ტენილი ყველი

ტენილი ყველი — ტრადიციული მესხური ძალზე ცხიმიანი ყველი, რომელიც ურთულესი დამზადების ტექნოლოგიით გამოირჩევა.

ტენილი ყველი
ტენილი ყველი
ტენილი ყველი
ტიპი რძის პროდუქტი
წარმოშობის ადგილი საქართველო
ასოცირებული ეროვნული სამზარეულო ქართული სამზარეულო
ტემპერატურა სერვირების დროს ცივი

დამუშავების ტექნოლოგიისა და საყველე მასის მომწიფების მიხედვით ტენილი ჩედერიზებული ყველის ჯგუფს მიეკუთვნება. ვიზუალურად გრძელ და წვრილ ძაფს მოგაგონებთ, რითაც ჩეჩილი ყველის ანალოგია. საყველე მასას დასამწიფებლად ქოთანში ტენიან (საიდანაც მომდინარეობს სახელი), სადაც დამარილების გარეშე მწიფდება, შემდეგ კი ამ მასას ადნობენ. ტენილი მნიშვნელოვნად განსხვავდება ადგილობრივი წათხის ყველებისაგან, როგორც დამუშავების ტექნოლოგიური პროცესით, ისე გარეგნული სახით, გემოთი, სუნით, კონსისტენციითა და სხვა თვისებებით.

მესხური სამზარეულოს ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტის დამზადების ტექნოლოგიას 2013 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ყველი დღეს სამცხე-ჯავახეთის ცალკეულ ოჯახებსა და საწარმოებში მცირე რაოდენობით მზადდება და რძის პროდუქტების დელიკატესად ითვლება.

რესურსები ინტერნეტში

Tags:

მესხეთიყველი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ხინკალიკონსტანტინოპოლის დაცემაგამზრდელი (პოემა)ქაშვეთის ეკლესიაკოსმოსური ხომალდიდიდი ბარიერული რიფივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიაშშ-ის სამოქალაქო ომიკრიშტიანუ რონალდუზაქარია ფალიაშვილითბილისის კურორტების ჯგუფისაფრანგეთის რევოლუციათერგდალეულებიემპათიამწერებიტრეფიკინგიხავსებიკვარციმიხეილ ხერგიანისალომე ზურაბიშვილიალექსანდრე მაკედონელის ომებიფინეთის კულტურავინსენტ ვან გოგიიუნგფრაუიოხის უღელტეხილიჯინსების თაობალაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალითემურლენგირუსეთისოკოებინიუეაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითარგონავტებიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითფეხბურთის წესები1924 წლის აგვისტოს აჯანყებაპანსექსუალიკანადადალი (მითოლოგია)რომიქართული დამწერლობალომიკირჩხიბი (ასტროლოგია)არხანგელსკინიამორისამცხე-ჯავახეთის მხარელადო ასათიანიმუშთაიდის ბაღიკოლხეთის სამეფოსელჩუკთა სახელმწიფომონაკოსალმან ხანისინგაპურიგუმბათიმეჩეთიტყეიაპონიამარინა კახიანიპოპ-მუსიკამდინარემორფოლოგია (ენათმეცნიერება)უნგრეთითბილისის ისტორიამეთანიმარსიბიძინა ჩოლოყაშვილიმეორე მსოფლიო ომიტელეფონების ნომრები საქართველოშიგიორგი II (საქართველოს მეფე)გიორგი ანწუხელიძეთეთრი დათვიენერგიააქემენიანთა იმპერიადიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიტუბერკულოზისაქართველოს მთებიანბანიმიგრაციაჰამლეტ გონაშვილი🡆 More