Oxygène 3

Oxygène 3 — ფრანგი ელექტრონული მუსიკოს და კომპოზიტორ ჟან-მიშელ ჟარის მეცხრამეტე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 2016 წლის 2 დეკემბერს.

ჟარმა მისი გამოცემის შესახებ Instagram-ის მეშვეობით განაცხადა. Oxygène 3 გამოიცა Oxygène-ის გამოსვლიდან 40 წლისთავზე.

Oxygène 3
Oxygène 3
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 2 დეკემბერი 2016
ჩაიწერა 2016
ჟანრი ელექტრონული მუსიკა
ხანგრძლივობა 39:54
ლეიბლი Columbia, Sony Music
პროდიუსერი ჟან-მიშელ ჟარი
ჟან-მიშელ ჟარი — ქრონოლოგია
Electronica 2: The Heart of Noise
(2016)
Oxygène 3
(2016)
Radiophonie vol. 9
(2017)
სინგლები ალბომიდან Oxygène 3
  1. „Oxygène 17“
    გამოცემის თარიღი: 4 ნოემბერი 2016
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic3.5/5 starsOxygène 3Oxygène 3Oxygène 3Oxygène 3

შექმნა

Electronica-ს სერიის ალბომების ჩაწერისას ჟარმა დაწერა კომპოზიცია, რომელმაც დააფიქრა, თუ „როგორი ჟღერადობა ექნებოდა Oxygène-ს იმ შემთხვევაში, თუ იგი დღეს ჩაიწერებოდა“. ვინაიდან ახლოვდებოდა ალბომის 40 წლიანი იუბილე, მუსიკოსმა გადაწყვიტა, შეექმნა Oxygène-ის კიდევ ერთი ნაწილი, ორიგინალური მინიმალისტური მიდგომით, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიით. ტურნეს Electronica ფარგლებში სრულდებოდა ახალი კომპოზიცია Oxygène 17, რომელიც სინგლზე 4 ნოემბერს გამოვიდა. ალბომის გარეკანის შესაქმნელად ჟარმა კვლავ მიიწვია პირველი ალბომის გარეკანის ავტორი მიშელ გრანჟე. ამჯერად მან გამოიყენა იგივე ობიექტი, რაც ორიგინალურ ყდაზეა, თუმცა შეაბრუნა როგორც თავის ქალა, ასევე დედამიწის გამოსახულება.

გამოცემა

Oxygène 3 გამოვიდა ცალკე ალბომის სახით CD-ზე, ციფრული ჩამონატვირთის და გრამფირფიტს ფორმატებში, ისევე, როგორც შეფუთვის Oxygène Trilogy სახით. უკანასკნელი წარმოადგენს სერიის სამივე ალბომს, აგრეთვე Oxygène 3-ის გამჭვირვალე გრამფირფიტას. შეფუთვას ახლავს სპეციალური ფოტოალბომი, სამივე ალბომის ჩაწერისას გამოყენებული ტექნიკის აღწერით და ფოტოსურათებით.

ტექნიკა

ჟარი ალბომის ჩაწერისას იყენებდა სხვადასხვა ინსტრუმენტს და პროგრამას. ესენია Eminent 310 Unique, EMS Synthi AKS, EMS VCS 3, Electro-Harmonix#Phasers.2C chorus and flanger, Electric Mistress, ARP 2600, ARP 2500, Moog Sub 37, OB6, Mellotron D4000, Korg Polyphonic Ensemble, Korg Mini Pops, Metasonix, Digisequencer, TR8, Animoog, Teenage Engineering OP-1, OP12, OP 24, Ochord, Analog Keys, Virus, Dune, Nordlead 1, Monark, RBlocks, Spire, Serum, Cognosphere, Taurus1, Micro Monsta, Philicorda. ალბომი ჩაიწერა Ableton Live-ით, MacBook Pro-ზე.

სიმღერების სია

ყველა კომპოზიციის ავტორია ჟან-მიშელ ჟარი.

#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Oxygène Part 14“5:28
2.„Oxygène Part 15“6:40
3.„Oxygène Part 16“6:50
4.„Oxygène Part 17“4:20
5.„Oxygène Part 18“2:48
6.„Oxygène Part 19“5:45
7.„Oxygène Part 20“7:58

ჩარტები

ჩარტი (2016) უმაღლესი
პოზიცია
ავსტრიის ალბომები (Ö3 Austria)
47
ბელგიის ალბომები (Ultratop ფლანდრია) 30
ბელგიის ალბომები (Ultratop ვალონია) 47
ჰოლანდიური ალბომები (ალბომების საუკეთესო ასეული) 20
ფინეთის ალბომები (ფინეთის ოფიციალური ჩარტები) 23
საფრანგეთის ალბომები (SNEP) 51
გერმანიის ალბომები (Offizielle Top 100) 34
უნგრეთის ალბომები (MAHASZ) 23
პოლონეთის ალბომები (ZPAV) 33
შოტლანდიის ალბომები (OCC) 44
შვედეთის ალბომები (Sverigetopplistan) 46
შვეიცარიის ალბომები (Schweizer Hitparade) 14
ბრიტანეთის ალბომები (OCC) 41

სქოლიო

Tags:

Oxygène 3 შექმნაOxygène 3 გამოცემაOxygène 3 ტექნიკაOxygène 3 სიმღერების სიაOxygène 3 ჩარტებიOxygène 3 სქოლიოOxygène 3InstagramOxygèneჟან-მიშელ ჟარი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სახელმწიფოსიმკვრივეელექტრობანეიტროფილებიაბო თბილელის წამებაკლიმატიალექსანდრე ყაზბეგიმაიმუნებიაშშ-ის პრეზიდენტების სიაციყვისულეიმან Iაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიაჩემი ცოლის დაქალებიკაცხის სვეტიაჭარაბუნების დაცვასაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაგია ყანჩელინახშირბადიემი უაინჰაუსიცხელი ძაღლივირუსებისათბურის ეფექტითუშეთიჭადრაკილომინიუ-იორკი1832 წლის შეთქმულებათბილისის ძეგლებიკეთილშობილი ირემიინტერნეტილევან საგინაშვილიჰაერილაშა ტალახაძეშიზოფრენიასოკოებიპუნიკური ომებიდინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)კონცეფციაგლობალიზაციადიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაქანი (გეოლოგია)ჰორმონებისილიციუმისაქართველოს მმართველთა სიამარტივი და შედგენილი რიცხვებინოე ჟორდანიაფესახიგეორგიევსკის ტრაქტატიჭიაკოკონობასამებამიხეილ სააკაშვილინიკოლოზ ბარათაშვილისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიქართული ღვინოამირანი (მითოლოგია)ქართვლის დედალითიუმივენასაქართველოს დამოუკიდებლობის დღედედამიწის სტრუქტურამტკვარიოგანესონიშუშანიკის წამებააფრიკაბირთვული იარაღიჯაყოს ხიზნებიანტარქტიდავეშაპისნაირნიMemento moriმგელიაკროპოლისიიაკობ გოგებაშვილიალპებითევდორე კველთელიაფხაზეთის ომი (1992-1993)ქართული დამწერლობა🡆 More