ყარაჩოხელი

ყარაჩოხელი — შავჩოხიანი ხელოსანი ან წვრილი ვაჭარი ძველ თბილისში.

გამოირჩეოდა სიდარბაისლით, დარდიმანდობით. მათ ჰქონდათ თავისებური ჩაცმულობა — გულამოღებული აბრეშუმის პერანგი, შავი ატლასის ან სატინის წვრილნაოჭიანი ახალუხი, შავი შალის შარვალი, ქოშები ან წაღები, გრძელკალთებიანი, მოკლენაოჭიანი ორჩაქიანი შავი შალის ჩოხა, შემკული ვერცხლის გობაკიანი ქამრით, ბაღდადი და კრაველის ბუხარული ქუდი. ზოგჯერ ქამარს სოციალური დატვირთვაც ჰქონდა. მარტოხელა ყარაჩოხელის დაკრძალვის ხარჯებს მისი კუთვნილი ქამრის გაყიდვით ანაზღაურებდნენ. ყარაჩოხელი ჩვეულებრივ რომელიმე ხელოსნური ამქრის წევრი იყო და ხელოსნის პროფესიას ორთაჭალის ბაღებსა თუ მტკვარზე მოცურავე ტივებზე ქეიფს უხამებდა. ყარაჩოხელები განთქმულნი იყვნენ კრივში ფალავნობით. ძველი თბილისის ყოფას ყარაჩოხელები XX საუკუნის 30-იან წლებამდე შემორჩნენ.

სიტყვა ყარაჩოხელი ან ყარაჩოღელი — მათივე ჩაცმულობის თავისებურებიდანაა მიღებული და შავჩოხიანს ნიშნავს. იგი ძველი თბილისის სალაპარაკო ლექსიკაში მეცხრამეტე საუკუნიდან შემოდის ხმარებაში.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

XX საუკუნეაბრეშუმიახალუხიდაკრძალვავერცხლითბილისიკრივიმტკვარიორთაჭალაჩოხა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ერითროციტებისუნთქვაკატალიზატორიკვადრატული მეტრიოცდაათწლიანი ომითბილისის ბოტანიკური ბაღისაქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიასაქართველოს ისტორიაოტო ფონ ბისმარკიC ჰეპატიტისავანააგენტიანა კალანდაძევახტანგ I გორგასალინაპოლეონ ბონაპარტიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკაალბერტ აინშტაინისაქართველო IX-X საუკუნეებშიავსტრალია (კონტინენტი)ნიჰილიზმითურქეთიმაცივარიძახილის წინადადებადუნაინარიყალაფარსმან II ქველისპილოსებრნიზვიგენებიმართკუთხედიხევსურეთირელიგიარკინარომანტიზმისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში29 აპრილივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალილადო გუდიაშვილირომბიზებულონიფელაციაპლურალიზმიშარკა ბლუბიძინა ივანიშვილინარკოტიკიკონსერვატიზმიიუსტინიანე Iსოციალიზმიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემაქალწული (ასტროლოგია)გიორგი XIIანალური სექსიირანიჩინგიზ-ყაენიკონცეფციავენერაარაბობა საქართველოშიალცჰაიმერის დაავადებაგაზაფხულიაშშ-ის პრეზიდენტების სიაშავი ზღვაგიორგი I (საქართველოს მეფე)პლანეტაათენიმთახემარწყვაპანკრეასისაუდის არაბეთიარაბთა დაპყრობითი ომებირიონიქაქუცა ჩოლოყაშვილიქართული ენაჯემალ ქარჩხაძეთავისუფლების მოედანი (თბილისი)სასანიანთა იმპერიავიტამინებიGoogleგლობალური დათბობაეგვიპტის პირამიდები🡆 More