განახლების ამაღლების ეკლესია

განახლების ამაღლების ეკლესია — ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი მდებარეობს დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ განახლებაში, გომარეთის პლატოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ისტორიული ზურტაკეტის ხეობაში.

დმანისიდან დაშორებულია 27 კილომეტრით, ზღვის დონიდან 1340 მეტრზე მდებარეობს.

ისტორია

სოფელს განახლება ეწოდა 1949 წელს, მანამდე მას ერქუშაანთსოფელი ერქვა. XIX საუკუნეში აქ დასახლდნენ თურქეთიდან მოსული ბერძნები, რომლებმაც სოფელს ამბარლო დაარქვეს. გომარეთის პლატოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ზღვის დონიდან 1340 მეტრზე,

სოფელში შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები. მათ შორის VII-VIII საუკუნის ამაღლების ეკლესია და წმინდა ელიას ეკლესია - "ელიაობა".

ამაღლების ეკლესიის აღმოსავლეთ და დასავლეთ სარკმლებს ამკობს დეკორატიული მორთულობა, რომლებიც აადგილობრივი ოსტატების მიერაა შესრულებული. ეკლესიას მთელ სიგრძეზემ სამხრეთიდან მიდგმული აქვს გვიანდელი მინაშენი, რომლის კედლის წყობაში გამოყენებულია საფლავის ქვები და ძველი კანკელის ფრაგმენტები. შენობა ნაგებია ქვის თარაზული წყობით.

მეორე ტაძარი წმინდა ელიას სახელობის, ეკლესიის სამხეთ კარის ბალავრის თავზე ამოკვეთილი ასაომთავრული წარწერის მიხედვით, რომელიც გვაწვდის საკმაოდ მნიშვნელოვან ისტორიულ ცნობას, ეკლესია აშენებულია 1032 წელს.

განახლების ამაღლების ეკლესია 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

ლიტერატურა

  • განახლების ეკლესიები. //ჟღერს ქვის ჰარმონია; ნაკვეთი პირველი, ა-დ, საკითხავნი ყმაწვილთათვის, "ციცინათელა", თბილისი 2006 წ., გვ. 230-231

სქოლიო

Tags:

დმანისის მუნიციპალიტეტიეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გიორგი III (საქართველოს მეფე)მოსკოვიმარტივი რიცხვიელინიზმიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 1960მონღოლეთისაქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრებირამადანიმარკ ტვენიიოსებ კეჭაყმაძეწყარო (გეოგრაფია)გერმანიის გაერთიანება (1871)ქუნთრუშათბოგამტარობაქართული ვაზის ჯიშებისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიპორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიგერმანიის ქალაქების სიაალეგორიატირანიაბიპოლარული აშლილობავერძი (ასტროლოგია)ბიძინა ივანიშვილიჰაერინარკოტიკიამფიბიებიტროპიკული ტყეებისახელმწიფობალეტიზაფხულიატომიირემიზლატან იბრაჰიმოვიჩირუსეთ-საქართველოს ომი (2008)მთის არწივივიკიპედიადედამიწის სტრუქტურამცენარეებივარდიუეფა-ს ევროპა ლიგაალმასიათენიალექსანდრე იაშვილიადმირალი (პეპელა)საქართველო VI საუკუნეშიუფლისციხეარჩვიდავით გურამიშვილიპროტესტანტული რეფორმაციაეპილეფსიალუი XIVწყალირიცხვითი სახელიSARS-CoV-2ალექსანდრე ყაზბეგიმილიმეტრიპლანეტააფხაზეთის ომი (1992-1993)ლევანტე (საფეხბურთო კლუბი)პელესაქართველოს სოფლებიფესვები (ფილმი)კლიმენტი წიტაიშვილი27 მარტიპითაგორაკაცია-ადამიანი?!ანჩისხატიფოცხვერიშოთა რუსთაველიმთავარი გვერდიიმპრესიონიზმიკარტოფილიდაუნის სინდრომილიონელ მესირუსეთის იმპერიახევისბერი გოჩაიუნესკოქრომოსომარიონი🡆 More