ევროპული საბჭო

ევროპული საბჭო (ინგლ.

ევროპული საბჭო არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ევროპის საბჭო ან ევროპის კავშირის საბჭო.

შეიქმნა 1974 წლის 10 დეკემბერს, როდესაც სახელმწიფოთა მეთაურებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ჩაეტარებინათ რეგულარული შეკრებები, რომელთა მუშაობაში მონაწილეობას მიიღებდნენ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროპის თანამეგობრობის კომისიების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები. ამის შემდეგ, ევროპული საბჭოს როლი თანდათან გაიზარდა და მაასტრიხტის მოლაპარაკების შედეგად დამტკიცდა მისი სტატუსი.

ევროპული საბჭო
ინგლ. European Council
ფრანგ. Conseil européen
წარწერა
ევროპული საბჭო
ევროპული საბჭო
შეიქმნა 1961/2009
ტიპი პოლიტიკური
ემსახურება რეგიონს ევროპა
ენა ინგლისური, ფრანგული
პრეზიდენტი ბელგიის დროშა შარლ მიშელი
ქვეყანა ევროპის კავშირი
თავმჯდომარე შარლ მიშელი[1]
https://www.consilium.europa.eu/en/, https://www.consilium.europa.eu/fr/ და https://www.consilium.europa.eu/es/european-council/

იგი წარმოადგენს ევროკავშირის უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოს და აერთიანებს წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებს. მის შემადგენლობაში შედის აგრეთვე ევროკომისიის პრეზიდენტი. ევროპული საბჭო იკრიბება სულ მცირე წელიწადში ორჯერ.

ევროპული საბჭოს საქმიანობა საკმაოდ მრავალფეროვანია და თანამეგობრობის წინაშე მდგარი პრობლემების ფართო სპექტრს მოიცავს:

  • იგი წარმოადგენს სათათბიროს ევროპის “კონსტიტუციონალური არქიტექტურის” შემუშავების საკითხებში;
  • იგი ამუშავებს რეკომენდაციებს და მითითებებს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე, აგრეთვე უმნიშვნელოვანეს საგარეოპოლიტიკურ საკითხებზე;
  • იგი იხილავს თანამეგობრობის ფინანსურ, ინსტიტუციონალურ და სხვა სახის დისპუტებს, რაც პრაქტიკულად განსაზღვრავს ევროკავშირის მიერ მიღებული საკანონმდებლო აქტების შინაარსს.

ევროპული საბჭო თანამეგობრობის გადაწყვეტილებების მიმღებ ცენტრალურ ორგანოდ გადაიქცა, მიუხედავად იმისა, რომ მას რაიმე ლეგალური ან ოფიციალური გადაწყვეტილება არასოდეს მიუღია. ევროპულ საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე („პრეზიდენტი“), რომელიც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს როგორც ევროკავშირის, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის ან სახელმწიფოებრივი გაერთიანების, ხელმძღვანელი. ეს არის თანამდებობრივი როლი, ე.წ. primus inter pares ანუ „პირველი თანასწორთა შორის“. ამ ადგილს ექვსი თვით იკავებს იმ სახელმწიფოს (ან მთავრობის) მეთაური, რომელი ქვეყანაც ამ პერიოდში თავმჯდომარეობს ევროპულ საბჭოს.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

-1'> https://www.consilium.europa.eu/fr/meetings/european-council/2019/06/30/

Tags:

10 დეკემბერი1974ევროკავშირიინგლისური ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

დაუნის სინდრომიეკა გიგაურიემპათიათამარ ჩერგოლეიშვილიალპებირელიგიატიციან ტაბიძეთამარ გვერდწითელინიკო ბაგრატიონიაფხაზეთიდინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)ძაღლიალუმინიმსოფლიოს მოსახლეობანიჰილიზმისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკასაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიტბალაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიჰიმალაიმინერალების სიაებრაელებიძველი საბერძნეთიხინკალიჟირაფისებრნისაქართველოს ფაუნაბალეტიბაბუაწვერაკუნთებიგოგირდიბასიანის ბრძოლარეფერენდუმიმარიამ მეგვიპტელიენგურის ჰიდროელექტროსადგურიპოლიმერებისაქართველოს მმართველთა სიალიტრიერითროციტებიკუთხესიმკვრივესაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიზურა ყიფშიძედასავლეთ რომის იმპერიის დაცემასაქართველოწრეწირიმორალიპედაგოგიკაირანინიუ-იორკიფერნანდო მაგელანისატურნიმღრღნელებიენდომეტრიოზიალექსანდრე I დიდიანგარიშთა გეგმაირაკლი აბაშიძეაშშ-ის პრეზიდენტების სიასომხეთის ისტორიარაჭათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიჰაერიგიორგი IV ლაშაბირთვული იარაღინიადაგიამერიკის შეერთებული შტატებიკეთილშობილი ირემიქვეყნების სიალითოსფეროუქმე დღეები საქართველოშიგოდერძი ჩოხელისასწორი (ასტროლოგია)ზაფხულისამეგრელომარჩბივი (ასტროლოგია)ვიეტნამიმთავარი გვერდიმათემატიკა🡆 More