ვარლაამი და იოასაფი

„ვარლაამი და იოასაფი“, „ვარლამი და იოსაფატი“ („Barlaam kai Joasaph“) — შუა საუკუნეების ბიზანტიური რომანი, ბერძნულ ენაზე მოღწეული ჰაგიოგრაფიული თხზულება.

ვარლაამი და იოასაფი არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: იოდასაფი.

მისი სიუჟეტი ბუდა ლეგენდის სანსკრიტულ რედაქციას უკავშირდება. გადმოსცემს ინდოეთის მეფის ვაჟის იოასაფის გაქრისტიანების, ტახტზე ხელის აღებისა და თავის მოძღვართან, ვარლამთან, უდაბნოში წასვლის ამბავს. თხზულებაში ჩართულია აღმოსავლური წარმოშობის და სახარებიდან გადმოღებული იგავები, ქრისტიანული პოლემიკური დოგმატიკური ლიტერატურიდან ნასესხები ადგილები. მსუბუქი თხრობითი სტილი ოსტატურადაა შეზავებული „წმიდა მამათა“ თეოლოგიასთან. XI საუკუნეში შესრულებული ლათინური თარგმანის მეშვეობით რომანი ფართოდ გავრცელდა ევროპაში. XII საუკუნიდან მოყოლებული (სარაინდო რომანი „პარციფალი“), თვალსაჩინოა მისი გავლენა ევროპული ლიტერატურის ბევრ თხზულებასა და მწერალზე (უ. შექსპირისა და ლ. ტოლსტოის ჩათვლით).

ვარლაამი და იოასაფი
იოსაფის ქრისტიანული ილუსტრაცია, XII საუკუნის ხელნაწერი.

თხზულების სიუჟეტის სანსკრიტიდან ბერძნულ ენაზე მიგრაციისა და „ვარლაამი და იოასაფის“ ავტორობის საკითხი თანამედროვე ბიზანტინისტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. აღიარებულია, რომ სანსკრიტიდან ბერძნულამდე არსებობდა სულ ცოტა ორი შუალედური რედაქცია — ფალაური და არაბული. არის აგრეთვე თვალსაზრისი, რომ არაბულსა და ბერძნულს შორის დგას ქართული ვერსია („სიბრძნე ბალავარისი“). ბერძნული და ლათინური ხელნაწერთა ტრადიციის კვალად, ბიზანტინისტიკაში ჯერ კიდევ პოპულარულია აზრი, რომ რომანის ავტორია იოანე დამასკელი. XI საუკუნის ბერძნული, ლათინური და ქართული ცნობები კი ავტორად ექვთიმე იბერს (ექვთიმე მთაწმიდელს) ასახელებს. ამ თვალსაზრისის მეცნიერების არგუმენტაცია 1931 წელს წარმოადგინა პ. პეეტერსმა. დღეისათვის იგი დასტურდება შემდეგი ფაქტორებით:

  • ექვთიმე მთაწმიდლამდე ბერძნულ ენაზე არ არსებობდა რომანის არც ხელნაწერები, არც დამოწმება სვინაქსარებში, არც რაიმე რემინისცენცია, გადაკრული მნიშვნელობაც კი;
  • თხზულების გამოჩენის ადგილი არის ათონის მთა, სადაც მოღვაწეობდა ექვთიმე მთაწმიდელი;
  • მსგავსი მეტაფრასული სტილის ჰაგიოგრაფიული თხზულება შეუძლებელია ჩამოყალიბებულიყო მეტაფრასტიკის წარმოშობამდე - ექვთიმე მთაწმინდელის მოღვაწეობის დრომდე.
  • ბერძნული, არაბული და ქართული რედაქციათა საერთო ნაწილში ბერძნული ტექსტი შორდება არაბულს და უახლოვდება ქართულს.

ლიტერატურა

  • ყაუხჩიშვილი ს., ბერძნული ლიტერატურის ისტორია, ტ. 3, თბ., 1973;

Tags:

ბერძნული ენაინდოეთილევ ტოლსტოისახარებაუილიამ შექსპირი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ნაღვლის ბუშტიალუდა ქეთელაურიქართული ენალუვრიარწივიეგრისის დიდი ომიროსტომი (ქართლის მეფე)თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრითავისუფლების ქანდაკება27 მარტიისრაელიშალკე 04 (საფეხბურთო კლუბი)საერთაშორისო ურთიერთობებიბორის პაიჭაძელუქსემბურგიმსოფლიოს შვიდი საოცრებამეორე მსოფლიო ომიგორივიკისაწყობიდავით IIIრუსეთ-საქართველოს ურთიერთობებინარიყალაჰაერის დაბინძურებაიუპიტერიტყესპილოსებრნისაქართველო XIII საუკუნეშიანტიკური ხანაინდოეთიფესვები (ფილმი)ერითროციტებიგერმანიის გაერთიანება (1871)მტკნარი წყალიპროტესტანტიზმიდავით IV აღმაშენებელიანბანითევზები (ასტროლოგია)ვახტანგ გორგასლის ორდენიქვევრი (ფილმი)მიხეილ ხერგიანიაფხაზებიFacebookნაკრძალიქვეწარმავლებიბორუსია დორტმუნდი (საფეხბურთო კლუბი)მსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიანიკოლა ტესლაიგლუსაქართველოს ეროვნული მუზეუმიკუნილინგუსიედუარდ შევარდნაძეერთა ლიგამიქელანჯელო ბუონაროტისანქტ-პეტერბურგითამაშგარეპურისპორტი საქართველოშისასანიანთა იმპერიაალექსანდრე მაკედონელის ომებიადამიანიაღმოსავლეთი საქართველოტუბერკულოზიფარსმან II ქველიდედამიწის ისტორიატროპიკული სარტყლებისაქართველო VI საუკუნეშილუარსაბ IIსაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიპი (რიცხვი)ლევან კობიაშვილიპირველი მსოფლიო ომიშარკა ბლუჩუტყვავილათეატრიწიგნი🡆 More