შარლ მიშელი

შარლ ივ ჟან გიზლენ მიშელი (ფრანგ.

21 დეკემბერი, 1975, ნამიური, ბელგია) — ბელგიელი პოლიტიკოსი. 2014-2019 წლებში იყო ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრი. 2019 წლის 1 დეკემბრიდან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

შარლ მიშელი
შარლ მიშელი
შარლ მიშელი 2019 წელს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა1 დეკემბერი, 2019
წინამორბედიდონალდ ტუსკი

ბელგიის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 ოქტომბერი, 2014 – 27 ოქტომბერი, 2019
წინამორბედიელიო დი რუპო
მემკვიდრესოფი ვილმესი

დაბადებული21 დეკემბერი, 1975 (1975-12-21) (48 წლის)
ნამიური, ბელგია
პოლიტიკური პარტიარეფორმატორთა მოძრაობა
მამალუი მიშელი
დედამარტინ მიშელი
მეუღლეამელი დერბაუდრენგენი
შვილები2
განათლებაბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი
პროფესიაადვოკატი
საქმიანობაპოლიტიკოსი

ბელგიის ფრანგული საზოგადოების წარმომადგენელი. პარტია „რეფორმატორთა მოძრაობის“ ლიდერი 2011-2019 წლებში, ბელგიის პრემიერ-მინისტრი 2014-2019 წლებში.

ბიოგრაფია

შარლ მიშელი დაიბადა 1975 წლის 21 დეკემბერს ვალონიაში, ნამიურის პროვინციის დედაქალაქ ნამიურში, მარტინ და ლუი მიშელების ოჯახში. 16 წლის ასაკშ გახდა „ჟოდუანის ახალგაზრდა რეფორმატორ-ლიბერალების“ ორგანიზაციის წევრი. 1992-1999 წლებში იყო ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი. 1998 წელს დაასრულა ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის (ფრანგულენოვანი) იურიდიული ფაკულტეტი და ამსტერდამის უნივერსიტეტი, რის შემდეგაც გახდა ადვოკატი.

1999 წელს აირჩიეს ბელგიის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატად. 2000 წელს შარლი 25 წლის ასაკში დანიშნეს შინაგან საქმეთა მინისტრად და გახდა ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი ბელგიის ისტორიაში. ამავე წელს აირჩიეს ქალაქ ვავრის საქალაქო საბჭოში, 2004 წელს გახდა პარტია რეფორმატორთა მოძრაობის პრეს-მდივანი, ხოლო 2006 წელს — ქალაქის მერი. 2007 წლისა და 2010 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით შარლ მიშელი ხელახლა აირჩიეს წარმომადგენელთა პალატაში.

შარლის მამა ლუი მიშელი 2004-2009 წლებში იყო ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი და განვითარების საკითხებში ევროკომისარი.

პოლიტიკური კარიერა

2007-2011 წლებში იყო ბელგიის განვითარებისა და თანამშრომლობის მინისტრი. ამავდროულად ქალაქ ვავრის მერიც.

2014 წლის 11 ოქტომბერს მეფე ფილიპემ ოფიციალურად დანიშნა პრემიერ-მინისტრად.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი

2019 წლის 2 ივლისს ევროკავშირის ლიდერების სამიტზე ბრიუსელში შარლ მიშელი აირჩიეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტად. მოვალეობის შესრულებას შეუდგა ამავე წლის 1 დეკემბრიდან და თანამდებობაზე დარჩება მომდევნო 2,5 წლის განმავლობაში.

პირადი ცხოვრება

სამოქალაქო ქორწინებაშია ამელი დერბაუდერენგენთან. ჰყავთ ორი შვილი ჟანა და ლიუსი.

რესურსები ინტერნეტში

შარლ მიშელი 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

შარლ მიშელი ბიოგრაფიაშარლ მიშელი პოლიტიკური კარიერაშარლ მიშელი პირადი ცხოვრებაშარლ მიშელი რესურსები ინტერნეტშიშარლ მიშელი სქოლიოშარლ მიშელი19752014201921 დეკემბერიბელგიაბელგიელებიბელგიის სამეფოევროპული საბჭოფრანგული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველოს პრეზიდენტისაქართველო XII-XIII საუკუნეებშიაბსტრაქციაგენოციდიანანურის ციხეჯემალ ქარჩხაძევნების კვირავერცხლიბარბიტურატებისასწორი (ასტროლოგია)კანიაბო თბილელის წამებასამხრეთ აფრიკის რესპუბლიკანაცვალსახელიგრიგოლ ხანძთელიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ილია ჭავჭავაძედაუნის სინდრომიგაერთიანებული ერების ორგანიზაციაქართული ფილმების სიასაქართველო IV საუკუნეშინოე ჟორდანიადონ კიხოტიათეროსკლეროზიშუშანიკის წამებაიულიუს კეისარიმსოფლიოს შვიდი საოცრებაიუსტინიანე Iმარილებირუსეთიმემედ აბაშიძეკილომეტრიბალეტიზვიგენებიხეოფსის პირამიდართველიბუდიზმიიალბუზისაქართველოს სოფლებიმღრღნელებითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისტუმარ-მასპინძელივინსენტ ვან გოგიზებულონიცხელი ძაღლიალპებიოქროს საწმისიქართული გვარიფილოსოფიამსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითნიკო ნიკოლაძეაშშ-ის სამოქალაქო ომიევოლუციასაქართველოს მმართველთა სიაგოდერძის უღელტეხილიშავი ზღვათითაობააქემენიანთა იმპერიაბუდაპეშტიენერგიაუჯრედიანდაზამსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითკონსტანტინოპოლის დაცემარეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)ნიუ-იორკინაწლავებიპოლონეთიკლიმატის ცვლილებაუდაბნონივთიერებათუშეთითბილისური ეზოყაზახეთირელიგიაკუბური მეტრიპრომეთეგლობალური დათბობა🡆 More