ელისაბედ ორბელიანი

ელისაბედ ორბელიანი (დ.

1871, თბილისი — გ. 1942, იქვე) — ქართველი პოეტი, მთარგმნელი. ცნობილია ლიტერატურული ფსევდონიმით „საზინდარი“. ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის (მამის მხრიდან) და ჭავჭავაძის (დედის მხრიდან) შთამომავალი.

ელისაბედ ორბელიანი
ელისაბედ ორბელიანი

ბიოგრაფია

განათლება პარიზში მიიღო. ერთხანს ცხოვრობდა იტალიასა და შვეიცარიაში. ლექსებს ფრანგულად წერდა. 1919-1920 წლებში რედაქტორობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფრანგულ და ინგლისურენოვან გაზეთებს: „თავისუფალ საქართველოს“, „საქართველოს რესპუბლიკას“ (ორივე ფრანგულ ენაზე) და „საქართველოს მოამბეს“ (ინგლისურ ენაზე). ფრანგულად თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“ და ქართველ კლასიკოსთა პოეზია, კერძოდ, ა. ჭავჭავაძის, გ. ორბელიანის, ნ. ბარათაშვილის, ი. ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველასა და სხვათა შემოქმედება. 1918 ქართული უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ მიიწვია უნივერსიტეტში უცხო ენათა ლექტორად, კითხულობდა ფრანგული (1918) და ინგლისური (1921) ენების კურსს.

ლიტერატურა

  • ლილუაშვილი მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 308.

Tags:

18711942ერეკლე IIთბილისიმთარგმნელიპოეტიქართველი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველოს მევენახეობა და მეღვინეობაალექსანდრე მაკედონელის ომებინივთიერებასაიდუმლო სერობა (ლეონარდო და ვინჩი)რკინამიხეილ ხერგიანიაბას I (ირანი)შვედეთისაქართველოს სოფლებიდავით IIIმაგნოლიააღმოსავლეთი საქართველოძველით ახალი წელიბაგრატიონებიუფლისციხესაქართველოს სატელეფონო კოდებიმესამე ჯვაროსნული ლაშქრობატრეფიკინგიერეკლე IIპითაგორაქართული ღვინომერწყულიცხოველებიინგლისისაქართველო VI საუკუნეშილარიილონ მასკიგველებიHatful of Hollowმარსისინონიმებიქეთო და კოტე (ოპერა)ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემასტამბოლიბიზანტიის იმპერიაკოლოსეუმიმეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობაქართული ვაზის ჯიშებიბაიკალიქართველი ოლიმპიური რეკორდსმენებიმართლმადიდებლობააჭარაევოლუციაკურდღელიხელოვნებაინდოეთიგუმბათიშინაური კატაქეთევან დედოფალირკინის კაცილადო ასათიანიმუსიკალაშა ბექაურისაქართველო XIII საუკუნეშიჰაერირუსეთ-საქართველოს ომი (1921)ფოცხვერისიმკვრივეტურიზმიბერიკაობამურვან ყრუს შემოსევა საქართველოშიკალიებირელიეფიაზერბაიჯანიკურო (ასტროლოგია)ეკოლოგიადენის ძალაობობებიდუნაიბიძინა ჩოლოყაშვილიValve Corporationრუსეთიმყინვარწვერიბაში-აჩუკი (ფილმი)ტაო-კლარჯეთიმეტყველების ნაწილებისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიალბერტ აინშტაინირითმა🡆 More