სხალტბის სერი

სხალტბის სერი — დაბალი კუესტური სერი საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში.

წარმოადგენს კვერნაქის ქედის აღმოსავლეთ ნაწილს. გაწოლილია მდინარეებს ქსანსა და არაგვს შორის. სიგრძე 12 კმ, ფართობი 74 კმ², ხოლო ტოპოგრაფიული ზედაპირის ფართობი 195,8 კმ². მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 1095,1 მ (მთა გოგოთისერი). სხვა მთებიდან მნიშვნელოვანია სხალტბა (1091 მ). ჩრდილოეთი კალთა დამრეცია, სამხრეთი — ციცაბო, განსაკუთრებით ფლატეა მდინარე არაგვისაკენ ორიენტირებული კალთა და ძეგვსა და მცხეთას შორის მდებარე მონაკვეთი.

სხალტბის სერი
სხალტბის სერი
კოორდინატები: 41°51′54″ ჩ. გ. 44°39′00″ ა. გ. / 41.865222° ჩ. გ. 44.650000° ა. გ. / 41.865222; 44.650000
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მცხეთის მუნიციპალიტეტი
უმაღლესი წერტილი გოგოთისერი
სიმაღლე 1095,1 
ფართობი 74 კმ²
სიგრძე 12 კმ
სიგანე 2–4 კმ
ამგებელი ქანები კონგლომერატი, თიხა და ქვიშაქვა
სხალტბის სერი — საქართველო
სხალტბის სერი
სხალტბის სერი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
სხალტბის სერი

აგებულია მოლასური ტიპის ნეოგენური ქანებით, მ. შ. კონტინენტური კონგლომერატებით, თიხებითა და ქვიშაქვებით. ღვარცოფული წვიმებისგან ნიადაგის ხშირი გადარეცხვის გამო მისი ქვედა ნაწილი ბედლენდური რელიეფით ხასიათდება. მონოკლინურ-ტექტონიკურ-ეროზიული დაბალი სერია. ჩრდილო დამრეცი კალთა თანდათან გადადის მუხრან-საგურამოს ვაკეში, სამხრეთით ციცაბოდ ეშვება მტკვრის ხეობაში. დანაწევრებულია მშრალი ხევებითა და ხრამებით.

განვითარებულია ყავისფერი ნიადაგები, ხოლო სამხრეთ კალთებზეა თიხნარი და თიხნარქვიშიანი ბედლენდური ნიადაგები. გაბატონებულია წიწვოვანი ნათელი ტყე. სხალტბის სერის სამხრეთ კალთაზეა შიომღვიმე. არის მრავალი ხელოვნური გამოქვაბული. ფერდობებზეა სოფლები: სხალტბა და გოროვანი. სერის ჩრდილოეთ ფერდობზე გაშენებული იყო შიომღვიმის წყალსადენი.

სქოლიო

Tags:

არაგვიზღვის დონეკვერნაქებიკუესტამდინარემცხეთამცხეთის მუნიციპალიტეტისაქართველოქსანიძეგვი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ვეფხვიმარჯნის რიფიოტელო (ვერდის ოპერა)აბას I (ირანი)ანალური სექსიფოტოსინთეზიმშვილდოსანი (ასტროლოგია)ლეიკოციტებიბახტრიონის ბრძოლაილია ჭავჭავაძემთაწმინდათეიმურაზ Iრელიეფის ფორმებიშინაური კატარუსუდანისაჰარაცხენისწყალიგერმანიამტაცებელი ფრინველებიკონსტანტინე გამსახურდიაზურა ყიფშიძეიუნესკოაგენტისასანიანთა იმპერიაქართული ენაფოცხვერიკლიმატიბუნების დაცვარომის დაარსებატაო-კლარჯეთიუკრაინაპრელუდია (სექსი)ინდოეთიავსტრიაევოლუციაოქროს საწმისიბარსელონაპარალელოგრამისაქართველოს სამხედრო წოდებებითამარ მეფემიგრაციაგიორგი გახარიაგონიოს ციხეჩრდილოეთი ამერიკასანქტ-პეტერბურგისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაარჩვიპრაღაპროტესტანტული რეფორმაციაზვიად გამსახურდიაგიორგი სააკაძედაირანოდარ დუმბაძესომხეთიკატალიზატორიმიხეილ სააკაშვილისალომე ზურაბიშვილირუსეთ-საქართველოს ომი (1921)აზოტიგიორგი ანწუხელიძეკონცეფციამარო მაყაშვილილეიკოციტოზიპარიზიფსიქოლოგიაერითროციტებიფოლკლორიორნელა მუტისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისიყვარულიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითჰარი პოტერითანდებულიქართველებისპილოსებრნიჯაბა იოსელიანი🡆 More