რუხი ნიადაგი

რუხი ნიადაგი — ნიადაგის ტიპი, რომელიც გავრცელებულია სუბტროპიკულ ნახევრად უდაბნოს ზონაში.

ვითარდება ლიოსზე, ლიოსისებურ თიხნარებსა და ძველ ალუვიურ ნაფენებზე. რუხი ნიადაგის პროფილში გამოიყოფა: 20 სმ-მდე სისქის ღია რუხი ჰუმუსოვანი ჰორიზონტი, მორუხო-ჩალისფერი აკუმულაციურ-კარბონატული ჰორიზონტი და ნიადაგწარმომქმნელი ქანი, რომელიც ხშირად 90 სმ-ზე მეტ სიღრმეზე შეიცავს ადვილხსნად მარილებს.

რუხი ნიადაგებია წინა და შუა აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ავსტრალიაში. რუხ ნიადაგებს ახასიათებს: ტუტე რეაქცია, პროფილის სუსტი დიფერენციაცია, მცირე ჰუმუსიანობა (1,5–2,5%; ჰუმუსი მდიდარია აზოტით), 20–60 სმ სიღრმეზე ყველა პროფილში კალციუმის კარბონატების მაღალი შემცველობა, კარგი ჰიდროფიზიოლოგიური თვისებები, დიდი ბიოლოგიური აქტივობა; მორწყვის შემთხვევაში მაღალ მოსავალს იძლევა. გასარწყავებულ რუხ ნიადაგებზე მოჰყავთ ბამბა, მარცვლოვნები, შაქრის ჭარხალი, იყენებენ მებაღეობასა და მევენახეობაში. ცნობილია რუხი ნიადაგის ქვეტიპები: ღია, ჩვეულებრივი (ტიპობრივი) და მუქი. საჭიროებს ნიადაგის მეორადი დამარილებისა და დაჭაობებისაგან დაცვის ღონისძიებებს.

სქოლიო

Tags:

ალუვიური ნალექილიოსინიადაგი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

თბილისის მეტროპოლიტენიკონსტანტინე გამსახურდიაევროკავშირიჭადრაკიმსოფლიოს შვიდი საოცრებალეიკემიაცხელი ძაღლიეგრისის დიდი ომისაქართველოს ფრინველთა სიამსოფლიოს ვალუტებირელიგია საქართველოშიკონსტიტუციაკურო (ასტროლოგია)სავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვისაზერბაიჯანისაქართველოს სატელეფონო კოდებიქართული დამწერლობალიბერალიზმიფემინიზმიქაქუცა ჩოლოყაშვილიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაიეჰოვას მოწმეებიმოგზაურობა ევროპაშიზურა ყიფშიძემდინარენარიყალავენდეტარუსეთიევროპაბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)თელავიმეორე მსოფლიო ომიშიზოფრენიაალავერდიოცდაათწლიანი ომიქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველობუდუ ზივზივაძეგერმანიის გაერთიანება (1871)თვითმმართველობასაქართველო IX-X საუკუნეებშიდავით კლდიაშვილიჟანა დ’არკიბიბლიაუინსტონ ჩერჩილიგიორგი სააკაძეზუგდიდიძაღლისოკრატეძველი საბერძნეთისიმსივნესენსიტიურობავიქტორ ორბანიბირთვული იარაღიჰექტარიკირჩხიბი (ასტროლოგია)ჰოლოკოსტიდიაოხიმღრღნელებისაქართველოს სახელმწიფო გერბისამკუთხედირუსეთ-საქართველოს ომი (1921)ბერძენ-სპარსელთა ომებიმთვარებელარუსისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიზლატან იბრაჰიმოვიჩითედო ჯაფარიძებაყაყიარაბობა საქართველოშისაქართველოს დიდი სოფლებიჩარლი ჩაპლინიშაჰ აბასის ლაშქრობები საქართველოშივენის კონგრესიაგენტინიკო ლორთქიფანიძექრისტეფორე კოლუმბისაქართველოს სამხედრო წოდებებიბორჯომი (წყალი)მარო მაყაშვილი🡆 More