რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე

„რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ — რეჟისორ ლანა ღოღობერიძის 1978 წლის ქართული დრამატული მხატვრული ფილმი.

„რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“
რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე
ჟანრი დრამატული ფილმი
დამდგმელი რეჟისორი ლანა ღოღობერიძე
სცენარის ავტორი ზაირა არსენიშვილი, ერლომ ახვლედიანი,
ლანა ღოღობერიძე
როლებში სოფიკო ჭიაურელი
გია ბადრიძე
ჟანრი ლოლაშვილი
კომპოზიტორი გია ყანჩელი
ხმის ოპერატორი ვლადიმერ დოლიძე
ოპერატორი ნუგზარ ერქომაიშვილი
მონტაჟი სოფიო მაჩაიძე
მხატვარი ქრისტესია ლებანიძე
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1978
ხანგრძლივობა 95 წთ.
ქვეყანა სსრკ
ენა ქართული

სიუჟეტი

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილმი ეძღვნება ქალების ცხოვრებას — მათ როლს ოჯახსა და საზოგადოებაში, პროფესიისა და ოჯახის შეთავსების საკითხს. მთავარი პერსონაჟი — სოფიკო — ჟურნალისტია და გაზეთში მოქალაქეთა წერილების განყოფილებას განაგებს. მას არაერთი ადამიანი წერს და უამბობს თავისი ცხოვრების, პირადი, თუ საზოგადო პრობლემების შესახებ. თავის წერილებში სოფიკოს სააშკარაოზე გამოაქვს ეს საჭირბოროტო საკითხები და ამასთანავე, მოქალაქეებს პრობლემების გადაწყვეტაშიც ეხმარება. მას უყვარს თავისი პროფესია და თავს ბედნიერად გრძნობს, როცა მორიგ სირთულეს დააძლევინებს ადამიანებს და მათგან მადლობას და ნდობას დაიმსახურებს, მაგრამ, მუდმივად სხვის დახმარებაში გართული სოფიკო ერთხელ აღმოაჩენს, რომ საკუთარი ოჯახისა და უახლოესი ადამიანებისათვის ვეღარ იცლის და მათი პრობლემები და ცხოვრება შეუმჩნეველი რჩება. შედეგად, იგი მოულოდნელად დადგება რამდენიმე დრამატული ფაქტის წინაშე — სასოწარკვეთილებაში აგდებს მასზე შეყვარებულ თანამშრომელს, რომლის გრძნობებს ვერც ამჩნევდა, ეღუპება დედა, მოზარდ ვაჟს სკოლაში პრობლემები აქვს, ერთთავად სოფიკოს ლოდინით დაღლილ მეუღლეს კი, თურმე, სხვა ქალთან გაუბამს რომანი, რის შედეგადაც, ოჯახი ინგრევა. სოფიკო ძლიერ განიცდის ამ ყველაფერს, მაგრამ იძულებულია, დარდი გულში ჩაიკლას და შვება ისევ პროფესიაში ეძიოს.

როლებში

პრიზები

  • სან-რემოს საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრი, 1979
  • საკავშირო კინოფესტივალის პრემია საუკეთესო ფილმისთვის, 1979
  • საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია ფილმისთვის, 1980

რესურსები ინტერნეტში

Tags:

რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე სიუჟეტირამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე როლებშირამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე პრიზებირამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე რესურსები ინტერნეტშირამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე1978ლანა ღოღობერიძემხატვრული ფილმი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მარხვაკვადრატიგიორგი V ბრწყინვალერაჭასაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიძველი თბილისიწმინდა ნინოლეონარდო და ვინჩისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიჭადრაკინაცვალსახელიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემაჰექტარიივანე მაჩაბელიანანურის ციხეღირსების მედალითბილისის კურორტების ჯგუფიშვედეთირელიგიაზედსართავი სახელიიგიქართული ვაზის ჯიშებისვანური კოშკიჰერაკლევახტანგ I გორგასალიაბრეშუმის დიდი გზასოლომონ მეფეკოლოსეუმიმაიმუნებისაქართველოს სატელეფონო კოდებილევან კობიაშვილიუეფა-ს ჩემპიონთა ლიგადორტმუნდისიურრეალიზმიანტარქტიდაალმასიქართული ხალხური ცეკვებიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიდედამიწაგიორგი IV ლაშაეკოსისტემაესპანეთიკირჩხიბი (ასტროლოგია)პარიზიირაკლი კობახიძევერძი (ასტროლოგია)საქართველოს პრეზიდენტივარძიაკალანდაალექსანდრე ჩივაძეინდუსტრიული რევოლუციაალექსანდრე მაკედონელის ომებიკონსტანტინოპოლიფეხბურთიმერწყულიუეფა-ს თასების მფლობელთა თასისაქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრებისაქართველოს პრემიერ-მინისტრიალექსანდრე ყაზბეგივაჟა-ფშაველაფეხბურთის წესებიანა კალანდაძეაიდა (ოპერა)აზერბაიჯანიიგავ-არაკიმიტოზიაბანოთუბანისაქართველოს ფეხბურთის ფედერაციაოქროს საწმისიაღმოსავლეთი კავკასიონიგასტრიტიგერმანიის ქალაქების სიაფილების ტექტონიკასამცხე-ჯავახეთის მხარეზღვაოკეანე🡆 More