მარინა რებეკა

მარინა რებეკა (დ.

10 სექტემბერი, 1980) — ლატვიელი სოპრანო, აქტიურია როგორც საოპერო ასევე საკონცერტო სცენაზე. ის ასოცირდება ჯუზეპე ვერდის ოპერა ტრავიატას ვიოლეტასთან, მარინა ძირითადად ასრულებს XIX საუკუნის იტალიურ და ფრანგულ რეპერტუარს. ძირითადად მუშაობს ჯოაკინო როსინის ნაწარმოებებზე. მისი ერთ ერთი მნიშვნელოვანი როლია ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ოპერა დონ ჯოვანიში შესრულებული დონა ანა.

მარინა რებეკა
დაბადების თარიღი 10 სექტემბერი, 1980
რიგა, ლატვია
საქმიანობა საოპერო მომღერალი
აქტიური 2007-დღემდე
ჯილდოები სამი ვარსკვლავის ორდენი
საიტი marinarebeka.com

განათლება ლატვიასა და იტალიაში მიიღო. პროფესიული დებიუტი 2007 წელს ქონდა. მისი საერთაშორისო აღიარება მოხდა 2009 წელს ზალცბურგის ფესტივალზე როსინის პერა მოსე ეგვიპტეში შესრულებული როლის შემდეგ. ის ასრულებს ძირითად როლებს ისეთი წამყვან საოპერო კლომპანიების დადგმებში როგორიცაა: ლატვიის ეროვნული ოპერა, ვენის სახელმწიფო ოპერა, მეტროპოლიტენის ოპერის თეატრი.

რებეკა ჩანაწერებს 2018 წლიდან აკეთებს საკუთარი ლეიბლით - "Prima Classic". მანამდე მას Warner Classics და BR-Klassik წერდნენ.

ადრეული წლები

რებეკა რიგაში დაიბადა, მამამისი იყო ბელარუსი ხოლო დედა ციმბირში დაბადებული ლატვიელი. მისი ნამდვილი გვარი რებეკო, საბჭოთა კავშირის დროს რებეკათი შეიცვალა. გვარი პირველად პაპამისისმა მიიღო, მარნას დიდ ბაბუა დედის მხრიდან. იურის ჯანკოვიჩი (1924–2019), ციმბირში 1941 წლის 14 ივნისს გადაასახლეს და მხოლოდ ოცი წლის შემდეგ შეძლო დაბრუნება. მან საკონცეტრაციო ბანაკის გამოცდილება ორ წიგნში აღწერა: Skorpiona slazdā ('მორიელის ხაფანგი', 2009) და Spīta krustceles (გზაჯვარედინის მიუხედავად, 2012). ორვე წიგნი ლატვიის ოკუპაციის მუზეუმის ეგიდით დაიბეჭდა.

ის ჩრდილოური ენების გერმანულ სკოლაში სწავლობდა. როდესაც ცამეტი წლის ასაკში მშობლებთან ერთად დეილეს თეატრში ვინჩენცო ბელინის ოპერას ნორმა დაესწრო. მიღებული შთაბეჭდილებები იმდენად დიდ იყო, რომ გადაწყვიტა მომღერალი გამხდარიყო. რადგან მანამდე მუსკალური განათლება არ ქონდა საწყისი მუსიკალური განათლების მიღება საღამოს სკოლა Rīdze-ში დაიწყო. ჩვიდმეტი წლის ასაკში ლატვიის მუსიკალური აკადემიაში მიღებაზე უარის შემდეგ იაზეპ მედინშის რიგის უმაღლეს სასკოლო სკოლაში ნატალია კოზლოვას ხელმძღვანელობით გააგრძელა სწავლა (Jāzepa Mediņa Rīgas mūzikas vidusskola). შემდგომში მიემგზავრება იტალიაში და სწავლობს არიგო ბოიტოს აკადემიაში, პარმაში. პირველი სასცენო გამოცდილება სევილიელი დალაქის საბავშვო დადგმაში ქონდა. 2006 წელს დაასრულა Accademia Internazionale delle Arti რომში, xolo 2007-ში სანტა-ჩეჩილიას კონსერვატორია. ის ასევე ესწრებოდა გრეის ბმბრის მასტერკლასს მოცარტეუმის ზაფხულის აკადემიაში.

კარიერა

მარინას პროფესიული დებიუტი 2007 წელს ერფურტის თეატრში ტრავიატას დადგმაში, როლით რომელსაც მოგვიანებით ის ლატვიის ეროვნულ ოპერაში, ვენის სახალხო ოპერაში და ფინეთის ეროვნული ოპერისა და ბალეტის თეტრში შეასრულებს. 2007-ში ის ასევე პრაქტიკებს გადიოდა ალბერტო ზედას აკადემია როსინაში, სადაც ფოლვილისა და მადამ კორტეზეს განასახიერებდა რეიმსზე მოგზაურობაში და როსინის ოპერის ფესტივალში. იქ ის ორჯერ კიდევ დაბრუნდა: 2008-ში მაომეტო II-ში და 2010-ში როსინის სტაბატ მატერში მონაწილეობისთვის. ამ პერიოდში ის ასევე ჩართული იყო შემდეგ დადგმებში: ტესეო (ბერლინის კომიშე ოპერა), ომის რეკვიემი (ლივერპულის სამეფო ფილარმონია), ევგენი ონეგინი (ლირიკო-დი-კალიარის თეატრი),ref name=merker /> იოჰანეს ბრამსის გერმანული რექვიემი (ლატვიის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი). 2009-ში რიგაში იმღერა სასიყვარულო ელექსირში და ქონდა დებიუტი ლა სკალაში.

მისი საერთაშორიზო აღიარება 2009-ში ზალცბურგის ფესტივალის შემდეგ მოხდა. 2010 წლის 30 აპრილს შოტლანდიის სამეფო ეროვნულ ორკესტრთან ერთად აშერ ჰოლში შეასრულა ომის რექვიემი. 2011-ში ჩრდილოეთ-გერმანიის რადიოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულა Stabat Mater. მეტროპოლიტენის ოპერის თეატრში მისი დებიუტი მაიკლ გრანდაჟის დონ ჯოვანის ახალ დადგმაში შედგა რის შემდეგაც MasterVoices-სთან ერთად კარნეგი-ჰოლში Moïse et Pharaon შეასრულა.

2013 წელს უილიამ ტელის ორ საპრემიერო სპექტაკლში იმღერა: პიერ აუდისთან ნიდერლანდის ეროვნულ ოპერაში და გრეჰემ ვიკისთან როსინის ოპერის ფესტივალზე, რასაც ვერონა არენაზე მისი პირველი ჯულიეტა მოყვა. 2015-ში მარინამ იმღერა ლიუ ტურანდოტის საკონცერტო დადგმაზე რიგაში და როსინის Stabat Mater რეინგაუს მუსიკის ფესტივალზე. მოგვიანებით ის ნიდერლანდის რადიოს ფილარმონიულ ორკესტრს ტივოლივრედენბურგის და კონცერტგებაუს კონცერტებში შეუერთდა.

2017 წელს მისი დებიუტი მარია სტიუარტში შედგა, თავიდან ლატვიაში ჩატარებულ სამ კონცერტში ხოლო შემდეგ რომში. შემდეგ ის პლასიდო დომინგოს დედოფალი სოფიას ხელოვნების სასახლეში La traviata-ს დადგმაში მიიღო მონაწილეობა. 2017/18 წლების სეზონში პირველად დასახელდა მიუნხენის რადიოს სიმფონიური ორკესტრის რეზიდენტ შემსრულებლად, მათთან კოლაბორაციით სამი კონცერტი ჩატარდა: ლუიზა მილერის საკონცერტო ვერსია, საახალწლო გალა და "Vive l'opera".

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

მარინა რებეკა ადრეული წლებიმარინა რებეკა კარიერამარინა რებეკა რესურსები ინტერნეტშიმარინა რებეკა სქოლიომარინა რებეკა10 სექტემბერი1980XIX საუკუნედონ ჯოვანივოლფგანგ ამადეუს მოცარტიიტალიალატვიელებიოპერასაფრანგეთისოპრანოჯოაკინო როსინიჯუზეპე ვერდი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

პროტესტანტიზმიგამზრდელი (პოემა)აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაკავკასიონიწიგნი სიბრძნე სიცრუისაილია თოფურიაწმინდა სამების საკათედრო ტაძარიდედა ენალიხტენშტაინისაქართველო XII-XIII საუკუნეებშიქუთაისინაპოლეონ ბონაპარტილუქსემბურგიაბსცისასვეტიცხოველიბაზალეთის ტბამოლოტოვ-რიბენტროპის პაქტირუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიფუტურიზმიწითელი წიგნითვითმმართველობასომხების გენოციდიჩინეთის დიდი კედელიარაგვიპარიზილიტრიევერესტიმონა ლიზადედამიწის ისტორიასაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაბაგრატის ტაძარიმტკვარიფსიქოლოგიადეციმეტრიმცხეთის ჯვრის მონასტერისტეფანე მღებრიშვილიიესო ქრისტეიუსტინიანე Iდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიაუტიზმიასომთავრულიიაპონიასაქართველოს მმართველთა სიააზოტიალჟირიზენონი (იარაჯული)პარაზიტიზმივიქტორ ორბანინეპოტიზმიექსპრესიონიზმიორალური სექსიდელფინებიძველი საბერძნეთიდავით IIIატმოსფერული წნევასაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024გრიგოლ რობაქიძეეგვიპტეჩერნობილის კატასტროფარომის რესპუბლიკაალექსანდრე I დიდიზაქარია ფალიაშვილისაქართველოს ტერიტორიული მოწყობაქეთევან დედოფალიცენტნერიმაჰათმა განდიEuropebetჯიქივერძი (ასტროლოგია)ქრისტესისხლათევზები (ასტროლოგია)არგონავტებიმართლმადიდებლობაიოსებ სტალინიყვავილოვანი მცენარეებიადამიანითორნიკე ერისთავიქართველებისტიგმა🡆 More