კეპლერ-20

კეპლერ-20 — დედამიწიდან 950 სინათლის წლის მოშორებით მდებარე ვარსკვლავი ქნარის თანავარსკვლავედში, რომლის გარშემოც აღმოჩენილია 5 პლანეტა.

ამ ვარსკვლავის ვარსკვლავიერი სიდიდე 12,51-ია, ამიტომ მისი შეუიარაღებელი თვალით დანახვა შეუძლებელია. მისი დანახვისათვის საჭიროა მინიმუმ 15 სანტიმეტრიანი ტელესკოპი. ის მზეზე ოდნავ მცირეა — მზის რადიუსის 94% და მზის მასის 91%. ფოტოსფეროს ეფექტური ტემპერატურა 5,466 K ოდნავ მცირეა მზისაზე, რის გამოც ის ყვითელია და G8 ტიპის ვარსკვლავადაა კლასიფიცირებული. წყალბადისა და ჰელიუმის ელემენტების გარდა სხვათა სიუხვე (რასაც ასტრონომიაში მეტალურობა ეწოდება) დაახლოებით მზის მსგავსია. ის შესაძლოა მზეზე ხნიერი იყოს.

კეპლერ-20
დაკვირვების მონაცემები
ეპოქა: J2000
თანავარსკვლავედი: ქნარი
პირდაპირი ასვლა: 19სთ 10წთ 47,524წმ
დახრილობა: +42გრად 20მინ 19,30სეკ +42° 20′ 19.30″
მანძილი: 950 სინათლის წელიწადი
მასა: 0,912 ± 0,035 M
რადიუსი: 0,944 R
სპექტრული ტიპი: G8
ტემპერატურა: 5466 ± 93 K
ვარსკვლავიერი სიდიდე: 12,5

პლანეტური სისტემა

კეპლერ-20 
კეპლერ-20e და კეპლერ-20f შედარებულია ვენერასთან და დედამიწასთან

2011 წლის 20 დეკემბერს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მკვლევართა გუნდმა განაცხადა აღმოჩენა 5 პლანეტიანი სისტემისა, რომელიც შეიცავს 3 პატარა გაზურ გიგანტს და პირველ 2 დედამიწის ზომის ეგზოპლანეტასკეპლერ-20e (აღმოჩენილი პირველი ეგზოპლანეტა, რომელიც დედამიწაზე პატარაა და მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს) და კეპლერ-20f, რომელიც მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პლანეტები დედამიწის ზომისაა, ისინი დედამიწის მსგავსი არაა, რადგან დედავარსკვლავთან ძალიან ახლოს ბრუნავს, ვიდრე დედამიწა და, აქედან გამომდინარე, სასიცოცხლო ზონაში არ იმყოფება. მათი ზედაპირის ტემპერატურა დაახლოებით 760 °C და 427 °C-ია, შესაბამისად. სისტემაში არსებული ნეპტუნის ზომის სხვა პლანეტებიც: კეპლერ-20b, კეპლერ-20c და კეპლერ-20d დედავარსკვლავთან ძალიან ახლოს ბრუნავს.

კომპანიონი
(ვარსკვლავიდან დაშორებით)
მასა
(დედამიწის მასა)
დიდი ნახევარღერძი
(აე)
ორბიტალური პერიოდი
(დღეები)
ექსცენტრისიტეტი დახრილობა რადიუსი
b 8,7 M 0,04537 3,6961219 <0,32 1,91 R
e 0,39-1,67 M 0,0630 6,098493 <0,28 0,868 R
c 16,1 M 0,0930 10,854092 <0,40 3,07R
f 0,66–3,04 M 0,1370 19,57706 <0,32 1,034 R
d <20,1 M 0,3453 77,61184 <0,60 2,75 R

იხილეთ აგრეთვე

კეპლერ-16 b

რესურსები ინტერნეტში

  • Multimedia:

სქოლიო

Tags:

კეპლერ-20 პლანეტური სისტემაკეპლერ-20 იხილეთ აგრეთვეკეპლერ-20 რესურსები ინტერნეტშიკეპლერ-20 სქოლიოკეპლერ-20ასტრონომიადედამიწავარსკვლავივარსკვლავიერი სიდიდეკელვინიმზემზის მასამზის რადიუსიპლანეტასინათლის წელიწადიტელესკოპიფოტოსფეროქნარის თანავარსკვლავედიწყალბადიჰელიუმი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბირთვული იარაღიქართლის გაქრისტიანებაალბანეთისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიეპილეფსიადეციმეტრიშუა საუკუნეებიიაკობ გოგებაშვილიფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიადიმიტრი ყიფიანიპროტესტანტიზმიმეორე მსოფლიო ომიმონღოლთა იმპერიაჰონგ-კონგიიგილამპრობაჭიანჭველასებრნინივთიერებანიჰილიზმიქალწული (ასტროლოგია)მსოფლიოს უდიდესი ქალაქებიოქსიდიქართული ჭიდაობააზერბაიჯანული ენაელინიზმიკანადაევოლუციასაქართველოს მდინარეების სიანიუეჭადრაკიქართლის ცხოვრებაგიორგი I (საქართველოს მეფე)კლასიციზმისვანური კოშკიქეთევან დედოფალიბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემაზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2024ბორუსია დორტმუნდი (საფეხბურთო კლუბი)მარხვაბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონისოფლის მეურნეობაათენისიკვდილით დასჯაბერიკაობაექსპრესიონიზმიგრიგოლ ხანძთელიჰაერის დაბინძურებავლადიმერ გუცაევიინგლისის რევოლუციაინდოეთიმთაისრაელიჰარი პოტერიკალათბურთიგიორგი III (საქართველოს მეფე)ერეკლე IIნონა გაფრინდაშვილიხორვატიაგიორგი ცაბაძესკორპიონსივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალივაჟა-ფშაველაშვეიცარიათეიმურაზ Iრუი ჰაჩიმურამცხეთის ჯვრის მონასტერიველოსიპედიჯვაროსნული ლაშქრობებითბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიმონაკომილიმეტრისოციოლოგიათბილისის ზღვა🡆 More