ქლოი გრეის მორეცი

ქლოი გრეის მორეცი (ინგლ.

10 თებერვალი, 1997) — ამერიკელი მსახიობი. მსახიობობა 6 წლის ასაკში დაიწყო და თავდაპირველად მონაწილეობა მიიღო  საშინელებათა ფილმში სახელწოდებით The Amityville Horror (2005).

ქლოი გრეის მორეცი
ქლოი მორეცი Hugo-ს პრემიერაზე 2014 წელს.

ახალგაზრდობა

ქლოი მორეცი დაიბადა ატლანტაში, ჯორჯიის შტატში და გაიზარდა კარტერვილში, ჯორჯიის შტატში. იგი ტერი დიუკისა და მაკოი მორეცის შვილია. ქლოის ჰყავს ოთხი ძმა: ბრენდონი, ტრევორი, კოლინი და ითანი. ქლოი დედასთან და ძმასთან - ტრევორთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად ნიუ-იორკში 2002 წელს, რადგან ტრევორი მიიღეს პროფესიულ საშემსრულებლო ხელოვნების სკოლაში, რამაც შემდგომ გამოიწვია ქლოის დაინტერესება ამ სფეროთი. ამასთანავე, მსახიობი თვლის, რომ მისი ოჯახი ძალიან რელიგიურია.

სამსახიობო კარიერა

ადრეული როლები

მისი სამსახიობო კარიერა დაიწყო ჰოლივუდში, სადაც  მოირგო მევიოლინეს როლი და ითამაშა ორი ეპიზოდი CBS-ის სერიალ The Guardian-ში. მან უფრო დიდი აღიარება 2005 წელს საშინელებათა ფილმით The Amityville Horror-ით მოიპოვა და მიიღო ახალგაზრდა შემსრულებლის ჯილდო.

მოდა

მორეცს მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ფოტო გადაღებებში, ასევე აქვს ედითორიალები, სტატიები და ქოვერები შემდეგი ჟურნალებისათვის: Flaunt, Vogue, Teen Vogue, Jalouse, Marie Claire, Interview, Elle, Love, Crash Magazine, InStyle და სხვები. ის ასევე მიიწვიეს მოდის პრესტიჟულ ატელიეზე, როგორიცაა Dior გაზაფხული/ზაფხული 2013 პარიზის მოდის კვირეულზე. 2012 წელს მაქს მარას ხელმოწერით ქლოის მიენიჭა „მომავლის მაქს მარას სახის“ ჯილდო. 2012 წელს ის ასევე გახდა ამერიკული ტანსაცმლის Aéropostale-ის სახე და გამოჩნდა მათ მრავალ ვიდეოსა და რეპორტაჟებში. 2013 წელს ჟურნალმა Elle-მ ქლოის მიანიჭა "Next Future Icon Award" სახელი.

პირადი ცხოვრება

მორეცი ახლა Studio City-ში, ლოს ანჯელესში ცხოვრობს. მისი ძმა ბრენდონი ბიზნეს მენეჯერის თანამდებობაზეა, ტრევორი კი 2010 წლიდან ქლოის სამსახიობო კარიერაში ეხმარება და თან ახლავს მოგზაურობებსა და პრესასთან შეხვედრებში, როცა მშობლებს არ შეუძლიათ დასწრება.

ქლოი საჯაროდ უჭერს მხარს LGBT ადამიანების სრულ თანასწორბას. ის თავს ფემინისტად მიიჩნევს და უარს ამბობს იმ პერსონაჟების როლებზე, რომლებზეც თვლის, რომ სექსუალურად შევიწროეუბლნი არიან. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ოქტომბერში, ჟურნალ Time-ში ქლოი წლის 25 ყველაზე გავლენიან თინეიჯერების სიაში მოხვდა.

2016 წელს, კორეულ შოუში The Brainiacs / Problematic Men ქლოიმ საჯაროდ განაცხადა, რომ მხარს უჭეს ჰილარი კლინტონსა და ბერნი სანდერსს.

სქოლიო

Tags:

ქლოი გრეის მორეცი ახალგაზრდობაქლოი გრეის მორეცი სამსახიობო კარიერაქლოი გრეის მორეცი პირადი ცხოვრებაქლოი გრეის მორეცი სქოლიოქლოი გრეის მორეცი10 თებერვალი1997ინგლისური ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მერკურიაკაკი წერეთელიწყალდიდობასახელმწიფოსპილოსებრნიფერნანდო მაგელანისაქართველოს პრეზიდენტიკვადრატული მეტრიცივი ომიწელიწადის დროებიქართული მითოლოგიაინსულტიკურდღელიმონოგამიაკაპიტალიზმიდავით კაკაბაძეშალვა პაპუაშვილიბზობაქართველ მოღვაწეთა პანთეონები მოსკოვშიკრწანისის ბრძოლატიციან ტაბიძელევან საგინაშვილიკონსტანტინე გამსახურდიამოლოტოვ-რიბენტროპის პაქტისაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტიბაქტერიებიქართლის ცხოვრებაეგვიპტის პირამიდებიგელათის მონასტერიჰიდროცეფალიაალექსანდრე ყაზბეგიდიდი პარასკევიპაბლო პიკასოჩინეთის დიდი კედელითეიმურაზ Iსაქართველო VI საუკუნეშიამაზონის დაბლობიქართველები რუსეთშიდეციმეტრიაუტიზმიბიზანტიის იმპერიაამიერკავკასიური ზაზუნარიცხვითი სახელიმაცივარიქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველობაგრატ IV (საქართველოს მეფე)შამქორის ბრძოლა (1195)ინფორმაციაპოლიმერებისაქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიასულეიმან Iწმინდა ნინოეგზისტენციალიზმიტაო-კლარჯეთიეთერ ლიპარტელიანინარკოტიკიდავით IV აღმაშენებელიაღდგომაჰაერის დაბინძურებაკარლეს პუჩდემონილუდვიგ ვან ბეთჰოვენირელიეფის ფორმებისომხების გენოციდიკვადრატილოცვა ეფრემ ასურისაანტარქტიდაირლანდიასეტყვაელენე ახვლედიანიმერწყულიგლობალიზაციაბიძინა ჩოლოყაშვილიენგურის ჰიდროელექტროსადგურიცხრა ძმა ხერხეულიძებუნების დაცვამადაგასკარიაფრიკის ქვეყნების სიამაგნიუმი🡆 More