1868-1935 ვიქტორია ბრიტანელი

პრინცესა ვიქტორია ბრიტანელი (ინგლ.

6 ივლისი, 1868, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი — გ. 3 დეკემბერი, 1935, ბუკინგემშირი, დიდი ბრიტანეთი) — ჯერ საქსენ-კობურგ-გოთელების, 1917 წლიდან კი უინძორების დინასტიის წარმომადგენელი. დიდი ბრიტანეთის მეფე ედუარდ VII-ისა და დედოფალ ალექსანდრა დანიელის უფროსი ქალიშვილი, მეფე ჯორჯ V-ისა და ნორვეგიის დედოფალ მაუდ უელსელის და. დედოფალ ვიქტორიასა და პრინცი ალბერტის შვილიშვილი.

ვიქტორია ბრიტანელი
1868-1935 ვიქტორია ბრიტანელი
სრული სახელი
ვიქტორია ალექსანდრა ოლგა მერი
წოდებები
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრინცესა
დაიბადა 6 ივლისი, 1868
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
გარდაიცვალა 3 დეკემბერი, 1935, (67 წლის)
ბუკინგემშირი, დიდი ბრიტანეთი
საგვარეულო საქსენ-კობუგ-გოთელები (1917 წლამდე)
უინძორები (1917 წლის შემდეგ)
მამა ედუარდ VII, დიდი ბრიტანეთის მეფე
დედა ალექსანდრა დანიელი
რელიგია ანგლიკანიზმი

ადრეული ცხოვრება

1868-1935 ვიქტორია ბრიტანელი 
ედუარდ VII-ის ქალიშვილები, მარცხნიდან მარჯვნივ: მაუდი, ვიქტორია და ლუიზა

პრინცესა ვიქტორია დაიბადა 1868 წლის 6 ივლისს მალბოროს სახლში, ლონდონში. იგი იყო უელსის პრინც ედუარდისა და მისი მეუღლის, პრინცესა ალექსანდრა დანიელის მეოთხე შვილი და მეორე ქალიშვილი. მამის მხრიდან იგი დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიასა და პრინც ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელის შვილიშვილი იყო, ხოლო დედის მხრიდან — დანიის მეფე კრისტიან IX-ისა და დედოფალ ლუიზა ფონ ჰესენ-კასელისა.

იგი 1868 წლის 6 აგვისტოს მალბოროს სახლშივე მონათლეს. მისი ნათლიები იყვნენ: დედოფალი ვიქტორია (ბებიამისი), რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე II (წარმოადგენდა ელჩი ბრუნოვი), რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე III (დეიდამისის ქმარი), კონაქტის ჰერცოგი პრინცი არტური (ბიძამისი), ჰესენის დიდი ჰერცოგი ლუდვიგ IV (მამიდამისის ქმარი), ჰესენ-კასელის ლანდგრაფი ფრიდრიხი, საბერძნეთის დედოფალი ოლღა კონსტანტინოვნა (ბიცოლამისი), დანიის დედა-დედოფალი ლუიზა ფონ ჰესენ-კასელი (ბებიამისი), მეკლენბურგ-შტრელიცის ქვრივი დიდი ჰერცოგინია მარია ფონ ჰესენ კასელი, ტეკის პრინცესა მერი ადელაიდა კემბრიჯელი (ბებიამისის ბიძაშვილი) და ანჰალტის მთავრის მეუღლე მარია ლუიზა შარლოტა ფონ ჰესენ-კასელი.

პრინცესა ვიქტორიამ განათლება სახლში, კერძო რეპეტიტორებისაგან მიიღო. იგი განსაკუთრებით ახლოს იყო თავის უფროს ძმასთან, მომავალ მეფე ჯორჯ V-თან.

1885 წელს იგი თავის დებთან იყო მამიდამისის, პრინცესა ბეატრისის მეჯვარე, როცა იგი ცოლად პრინც ჰაინრიხ ბატენბერგელს მიჰყვებოდა. 1893 წელს იგი იყო თავისი ძმის, ჯორჯის საცოლის, მარია ტეკელის მეჯვარეც.

პირადი ცხოვრება

1868-1935 ვიქტორია ბრიტანელი 
პრინცესა ვიქტორია 1900-იანი წლების დასაწყისში

როგორც დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფის შუათანა ქალიშვილს, პრინცესა ვიქტორიას მრავალი ხელისმთხოვნელი ჰყავდა, რომელთაგან ყველაზე ცნობილია პორტუგალიის მეფე კარლუშ I, რომელიც შემდეგში ფრანგ პრინცესა ამელია ორლეანელზე დაქორწინდა. საბოლოოდ ვიქტორია დაუქორწინებელი და უშვილო დარჩა. მიიჩნევა, რომ მის გათხოვებას დედამისი, დედოფალი ალექსანდა ეწინააღმდეგებოდა. სხვადასხვა პერიოდში იგი განიხილებოდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ისა და ასევე დიდ მთავარ ალექსანდრე მიხაილოვიჩის საცოლედაც, თუმცა ეს მოლაპარაკებებიც ჩაიშალა. საბოლოოდ იგი მშობლებთან დარჩა და დაქვრივებულ დედაზე ზრუნავდა. იგი დედოფალ ალექსანდრასთან მის გარდაცვალებამდე, ანუ 1925 წლამდე ცხოვრობდა, რის შემდეგაც დედისაგან მემკვიდრეობით მრავალი სასახლე მიიღო. ცნობილია ისიც, რომ პრინცესა ვიქტორიას დიდად აინტერესებდა სოფლის მეურნეობა და ზოგადად, მიწათმოქმედება, რის გამოც აივერის სასახლეში თავად უვლიდა ბაღებს და სამებაღეო საზოგადოების პრეზიდენტიც იყო.

დარჩენილი ცხოვრება

დედის გარდაცვალების შემდეგ ვიქტორიამ დატოვა სენდრინგჰემის სასახლე და ბუკინგემშირში დასახლდა. ცნობილია, რომ უკანასკნელ წლებში მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემა ჰქონდა. ვიქტორიას ჰქონდა ნევრალაგია, შაკიკი, სისხლის შეუდედებლობა, დეპრესია, ხშირად აწუხებდა სიცივე და ასევე ხშირად ავადდებოდა გრიპით. საბოლოოდ იგი 1935 წლის 3 დეკემბერს, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა ბუკინგემშირში. იგი იმავე წლის 7 დეკემბერს უინძორის სასახლის წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში დაკრძალეს. ცნობილია, რომ მისმა სიკვდილმა იმდენად ძლიერი და უარყოფითი გავლენა იქონია ჯორჯ V-ზე, რომ მეფე სულ ერთ თვეში გარდაიცვალა დარდისაგან.

წინაპრები

ლიტერატურა

  • "Princess Victoria, His Majesty's Sister, A Quiet Home Life," The Times, 4 December 1935, p. 18, column A.
  • Ronald Allison and Sarah Ridell, The Royal Encyclopedia (London: Macmillan, 1992).

Tags:

1868-1935 ვიქტორია ბრიტანელი ადრეული ცხოვრება1868-1935 ვიქტორია ბრიტანელი პირადი ცხოვრება1868-1935 ვიქტორია ბრიტანელი დარჩენილი ცხოვრება1868-1935 ვიქტორია ბრიტანელი წინაპრები1868-1935 ვიქტორია ბრიტანელი ლიტერატურა1868-1935 ვიქტორია ბრიტანელი186819353 დეკემბერი6 ივლისიალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელიალექსანდრა დანიელიდიდი ბრიტანეთიედუარდ VIIვიქტორია (გაერთიანებული სამეფო)ინგლისური ენალონდონიმაუდ უელსელისაქსენ-კობურგის და გოთას დინასტიაუინძორის დინასტიაჯორჯ V (დიდი ბრიტანეთი)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გიორგი VIIIზღვის კუებიდედა ენარეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)ვირუსებისაქართველოს მდინარეების სიასასმელი წყალიფარავანიკაპადოკიახმელეთის კუებინევრასთენიამთლიანი შიდა პროდუქტიОдноклассники.ruმინერალებიეოზონოფილებიმანასკერტის ბრძოლალიბანიავსტრალია (კონტინენტი)Pჰიპოთეზაბარდა სკლიაროსივენერაერთა ლიგაათენიაქონდროპლაზიალევან სამხარაულიმთვარედედამიწარუსთავიგანმანათლებლობამერწყულიბორჯღალაიგლუსაქართველო IX-X საუკუნეებშისაქართველოს თავდაცვის ძალებიაჭარამცხეთის ჯვრის მონასტერიფარნავაზ Iმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითსაქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებიჰიპერბოლა (ენა)ყაზახეთიდუბაის საამიროაფხაზეთის კულტურადინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)მეტაფორამე, ბებია, ილიკო და ილარიონი (ფილმი)წყალიცოფისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამინერალების სიაასწლიანი ომისისხლის მიმოქცევის სისტემადიდი პანდაგალაკტიონ ტაბიძევოლფგანგ ამადეუს მოცარტითბილისის ზღვაჰარი პოტერიკვიპროსილადო ასათიანიპაბლო პიკასოკირჩხიბი (ასტროლოგია)თელავიადოლფ ჰიტლერიგერმანიის ქალაქების სიაკვადრატული კილომეტრიავოკადოთემურლენგირომანტიზმილიონელ მესიფესვები (ფილმი)გეორგიევსკის ტრაქტატიმურა დათვიმარტვილიალავერდიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემასაქართველოს სამხედრო წოდებები🡆 More