ინდო-სკვითების სამეფო

ინდო-სკვითების სამეფო — ელინიზმის პერიოდში საკების (სკვითების) მესაქონლე ტომების აღმოსავლეთ განშტოების მიერ ბაქტრიის, სოგდიანის, არაქოზიის, განდჰარას, ქაშმირის, პენჯაბის, რაჯასტანის და გუჯარათის ტერიტორიებზე შექმნილი, საზღვრების თვალსაზრისით, ამორფული სახელმწიფო.

ინდო-სკვითების სამეფო
ინდო–სკვითების სამეფოს რუკა

ძვ.წ. II სამხრეთისკენ მოძრაობისას საკები დასახლდნენ თანამედროვე ავღანეთის ტერიტორიაზე ე.წ. საკასტანში. დაახლოებით ძვ.წ. 80 წ. ინდო–სკვითების მეფე მაი დაიძრა აღმოსავლეთისაკენ და დაეუფლა განდჰარას და ტაქსილას ზუსტად 20 წლის შემდეგ ინდო–სკვითებმა აიღეს მაშინდელი ინდოეთის უმსხვილესი ქალაქი – მატჰურუ. აღმოსავლეთით მათი თარეში აღწევდა პატალიპუტრამდე. დაახლოებით ძვ.წ. 10 წ. ინდო–სკვითების ზეწოლით დაეცა ინდო–ბერძნული სამეფო.

ოთხი ასეული წლის მანძილზე ემეზობლებოდნენ ინდო–სკვითები ინდო–ბერძნულ და ინდო–პართიულ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებს. მათ დაგვიტოვეს საკუთარი საიუველირო ხელოვნება სკვითებისათვის დამახასიათებელი ცხოველთა სტილით.

ინდო-სკვითების სამეფო
სკვითის გამოსახულება ბამიანიდან

I ს. ისინი იძულებული იყვნენ გადაადგილებულიყვნენ ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ დაძრული ქუშანების — იუეჩჟეის ტომების განშტოების ზეწოლით. ადრე ინდო–სკვითების მიერ დაპყრობილ მიწებზე მათ შექმნეს უძლიერესი ქუშანების სამეფო.

ინდოეთში სკვითების არსებობის უკანასკნელ ეტაპს წარმოადგენს დასავლეთ ქშატრაპების დინასტია, რომელიც მართავდა დასავლეთ დეკანს 110 — 395 წ.წ. მათ დედაქალაქს წარმოადგენდა ინდუსტა წმ. ქალაქი უჯაინი. IV ს დასასრულს ქშატრაპების დინასტიას თავისი დამპყრობლური ლაშქრობებით ბოლო მოუღო გუპტას დინასტიის წარმომადგენელმა ჩანდრაგუპტა II–მ.

რესურსები ინტერნეტში

Tags:

არაქოზიაბაქტრიაგანდჰარაგუჯარათიელინიზმიპენჯაბირაჯასტანისაკებისკვითებისოგდიანაჯამუ და ქაშმირი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ტიციან ტაბიძეკავკასიონიბულგარეთითუშეთიგამარჯვების დღექართული ენატელეფონების ნომრები საქართველოშიიოსებ სტალინიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიანტიკური ხანაპელოპონესის ომიმონა ლიზასაქართველოს სამეფობერძნული მითოლოგიამიხეილ სააკაშვილიპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიწყნარი ოკეანემარტყოფის ღვთაების მონასტერიშუა ქალაქშიიალტის კონფერენციამსოფლიოს ვალუტებიდავით IV აღმაშენებელიჰიპერბოლა (ენა)ფობიების სიახელისუფლების დანაწილებაკონცეფციაევროპული საბჭოქანი (გეოლოგია)იბერიაგეორგიევსკის ტრაქტატიივანე მაჩაბელიმთვარეეროზიათბილისის ისტორიასაქალწულე აპკივაშლოვანის ეროვნული პარკინარკომანიაკონსტიტუციაიაპონიატოლგვერდა სამკუთხედისეფსისიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაქვეყნების სიამასტურბაციაეროვნული პარკიბაგრატის ტაძარიიმანუელ კანტიმშვილდოსანი (ასტროლოგია)დაუნის სინდრომიატომიდისკრიმინაციაასი ათასი მოწამესაქართველოს ტერიტორიული მოწყობა25 აპრილიდიდი პანდამცხეთათამარ მეფეფსიქოლოგიავარსქენ პიტიახშიევროკომისიაქუთაისობაკოსმოპოლიტიზმიქართლ-კახეთის სამეფოცისფერყანწელებილურჯი ვეშაპივარდების რევოლუციაგიორგი სააკაძემსოფლიოს შვიდი საოცრებაკრიშტიანუ რონალდუმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიაშალვა პაპუაშვილიგაერთიანებული ერების ორგანიზაციაჟანგბადიფარსმან II ქველისაქართველოს კონსტიტუციათევდორე კველთელისვეტიცხოველივიკიპედიათრომბოციტები🡆 More