ნერსე Ii

ნერსე II — ქართლის ერისმთავარი VIII საუკუნის II ნახევარში (781-მდე) ადარნასე კურაპალატისა და ერისმთავრის ძე.

მასთან აღსაზრდელად მშობლებისაგან მიბარებული იყო გრიგოლ ხანძთელი.

ნერსე II
ქართლის ერისთავი
მმართ. დასაწყისი: 771
მმართ. დასასრული: 776
წინამორბედი: ჯუანშერ II
მემკვიდრე: სტეფანოზ IV
შვილები: სტეფანოზ IV
დინასტია: ბაგრატიონები

ცხოვრება და მოღვაწეობა

772 წელს ნერსე II ხალიფა მანსურმა ანტიარაბული საქმიანობისათვის ბაღდადში გაიწვია და საპყრობილეში ჩასვა. ხალიფა მაჰდიმ (775-785 წწ.) გამეფებისთანავე გაათავისუფლა ნერსე II და იმავე პატივით ქართლში გამოისტუმრა. 5 წლის შემდეგ ნერსე II კვლავ შეებრძოლა არაბებს, შემდეგ თავისი მხლებლებით ხაზარებთან გაიქცა (დარიალის გზით), რადგან მათი დახმარების იმედი ჰქონდა. ხაზართა ხაკანმა ნერსე II პატივისცემით მიიღო, მაგრამ სამხედრო დახმარებაზე, ჩანს, უარი უთხრა. ნერსე II დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთში) გადავიდა, სადაც წინასწარ ჰყავდა ცოლ-შვილი გახიზნული. აქ მან შეიტყო, რომ ხალიფას ქართლის ერისმთავრად მისი დისწული სტეფანოზ გურგენის ძე დაენიშნა. ნერსე II-მ ამირასაგან ქართლში დაბრუნების ნებართვა და უშიშროების გარანტია ითხოვა. ხაზარებისაგან მიტოვებული ნერსე II არაბებისათვის საშიში აღარ იყო და, როგორც კერძო პირი, ქართლში დაბრუნდა.

ნერსე II-ის ცხოვრების ამ პერიოდთან არის დაკავშირებული მისი არაბი მსახურის აბოს ტრაგიკული თავგადასავალი.

ლიტერატურა

წინამორბედი:
ჯუანშერ II
ქართლის ერისთავი
771 - 776
შემდეგი:
სტეფანოზ IV

Tags:

781ადარნასე (VIII ს.)გრიგოლ ხანძთელიერისმთავარი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

დუნაივერძი (ასტროლოგია)ათონის ივერთა მონასტერირთველიაბასთუმანი (დაბა)დაღესტანიბახტრიონი (პოემა)წინადადებამე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელიადიშის ოთხთავინანკა კალატოზიშვილიბარსელონარეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)ბრუნებანიჰილიზმიაჭარის ისტორიაენდომეტრიოზიბერძნული მითოლოგიამსოფლიოს შვიდი საოცრებადავით სარაჯიშვილიაფხაზეთის ომი (1992-1993)კონსტანტინოპოლიწყალისამასი არაგველიირაკლი ღარიბაშვილიმემარჯვენეობაწელიწადის დროებიობობებიეკატერინე IIირლანდიასიტყვადათვირეპრესიამსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიასაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2012ზმნასაქართველო IV საუკუნეშითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიოქროს საწმისიმაჰმადიგრიგოლ ხანძთელიყვავილიანექსიაილია IIთერგდალეულებიგიორგი IV ლაშაბერა ივანიშვილიევოლუციაგიორგი VIIIბიუროკრატიამაჰათმა განდიმარკ ტვენიპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიეოზონოფილებიქვეწარმავლებიატლანტის ოკეანექაქუცა ჩოლოყაშვილინოდარ დუმბაძეზამთარისაქართველოს დამოუკიდებლობის დღეგერმანიანათურამიწისძვრააღდგომაგიორგი ანწუხელიძეალეგორიაევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითსაბერძნეთისაქართველოს ეროვნული მუზეუმიმაიმუნებიტიტანიკიირაკლი აბაშიძელეიკოციტებიმთვარის დაბნელებამსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითეგრისის დიდი ომი🡆 More