პაპუა-ახალი გვინეის ეროვნული მუზეუმი

პაპუა-ახალი გვინეის ეროვნული მუზეუმი და ხელოვნების გალერეა (ინგლ.

ის ქვეყნის ეროვნული მუზეუმია.

პაპუა-ახალი გვინეის ეროვნული მუზეუმი და ხელოვნების გალერეა
პაპუა-ახალი გვინეის ეროვნული მუზეუმი
მუზეუმის შენობა, 2015 წელი
09°25′32″ ს. გ. 147°11′24″ ა. გ. / 9.425611° ს. გ. 147.190111° ა. გ. / -9.425611; 147.190111
დაარსდა 1977
ქვეყანა პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა
მდებარეობა პორტ-მორზბი
კლასიფიკაცია მუზეუმი
დირექტორი ამდრიუ მოუტუ
ოფიციალური საიტი museumpng.gov.pg

ისტორია

1889 წელს, ბრიტანეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი პაპუა-ახალი გვინეის გუბერნატორმა, უილიამ მაკგრეგორმა დაიწყო სხვადასხვა ნივთების შეგროვება, რათა ბუნების ისტორიის კოლექცია შეექმნა. ის აგროვებდა ისეთ ნიმუშებსა და საგნებს, რომლებიც ამ ტერიტორიაზე მობინადრე ცხოველებსა და აქ არსებულ კულტურას უსმევდა ხაზს. პროგრამის საწყისი მიზანი ასევე იყო მუზეუმის დაარსება, მაგრამ მხარდამჭერების ნაკლებობის გამო უკვე შეგროვებული კოლექცია ავსტრალიის სხვადასხვა მუზეუმში გაიფანტა. საბოლოოდ, არტეფაქტები ქვეყანაში მუზეუმის ჩამოყალიბების შემდეგ დაბრუნდა.

1950-იანი წლების განმავლობაში მუზეუმი განვითარდა: 1953 წელს სიძველეების კანონის მიხედვით არტეფაქტების შეგროვების ახალი ეტაპი დაიწყო. მუზეუმის სამეურვეო საბჭო 1954 წელს ჩამოყალიბდა. საჯარო მუზეუმებისა და ხელოვნების გალერეების განკარგულება 1956 წელს გამოიცა, რომლის თანახმადაც პაპუა-ახალი გვინეის ეროვნული მუზეუმი და ხელოვნების გალერეა ოფიციალურად ჩამოყალიბდა.

მუზეუმის კოლექციები თავდაპირველად განთავსდა გამოუყენებელ სამთავრობო შენობებში, ხოლო 1960 წელს არტეფაქტები საავადმყოფოს ძველ შენობაში განათავსეს. ამ ყველაფრის მიუხედავად, პროგრესი რთული იყო, რადგან სპეციალიზირებული პერსონალი და აღჭურვილობა არ არსებობდა. 1973 წლიდან, მთავრობამ ავსტრალიის ფულადი დახმარების წყალობით, წამოიწყო კულტურული განვითარების პროგრამა, რომელმაც მუზეუმის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. ეს ყოველივე ავსტრალიური კოლონიალური ადმინისტრაციის გავლენას უსმევს ხაზს პაპუა-ახალ გვინეაზე

1960-იანი წლებში მუზეუმს ასევე დაევალა კულტურული არტეფაქტებით ვაჭრობის კონტროლი, რომელიც 1965 წლის პაპუა-ახალი გვინეის ეროვნული კულტურული საკუთრების აქტით იყო განპირობებული. მუზეუმის განვითარებას ხელი მნიშვნელოვნად შეუშალა არაადეკვატური რესურსების არ არსებობამაც.

არქიტექტურა

მუზეუმის მშენებლობა 1975 წელს დაიწყო. ეს ყოველივე ნაწილობრივ ავსტრალიის მთავრობის მიერ იყო დაფინანსებული. პაპუა-ახალი გვინეის ეროვნული მუზეუმის შენობა ოფიციალურად 1977 წლის 27 ივნისს გაიხსნა.

2017 წლის განახლება

2017 წელს, მუზეუმის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით ნაგებობის ნაწილი გადაკეთდა. განახლებაში მონაწილეობა მიიღო ავსტრალიურმა ფირმამ, „არქიტექტუსმა“ (ინგლ. Architectus). მუზეუმი ხელმორედ ოფიციალურად 12 ოქტომბერს. ადგილობრივი იდენტობის შენარჩუნების მიზნით, გახსნის შემდეგ შეიცვალა გალერეების სახელები. ახალი სახელებია: ტუმბუნა, სუსან კარიკე, ბერნარდ ნაროკობი, იან საემ მაჯნეოუ და ბე ჯიჯიმო. განახლების ერთ-ერთი მთავარი მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ხელმისაწვდომი გარემოს შექმნა იყო. სამუშაოები დაფინანსდა პაპუა ახალი გვინეისა და ავსტრალიის პარტნიორობის შედეგად. გალერეებში გამოყენებულია ახალი ტექნოლოგიები, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მეორე მსოფლიო ომის გალერეა.

კოლექციები და კვლევები

მუზეუმი და გალერეა მოიცავს ისეთ ობიექტებსა და ნამუშევრებს, რომლებიც პაპუა-ახალი გვინეის მდიდარ ადგილობრივ კულტურასა და საზოგადოებებს წარმოადგენს. მუზეუმის მმართველები ადგილს „ჰაუს ტუმბუნას“, ხალხის წინაპრების ადგილს უწოდებს.

კოლექციებს შორისაა ისეთი ნივთები, რომლებიც უკავშირდება: მუსიკას, სხეულის მოკაზმულობას, ცერემონიებს. მუზეუმში დაცულია დასარტყმელი საკრავები: „კუნდუ“ და „გარამუტი“. პაპუა-ახალი გვინეის ეროვნულ მუზეუმში ინახება 50 000-ზე მეტი ეთნოგრაფიული ობიექტი. მიხედავად კოლექციის სიდიდისა, ამ განყოფილებაში პაპუა-ახალი გვინეის ყველა რეგიონი და კულტურა მაინც არ არის წარმოდგენილი.

მუზეუმი 2019 წელს თანამშრომლობდა პაპუის ყურის შემსწავლელ მკვლევარებთან ამ ტერიტორიაზე ჭურჭლით ვაჭრობის მეტად შესასწავლად. შედეგად დაასკვნეს, რომ ავსტრალიასა და პაპუა-ახალ გვინეას შორის ვაჭრობა ორი ათასწლეულის განმავლობაში იყო. მუზეუმის თანამშრომლები ასევე ეწვივნენ და თანამშრომლობდნენ ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტთან სიმღერების ტრადიციებისა და ეკოლოგიის შესახებ ცოდნის გასაზიარებლად.

1974 წელს, [[პრემიერ-მინისტრი|პრემიერ-მინისტრმა, მაიკლ სომარემ დაწერა: „ჩვენ ვხედავთ ჩვენს ნიღბებს და ხელოვნებას, როგორც ცოცხალ სულებს შეკეთებული საცხოვრებლებით. ეს არასწორია, რომ ისინი განთავსებულნი არიან: ნიუ-იორკში, პარიზში, ბონში ან სხვაგან.“

ზღვისიქითა კოლექცია

კოლონიალიზმის მემკვიდრეობის გამო, პაპუა-ახალი გვინეის გარეთ მრავალ მუზეუმს გააჩნია ამ ქვეყნის მატერიალური კულტურის კოლექციები, მათ შორისაა: ჰუდის ხელოვნების მუზეუმი, მეცნიერების მუზეუმი, ბრიტანეთის მუზეუმი, პიტ რივერსის მუზეუმი, საბუნებისმეტყველო ისტორიის მუზეუმი, არქეოლოგიია და ანთროპოლოგიის მუზეუმი, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი, და სხვანი.

2006 წელს გაჩნდა ეჭვი დე იანგის მუზეუმის მელანეზიის კოლექციაში არსებული რამდენიმე ობიექტის საკუთრებასთან დაკავშირებით. ბრალდებაში ნათქვამი იყო, რომ ცხრა ობიექტი ეროვნული საკუთრება იყო და პაპუა-ახალ გვინეას უნდა დაბრუნებოდა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

პაპუა-ახალი გვინეის ეროვნული მუზეუმი ისტორიაპაპუა-ახალი გვინეის ეროვნული მუზეუმი არქიტექტურაპაპუა-ახალი გვინეის ეროვნული მუზეუმი კოლექციები და კვლევებიპაპუა-ახალი გვინეის ეროვნული მუზეუმი რესურსები ინტერნეტშიპაპუა-ახალი გვინეის ეროვნული მუზეუმი სქოლიოპაპუა-ახალი გვინეის ეროვნული მუზეუმიგალერეაინგლისური ენამუზეუმიპაპუა-ახალი გვინეაპორტ-მორზბი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბიძინა ივანიშვილიჩონგურიამაზონის დაბლობიკახა კალაძეოტო ფონ ბისმარკიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიბერლინის კედელითევზები (ასტროლოგია)ძველი თბილისითანდებულიელენე ახვლედიანიემპათიათავისუფლების მოედანი (თბილისი)ინფორმაციაჯემალ ქარჩხაძეგიორგი ყიფშიძეპითაგორას თეორემაძუძუმწოვრებიამეთვისტოქიმიური რეაქციავენის კონგრესინიკოლოზ ბარათაშვილიგერგეტის სამების ეკლესიაწმინდა სამების საკათედრო ტაძარიილია თოფურიაირემისისხლის მიმოქცევის სისტემამალტალიონელ მესითბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიპრიზმაცოტნე დადიანიეიფელის კოშკისასწორი (ასტროლოგია)ებრაელებიჩერნობილის კატასტროფასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაჯორჯ გერშვინიწრეწირიპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიკალათბურთისამკურნალო მცენარეებიჰიდრავლიკაშხარათავის ტვინითირკმელიგორითბილისის ბოტანიკური ბაღიხორვატიავახტანგ VIრუსუდანიჯაყოს ხიზნებისოლომონ Iშინაური კატაკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდადათვისაქართველო XV საუკუნეშისაქართველო VI საუკუნეშისამებაერთა ლიგაიაპონიაგამოფიტვაესპანეთიალჟირიიტალიამდინარეშვეიცარიაძახილის წინადადებაძაღლიფსორიაზისოციალიზმიმაგნიუმიგაზაფხულიაპენდიციტიშველი🡆 More