარე ზღვისპირა ტერიტორიები.
კავკასიის ეს ნაწილი ქართულ წყაროებში ქაშაგეთადაც გვხვდება. ამ მიწაზე ძირითადად ჩერქეზული ტომები სახლობდნენ, რომელთა შორის აღსანიშნავია ადიღეელები, ყაბარდოელები, ჩერქეზები, უბიხები, აბაზგები. თუმცა დღეს ეს ერები ერთმანეთისგან გამიჯნულნი არიან, ხოლო უბიხები რუსეთ-კავკასიის ომის შედეგად საერთოდ გაქრნენ.
ლინგვისტური კლასიფიკაციით ჩერქეზეთის ტერიტორია წარმოდგენილია იბერიულ-კავკასიური ენათა ოჯახის აფხაზურ-ადიღური ჯგუფის ადიღური ენებით, რომელთა რიცხვში არ შედის უბიხური ენა, არამედ წარმოდგენილია ადიღური და აფხაზური ენების გვერდით ცალკე.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ჩერქეზეთი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.