მანათობელი ცხოველები

მანათობელი ცხოველები — ცხოველები, რომელთაც ნათების უნარი აქვთ.

ხმელეთის მანათობელი ცხოველები უმთავრესად ფეხსახსრიანები არიან: ხოჭოებიციცინათელები და ტროპიკულ ამერიკაში გავრცელებული კუკუხო, ზოგიერთი ბოლოფეხიანი, მრავალფეხიანები. ანათებს აგრეთვე ჭიაყელების ზოგიერთი სახეობა. მანათობელი ცხოველები განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია ზღვის ბინადართა შორია. ერთუჯრედიანთაგან ანათებს მრავალი შოლტოსანი (ნოქტილუკა), რაც ხშირად ნათებას იწვევს, ზოგიერთი რადიოლარია. ნაწლავღრუიანებიდან — მრავალი მედუზა, სიფონოფორები და სხვა, ჭიებიდან — სხვადასხვა მრავალჯაგრიანი ჭია; პელაგური კიბოსნაირებიდან — ნიჟარიანები, ნიჩაბფეხიანები, მიზისები და ა. შ.; მოლუსკებიდან — ფრთიანები, ზოგიერთი სეპია და სხვა; კანეკლიანებიდან გველკუდები, ზოგიერთი ზღვის ვარსკვლავა, ჰოლოთურიები და ზღვის შროშნები. ანათებს გარსიანების მრავალი წარმომადგენელი — სალპები, აპენდიკულარიები, პიროსომები. მანათობელი ორგანოები აქვს სიზრწეში მცხოვრებ მრავალ თევზს. ანათებს მრავალი ნაწლავღრუიანის და ზოგიერთი მოლუსკის მიერ გამოყოფილი ლორჭო. წყალმარჩხის თევზებისა და თავფეხიანი მოლუსკების ნათების მანათობელი ბაქტერიები — სიმბიონიტები იწვევენ, ხოლო წყლის სიზრქეში მცხოვრებ ორგანიზმთა ნათება თვით ამ ცხოველთაგან მომდინარეობს. ნათება საპირისპირო სქესის ინდივიდებს ეხმარება ერთმანეთის პოვნასა და გამოცნობაში. ამავე დროს იგი თავდაცვისა და მსხვეპლის მიზიდვის საშუალებაა.

მიკროორგანიზმებს შორის ნათების უნარი აქვს აგრეთვე მრავალ სოკოს და ზოგიერთ ბაქტერიებს.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ავალიანი რ., ქსე, ტ. 6, გვ. 402, თბ., 1983

Tags:

აპენდიკულარიებიგველკუდებიზღვის შროშნებითევზებიკანეკლიანებიმედუზებიმიზისებინაწლავღრუიანებინიჟარიანებინიჩაბფეხიანებიპიროსომებისალპებისიფონოფორებიფეხსახსრიანებიციცინათელებიცხოველებიხოჭოებიჰოლოთურიები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ლიონელ მესიენგურიბელგიადავითგარეჯაევროკავშირისინონიმებიმონღოლთა ბატონობა საქართველოშიკვეცა (ფონეტიკური)მცხეთასამებასფინქსიგიორგი ქინქლაძეწმინდა გიორგიჭიანჭველასებრნისაჰარაეზოპევენერასამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეოკეანეაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიატიციან ტაბიძესაქართველოს სახელმწიფო დროშამარო მაყაშვილიგაერთიანებული სამეფოცოტნე დადიანიმასონობაისააკ ნიუტონიბიპოლარული აშლილობაქუთაისიაფრიკის ქვეყნების სიააჭარაბეთ არენაჯუზეპე ვერდითბილისის მეტროპოლიტენირომბიხავსებიმოსახლეობის სიმჭიდროვეკურო (ასტროლოგია)დედამიწასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიკონგორომანტიზმიალუდა ქეთელაურიცისფერყანწელებითევდორე კველთელიერლინგ ჰოლანიიუდაიზმიდუბაიდალი (მითოლოგია)ნოდარ დუმბაძეგიორგი II (საქართველოს მეფე)კონვექციაინგლისური ენაქართული გვარივლადიმერ პუტინიქართული ვაზის ჯიშებილადო ასათიანიხვიჩა კვარაცხელიაერეკლე IIსვეტიცხოველიგუმბათითევზები (ასტროლოგია)ფილების ტექტონიკააჭარასასწორი (ასტროლოგია)ბორჯომის ხეობის ხანძარი (2017)ევოლუციააპრილის სოკოთეიმურაზ Iლუდვიგ ვან ბეთჰოვენიიბერიაკაპიტალიზმიგაუდაბნოებაკანე კორსოქარიValve Corporationმუსიკაამერიკის შეერთებული შტატებიტურიზმი🡆 More