ისმაილ I-ის ლასქრობანი საქართველოში, ირანის შაჰის მიზანი იყო ამიერკავკასიაში ფეხის მოკიდება და ოსმალეთის წინააღმდეგ თავისი პოზიციის განმტკიცება.
ისმაილ I-მა სხვადასხვა საბაბით რამდენიმეჯერ ილაშქრა საქართველოში.
შაჰად გახდომამდე, 1500 შემოდგომაზე ბასიანიდან საქართველოში გაგზავნა ხოლეფაბეგი. ყიზილბაშებმა სამცხე-საათაბაგო დაარბიეს და დიდი ნადავლი იგდეს ხელთ. 1516 სამცხის მთავარს ყვარყვარე III ჯაყელს აუჯანყდა ბიძა მანუჩარ I და ძმისწულს ტახტი წაართვა. ყვარყვარემ დახმარებისათვის ისმაილ I-ს მიმართა. ყიზილბაშები დივ-სულთნის მეთაურობით სამცხეს შეესივნენ, მანუჩარი ოსმალეთში გაიქცა. დივ-სულთანმა თმოგვის ციხე აიღო და ყვარყვარე III-ს თავისი უფლებები აღუდგინა.
1518 მანუჩარი ოსმალთა ჯარით სამცხეს შეესია, მაგრამ დამარცხდა. დივ-სულთანი ისევ შეიჭრა საქართველოში, ოდიში დაარბია და უკან გაბრუნდა. რადგან მანუჩარი ბრძოლას განაგრძობდა, ყვარყვარე III-მ კვლავ ისმაილ I-ს სთხოვა დახმარება და დივ-სულთნის სარდლობით გამოგზავნილ ლაშქარს წამოუძღვა საქართველოში. ყიზილბაშებმა გორი და სურამი აიღეს. 1521 კახეთის მეფე ლევანმა შაქი დაარბია. ამის საპასუხოდ ისმაილ I-მა საქართველოში კვლავ დივ-სულთანი გაგზავნა, რომელმაც გრემი და ზაგემი დაარბია. ლევანი ყიზილბაშებს დამორჩილდა და ვასალობა აღიარა. ამ ლაშქრობათა მიუხედავად, ისმაილ I-მა ვერ შეძლო საქართველოს დაპყრობა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ისმაილ I-ის ლაშქრობანი საქართველოში, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.