შოთა ხაბარელი

შოთა დიმიტრის ძე ხაბარელი (დ.

26 დეკემბერი, 1958, ძლევისჯვარი, ქარელის რაიონი) — ქართველი ძიუდოისტი და პოლიტიკოსი, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1980).

შოთა ხაბარელი
შოთა ხაბარელი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 26 დეკემბერი, 1958 (1958-12-26) (65 წლის)
დაბ. ადგილი ძლევისჯვარი, ქარელის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
სიმაღლე 178 სმ სმ
წონა 78
სპორტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპორტი ძიუდო
ჯილდოები სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
მედლები
ოლიმპიური თამაშები
ოქრო მოსკოვი 1980 -78 კგ.
მსოფლიო ჩემპიონატი
ბრინჯაო მოსკოვი 1983 -78 კგ.
ევროპის ჩემპიონატი
ვერცხლი ბრიუსელი 1979 -78 კგ.
ბრინჯაო დებრეცენი 1981 -78 კგ.
ვერცხლი როსტოკი 1982 -78 კგ.
ბრინჯაო პარიზი 1983 -78 კგ.

სპორტული კარიერა

1982 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სსრკ (1982) და სსრკ ხალხთა VIII სპარტაკიადის (1983), ევროპის (გუნდური, 1979, მილანი; 1985 ბრიუსელი) და XXII ოლიმპიური თამაშების (1980, მოსკოვი) ჩემპიონი. ევროპის ჩემპიონატების ვერცხლისა (1979, 1982) და ბრინჯაოს (1981, 1983), აგრეთვე მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს (1983) პრიზიორი.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი 1987-1991 და 1997-2009 წლებში. 2002, 2003, 2006 და 2008 წლებში ევროპის საუკეთესო მწვრთნელად არის დასახელებული.

დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.

პოლიტიკა

2012 წლის 31 მაისიდან შოთა ხაბარელი კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრია. საპარლამენტო არჩევნებში დასახელებული იყო კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატად. კრწანისის უბანში ხაბარელმა 57.18%-ით გაიმარჯვა და 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის კრწანისის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ლილოს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

საინტერესო ფაქტები

1983 წლის დეკემბერში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციამ წინასაახალწლო ტრადიციული გამოკითხვის შედეგების მიხედვით დაადგინა საქართველოს 1983 წლის 10 საუკეთესო სპორტსმენი. საქართველოს № 7 სპორტსმენად (52 ქულა) დასახელდა შოთა ხაბარელი (ასკ, მწვრთნელი ო. ნათელაშვილი).

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

შოთა ხაბარელი სპორტული კარიერაშოთა ხაბარელი პოლიტიკაშოთა ხაბარელი საინტერესო ფაქტებიშოთა ხაბარელი ლიტერატურაშოთა ხაბარელი რესურსები ინტერნეტშიშოთა ხაბარელი სქოლიოშოთა ხაბარელი1958198026 დეკემბერიპოლიტიკოსისაბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატიქარელის რაიონიქართველებიძიუდოძლევისჯვარი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ძველით ახალი წელიელენე ახვლედიანიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემამორალისასწორი (ასტროლოგია)ადოლფ ჰიტლერიგურამ დოჩანაშვილიიესო ქრისტეილია IIდიოკლეტიანედავით IV აღმაშენებელივენერათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიტოკუსაცუდიდი ბარიერული რიფიწიგნი სიბრძნე სიცრუისაგვირილაფელაციატოლგვერდა სამკუთხედიალაზანიპარიზიმთავარი გვერდიქართლის ცხოვრებათეთნულდისასარგებლო წიაღისეულიბელგიაბორჯომიქვეყნების სიასიმკვრივეტელეფონების ნომრები საქართველოშიაზიამარტივი და შედგენილი რიცხვებიმერკურიეპითეტილაშა შავდათუაშვილიგეორგიევსკის ტრაქტატიმთვარემზეცილებიორგაზმიმესამე ჯვაროსნული ლაშქრობახელოვნური ინტელექტიბრუნებალითოსფეროქართული ფილმების სიაგოგირდიგიორგი ცაბაძეშუშანიკის წამებაბათუმიკალანდადელფინებითელავიკაცია-ადამიანი?!ბოტულიზმიკონსტანტინე I დიდიივანე მაჩაბელიაღმოსავლეთი საქართველომიხეილ ლომონოსოვიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემაიმერეთიაშშ-ის პრეზიდენტების სიაჩერნობილის კატასტროფადათა თუთაშხიაცოტნე დადიანისაფრანგეთის რევოლუციაDisney+ზოროასტრიზმიჭადრაკიკვადრატიმგელიკალიებიდავით VI ნარინიელისაბედ Iვინსენტ ვან გოგიფარნავაზ Iსილიციუმი🡆 More