შარლ ნიკოლი

შარლ-ჟიულ-ანრი ნიკოლი (ფრანგ.

21 სექტემბერი, 1866, რუანი, — გ. 28 თებერვალი, 1936, ტუნისი) — ფრანგი ბაქტერიოლოგი. 1909 წელს აღმოაჩინა, რომ ტიფის გადამტანი ადამიანის ტილი იყო, რისთვისაც 1928 წელს მიანიჭეს ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში.

შარლ ნიკოლი
ფრანგ. Charles Nicolle
შარლ ნიკოლი
შარლ ნიკოლი
დაბ. თარიღი 21 სექტემბერი, 1866(1866-09-21)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12]
დაბ. ადგილი რუანი[13]
გარდ. თარიღი 28 თებერვალი, 1936(1936-02-28)[14] [3] [4] [5] [15] [6] [7] [9] [10] [11] [12] (69 წლის)
გარდ. ადგილი ტუნისი[13]
მოქალაქეობა საფრანგეთი
საქმიანობა ბიოლოგი, ექიმი, პროფესორი[16] , bacteriologist, მიკრობიოლოგი და ბოტანიკოსი
მუშაობის ადგილი საფრანგეთის კოლეჯი[16] და პასტერის ინსტიტუტი[14]
ალმა-მატერი პასტერის ინსტიტუტი[14] და პიერ-კორნელის ლიცეუმი
მამა Eugène Nicolle
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი, ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[17] [18] , მონტიონის სამეცნიერო პრემია[14] , მონტიონის სამეცნიერო პრემია[14] და მონტიონის სამეცნიერო პრემია[14]

ბიოგრაფია

დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი (1893), შემდეგ მშობლიურ რუანში მუშაობდა და ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა. 1902 წელს დაინიშნა ტუნისის პასტერის ინსტიტუტის დირექტორად და ამ თანამდებობაზე 31 წელი დაჰყო. მისი ხელმძღვანელობით ინსტიტუტი იქცა წამყვან სამეცნიერო ცენტრად, სადაც აქტიურად მუშავდებოდა ინფექციური დაავადებების შრატებითა და ვაქცინებით მკურნალობის მეთოდები. ტუნისში მოღვაწეობის დროს ნიკოლმა შენიშნა, რომ ტიფის გავრცელება საავადმყოფოების გარეთ ძალიან სწრაფად ხდებოდა, კლინიკის პირობებში კი მნიშვნელოვნად მცირდებოდა, რაც მან პაციენტების სათანადო ჰიგიენასა და საავადმყოფოში ყოველდღიური ტანისამოსის ჩამორთმევას დაუკავშირა. შემდგომი ძიებისა და მაიმუნებში ექსპერიმენტების გზით ნიკოლმა საბოლოოდ, 1909 წელს დაადგინა, რომ დაავადების გადამტანი (ვექტორი) ადამიანის ტილი (Pediculus humanus humanus) იყო. შემდგომ პერიოდში მან ერთმანეთისგან გამიჯნა კლასიკური ტილით გადაცემადი ტიფი და ვირთაგვის ტიფი, რომელიც ადამიანს მღრღნელების ტკიპით გადაეცემა. უშედეგოდ ცდილობდა ტიფის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას. ნიკოლის სხვა მნიშვნელოვანი შრომები ეხება საქონლის ჭირს, ბრუცელოზს, წითელას, დიფტერიასა და ტუბერკულოზს. ასევე გამოქვეყნებული აქვს ფილოსოფიური შინაარსის და მხატვრული თხზულებები.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

-1'> Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  • Léonore databaseministère de la Culture.
  • 3.0 3.1 SNAC — 2010.
  • 4.0 4.1 Encyclopædia Britannica
  • 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  • 6.0 6.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  • 7.0 7.1 GeneaStar
  • Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  • 9.0 9.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  • 10.0 10.1 Académie nationale de médecine
  • 11.0 11.1 Annuaire prosopographique : la France savante
  • 12.0 12.1 Base biographique
  • 13.0 13.1 Deutsche Nationalbibliothek Record #119524880 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  • 14.0 14.1 14.2 14.3 14.4 14.5 Charles NicolleNobel Foundation.
  • Pinson G., Thérenty M. Médias 19 — 2011. — ISSN 1927-0178
  • 16.0 16.1 კოლეჟ-დე-ფრანსის პროფესორების სია
  • The Nobel Prize in Physiology or Medicine 1928Nobel Foundation.
  • Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  • Tags:

    186619091928193621 სექტემბერი28 თებერვალიბაქტერიოლოგიანობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაშირუანიტიფიტუნისი (ქალაქი)ფრანგებიფრანგული ენა

    🔥 Trending searches on Wiki ქართული:

    კახა ოქრიაშვილიპრაგმატიზმიდიქტატურაკანადაკანონი (ნორმატიული აქტი)სომხეთიარაპენეტრაციული სექსიალპებიფილტვებისეფსისისისხლის მიმოქცევის სისტემასაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2012ვანდალიზმიკარტოფილისსრკ-ის დაშლაკირჩხიბი (ასტროლოგია)წყალისასმელი წყალიამაზონიშვეიცარიაჰიმალაიმცხეთის ჯვრის მონასტერიინგლისის რევოლუციანიდერლანდებიეროზიადათვიერთეულთა საერთაშორისო სისტემაანა ნაცვლიშვილიწმინდა ნინოსვეტიცხოველიჰარი პოტერისაქართველოს მთავრობაიაკობ გოგებაშვილი69 (სექსუალური პოზა)იესო ქრისტექართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოთინათინ ბოკუჩავამარსირატი ამაღლობელიპინგვინისნაირნიდავით IIIზოდიაქოაია-სოფიას ტაძარისაქართველოს მდინარეების სიაინგლისური ენააუტიზმისაქართველოს პრემიერ-მინისტრირუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიბათუმირუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)ფოტოსინთეზიცხოველებიმონღოლთა ბატონობა საქართველოშიახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩისაქართველო XVIII საუკუნეშისალომე ზურაბიშვილითითაობაგრიგოლ ხანძთელიკათოლიციზმიბიპოლარული აშლილობახელოვნური ინტელექტიცისფერყანწელებიბორჯომიმილიმეტრიმარო მაყაშვილიეზიდებისაქართველოსთვისარწივიედუარდ შევარდნაძეგიორგი სააკაძეირლანდიაათონის ივერთა მონასტერიუფლის კვართილიონელ მესიარაბობა საქართველოშირომიგამარჯვების დღეჭონა🡆 More