ფილიპელთა მიმართ ეპისტოლე

ფილიპელთა მიმართ ეპისტოლე – პავლე მოციქულის 14 ეპისტოლიდან ერთ–ერთი, რომელიც მან დაწერა რომის საპყრობილეში.

იგი ეხება თავის მეორე სამისიონერო მოგზაურობას მაკედონიაში, ქალაქ ფილიპიში. ეპისტოლე შედგება 4 თავისაგან.

ფილიპელთა მიმართ ეპისტოლე
წმინდა მოციქული პავლე

როდესაც პავლე მოციქული თავისი მეორე სამისიონერო მოგზაურობის დროს ჩავიდა მაკედონიაში, ქალაქ ფილიპეში, მას თან ახლდნენ მოწაფეები შილა და ლუკა (შემდეგში – მახარებელი). აქ მან პირველად აუწყა შეკრებილ ხალხს მოძღვრება ხსნის (გადარჩენის) შესახებ. აქედან დაიწყო სახარების გავრცელება ქალაქში მიუხედავად წარმართებისა და იუდეველების წინააღმდეგობისა. პავლე და შილა საპყრობილეში ჩასვეს, მაგრამ სასწაულებრივად განთავისუფლდნენ. ამის მნახველმა საპყრობილის ზედამხედველმა ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. წარმართთაგან ქრისტიანობაზე მოქცეულთა რიცხვი სწრაფად იზრდებოდა. ამ ეპისტოლით პავლე მოციქულს უნდოდა ფილიპელი ძმებისადმი მადლიერება გამოეხატა გამოგზავნილი წერილისა და მატერიალური დახმარებისათვის.

ამ ეპისტოლეში უფრო მეტად, ვიდრე სხვა წერილებში, ჩანს მოციქულების პირადი თბილი ურთიერთობა ამ ეკლესიასთან. პავლე მოციქული, მართალია, დასაგმობს ვერაფერს ხედავს ფილიპელთა ქრისტიანულ ცხოვრებაში, მაგრამ იგი აფრთხილებს, მოძღვრავს მის საყვარელ მრევლს – „მის სიხარულსა და გვირგვინს“ (ფილიპ. 4,1), მტკიცედ იდგნენ ერთსულოვნებით და იცხოვრონ ქრისტეს სახარების ღირსად. იღვაწონ სახარების რწმენისათვის. მოციქულის სიტყვებით, ქრისტესთვის დევნილის ხვედრი ბევრად უკეთესია, ვიდრე ხვედრი მდევნელისა: პირველს ელის ჯილდო ზეცაში (მთ. 5,11-12), ხოლო მდევნელი განწირულია დასაღუპავად. პავლე მოციქულის ეს ეპისტოლე არის მოწოდება ქრისტიანული სიხარულისა, რომ სივიწროვემ, გლოვამ და სიკვდილმაც კი ვერ უნდა შეაშინოს მორწმუნე.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ქ. ძოწენიძისა და კ. დანელიასი, პავლენი (პავლეს ეპისტოლეთა ქართული ვერსიები), თბილისი, 1974, გვ. 3-65.

რესურსები ინტერნეტში

Tags:

მაკედონიაპავლე მოციქულირომიფილიპი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბაკურიანინიკოლა ტესლასინგაპურიანტარქტიდაშავი ზღვაკონსერვატიზმიბესლეთის ხიდიხორვატიაალცჰაიმერის დაავადებაირლანდიააფხაზებინაცვალსახელიფშავიმთლიანი შიდა პროდუქტილანა ღოღობერიძენიურნბერგის პროცესიმორზეს ანბანიმცხეთათელავიწინადადებაყვარელიიტალიის სერია Aღრიანკალი (ასტროლოგია)ედუარდ შევარდნაძეიაპონიახელოვნური ინტელექტინაღვლის ბუშტისამკუთხედივეფხისტყაოსანიგრიგოლ ხანძთელივატიკანიჰემანგიომამსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითბერძნული მითოლოგიაზაქარია ფალიაშვილივენერადავითგარეჯამამაო ჩვენოზღარბისებრნიიასამანიაშშ-ის პრეზიდენტების სიაბაგრატ IV (საქართველოს მეფე)საქართველოჩინგიზ-ყაენიფრენბურთიარაბთა გაერთიანებული საამიროებირაგბირუსუდანიGoogle Translateშინაური ძაღლისიტყვაამერიკული პიტ ბულ ტერიერიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითინდოეთისაქართველოს სახელმწიფო გერბიალექსანდრ დიუმა (მამა)მტკვარიფერნანდო მაგელანირომის იმპერიაბუდიზმიგიორგი ანწუხელიძეგიორგი IV ლაშათერგდალეულებიქართლის სამეფოგოგირდიგლობალური დათბობამენსტრუაციაქაშვეთის ეკლესიაჩრდილოეთი კორეაირემიელენე ახვლედიანიხევსურეთიხელოვნებაასფიქსიაფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგია🡆 More