მოლდოვის დემოკრატიული პარტია

მოლდოვის დემოკრატიული პარტია (რუმ.

პარტია იზიარებს პრო-ევროპულ ხედვებს. სოციალისტური ინტერნაციონალის სრული, ხოლო ევროპელი სოციალისტების პარტიის (PES) ასოცირებული წევრია. წესდების მიხედვით PDM აცხადებს, რომ მოლდოვა არის დამოუკიდებელი, სუვერენული, დემოკრატიული და კანონზე დაფუძნებული სახელმწიფო, რომელის მიზანია ერთიან დემოკრატიულ ევროპულ ოჯახში ინტეგრაცია. ყოფილი ლიდერის მარიან ლუპუს ხედვებით და ასევე მოლდოვის მართლმადიდებლური ეკლესიის გავლენით პარტია სოციალური საკითხების მიმართ კონსერვატულ მიდგომებს უჭერს მხარს.

მოლდოვის დემოკრატიული პარტია
Partidul Democrat din Moldova
ქვეყანა მოლდოვის დროშა მოლდოვა
ხელმძღვანელობა
ლიდერი მონიკა ბაბუჩი
თავმჯდომარე ალექსანდრუ ჟიზდანი
ისტორია
დაფუძნდა 8 თებერვალი, 1997
პოზიციები
იდეოლოგია სოციალ-დემოკრატია
საერთაშორისო კავშირები
ევროპული აკრედიტაცია ევროპელი სოციალისტების პარტია (ასოცირებული)
საერთაშორისო აკრედიტაცია სოციალისტური ინტერნაციონალი
პროგრესული ალიანსი
წარმომადგენლობითობა
პარლამენტი
0 / 101
მუნიციპალიტეტები
10 / 32
ფერები ლურჯი; წითელი
შტაბ-ბინა ტიღინა 32, კიშინიოვი
http://www.pdm.md/en

ისტორია

მოლდოვის დემოკრატიული პარტია 
პარტიის სათაო ოფისი

პარტია 1997 წლის 8 თებერვალს დაფუძნდა როგორც მოძრაობა დემოკრატიული და აყვავებული მოლდოვისთვის (MDPM). 1998 წლის 17 ოქტომბერს კონგრესზე აირჩიეს პარტიის ხელმძღვანელობა და მიიღეს სოციალური დემოკრატიის პრინციპებზე დაფუძნებული სტატუსი და პოლიტიკური პროგრამა. 1998 წლის მარტის საპარლამენტო არჩევნებში დემოკრატიული და აყვავებული მოლდოვას ბაზაზე შექმნილმა საარჩევნო ბლოკმა ხმების 18%-ზე მეტი და საპარლამენტო 24 ადგილი მოიპოვა, რაც მას საშუალებას აძლევდა დემოკრატიისა და რეფორმებისთვის ალიანსის ფარგლებში ქვეყნის მართვაში მიეღო მონაწილეობა. 1997-2009 წლებში პარტიის ლიდერი იყო დუმიტრუ დიაკოვი, რომლესაც პარლამენტის თავჯდომარის პოზიცია ეკავა 1997-2001 წლებში. 1999-ში პარტიის წევრი იონ სტურზა პრემიერ-მინისტრად დაინიშნა.

2000 წლის 15 აპრილს დემოკრატიული და აყვავებული მოლდოვის ყრილობაზე პარტიას სახელი შეიცვალა და გახდა მოლდოვის დემოკრატიული პარტია (პდმ). 2001 წლის მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მოლდოვის დემოკრატიულმა პარტიამ აიღო 79,757 ხმა (5.02%) რითიც ვერ დაძლია პარლამენტში მოხვედრის 6%-იანი ბარიერი. 2003 წლის 25 მაისის ლოკალურ არჩევნებში ქვეყნის ფარგლებში მოაგროვა ხმების 8.3%.

2003 წლის 22 ნოემბერს კონგრესზე პარტიამა ხალი მიზნები დასახა. ერთ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი რომელიც ამ კონგრესზე მიიღეს იყო ახალი პოლიტიკური პროგრამა. პარტიამ გამოხადა ინტერესი გამხდარიყო სოციალისტური ინტერნაციონალის წევრი და მიიღეს PDM-სა და პროფკავშირულ მოძრაობას შორის ურთიერთობის შესახებ რეზოლუცია. 2004 წლის 8 მარტს რეფორმატორი და დემოკრატიული ძალების გაძლიერებასთან დაკავშირებით ამომრჩეველთა მოლოდინების საპასუხოდ მოლდოვის დემოკრატიულმა პარტიამ, ალიანსმა "ჩვენი მოლდოვა" და სოციალ-ლიბერალურმა პარტიამ შექმნეს საარჩევნო ბლოკი დემოკრატიული მოლდოვა (DMB).

2005 წლის 6 მარტის მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში პდმ-მ მიიღო 8 ადგილი პარლამენტში. 2007 წლის ოქტომბერში სოციალური და ლიბერალური პარტიის დეპუტატები შეუერთდნენ PDM-ის საპარლამენტო ჯგუფს რითიც მათი ადგილები პარლამენტში 11-მდე გაიზარდა და სიდიდით მესამე პარტია გახდა.

2008 წლის 10 თებერვლის კონგრესზე პდმ-ის და სოციალური და ლიბერალური პარტიის გაერთიანების შემდეგ დუმიტრუ დიაკოვი ხელახლა აირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ, ხოლო სოციალური და ლიბერალური პარტიის ყოფილი ლიდერი ოლეგ სერებრიანი გახდა თავმჯდომარის მოადგილე. პარტიის ჰიმნი გახდა ბეთჰოვენის "ოდა სიხარულისთვის" რომელიც განასახიერებს პარტიის პროევროპულ ვექტორს. 2009 წლის 19 ივლისს პდმ-ის რიგგარეშე ყრილობაზე მარიან ლუპუ აირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ.

2009 წლის აპრილის მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში პდმ ხმების მხოლოდ 2.97% აიღო და პარლამენტს გარეთ დარჩა. განმეორებით 2009 წლის ივლისის მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებზე პდმ-მა პარლამეტში 13 ადგილი მიიღო და მალევე გახდა ევროპული ინტეგრაციისთვის ალიანსის (AEI) წევრი რომელიც მოლდოვის პარლამენტის უმრავლესობას ფლობდა. 2009 წლის 10 ნოემბერსა და 7 დეკემბერს გამართულ არჩევნებზე, PDM-ის კანდიდატი მარიან ლუპუ დელეგირებული იყო მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობაზე ალიანსის კანდიდატად, მაგრამ საკმარისი ხმები ვერ მოიპოვა.

2010 წლის მოლდოვის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პდმ-ა 15 ადგილი მიიღო და გახდა AEI-2-ის სამი წევრიდან ერთ-ერთი. 2013 წლის მაისში პმდ-მ 13 ადგილით, მოლდოვის ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ 31 ადგილით და რუმინეთის სახალხო პარტიამ 7 ადგილით შექმნეს ახალი სამთავრობო კოალიცია - პროევროპული კოალიცია.

2014 წლის მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში პდმ-ა 15.8% მიიღო და მოლდოვის პარლამენტში 19 ადგილით შექმნა პროევროპული მმართველი კოალიცია. ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიასთან ერთად (23 ადგილი) ჩამოაყალიბა უმცირესობის მმართველი კოალიცია - პოლიტიკური ალიანსი ევროპული მოლდოვისათვის. 2009 წლიდან პარტია სოციალური ინტერნაციონალი სრულუფლებიანი წევრია. 2015 წლიდან ევროპული სოციალისტური პარტიის ასოცირებული წევრი.

2016 წლის 14 თებერვალს პაველ ფილიპი პდმ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წამოაყენა, რომელამაც 57 ხმით გაიმარჯვა.

2019 წლის მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში პდმ მიიღო ხმების 23.6% და 30 ადგილი პარლამენტში. პარტია სანდუს კაბინეტს ოპოზიციაში ჩაუდგა და 2019 წლის ნოემბერში პარლამენტმა სანდუს უნდობლობა გამოუცხადა და გადააყენა. პდმ და მოლდოვას რესპუბლიკის სოციალისტების პარტიამ იონ კიკუს ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა ჩამოაყალიბეს, რამაც პარტიაში განხეთქილება გამოიწვია. 15 დეპუტატმა პარტია დატოვა და შექმნეს ახალი პარტია - პრო-მოლდოვა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

1997დემოკრატიამარიან ლუპუმოლდოვაპოლიტიკური პარტიარუმინული ენასოციალ-დემოკრატიასოციალური კონსერვატიზმისუვერენი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ფეოლა (ფილმი)ქისტებივანო მერაბიშვილიქრისტეს ვნებანისაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურებიმერაბ სეფაშვილიქართული დამწერლობატიტანიკიბათუმის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიააჭარათენგიზ აბულაძეანტიქრისტესაბერძნეთირამაზ გიორგობიანიბარსელონაიმერეთიტიტუშკებიუკრაინის პრეზიდენტიმანანა (ფილმი)სახელმწიფო რელიგიაბირთვული იარაღიჩრდილოეთი ამერიკასაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიალეილა ყიფიანიქართველებისაიდუმლო სერობა (ლეონარდო და ვინჩი)ხინკალისაქართველოს სოფლებიბაგრატის ტაძარისპირიდონ ტრიმიფუნტელირომის იმპერიაცხოველებიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემადავით კეზერაშვილიოთარ კობერიძებაჩო ახალაიაბუნიობაემი უაინჰაუსიმაცხოვრის საფლავიქვეყნების სიააკერმანის კონვენციალაზარეს თავგადასავალიევროპის ჰიმნიილია ჭავჭავაძესომხური სამოციქულო ეკლესიააშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიათურქეთიეგზისტენციალიზმინიკიტა ხრუშჩოვინიკა გვარამიასსრკ-ის დაშლა1924 წლის აგვისტოს აჯანყებაშიდსისომხეთის ისტორიაკანონიერი ქურდიფიოდორ დოსტოევსკიჯვაროსნული ლაშქრობებიუცხოური აგენტების კანონიზურა ყიფშიძესტუმარ-მასპინძელიმაჰათმა განდიპანსექსუალიეპითეტიბუდაპეშტიყურანიჩინგიზ-ყაენიენგურიტელეფონების ნომრები საქართველოშიმაჰმადიუინსტონ ჩერჩილითბილისიჩრდილოეთი ოსეთიდედის დღელაშა ტალახაძესხვისი შვილებიირლანდიავეგანობა🡆 More