ფრენსის დრეიკი

ფრენსის დრეიკი (ინგლ.

154028 იანვარი 1596) — ინგლისელი მეზღვაური და მეკობრე. პირველი ინგლისელი, რომელმაც შეასრულა მოგზაურობა დედამიწის გარშემო 1577-1580 წლებში. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ესპანეთის უძლეველი არმადის დამარცხებაში. ფრენსისმა 13 წლის ასაკში შეისწავლა ზღვაოსნობა, ხოლო ათი წლის შემდეგ ფლოტში დაიწყო სამსახური და ორჯერ გაცურა აფრიკიდან ამერიკაში, სადაც მონები ჩამოჰყავდა. გზად მათ ხომალდს ესპანელები დაესხნენ თავს, რის შედეგადაც დრეიკი ესპანეთის მოსისხლე მტერი გახდა.

ფრენსის დრეიკი
ფრენსის დრეიკი

ელისაბედ I-ის მმართველობის ხანაში ინგლისი ესპანეთს ემტერებოდა. ელისაბედი თვალს ხუჭავდა იმაზე, რომ დრეიკი ესპანურ გემებს ძირავდა და ძარცვავდა, რადგან იგი ამას „არაოფიციალურად“ აკეთებდა. დრეიკმა რამდენიმე წარმატებული ცურვა განახორციელა, რომელთა დროს სამხრეთ ამერიკასა და ვესტ-ინდოეთში ესპანეთის კოლონიებიდან განძეულს ეზიდებოდა. დრეიკი თითქმის არაფრით ჯობდა მეკობრეებს, მაგრამ სიმამაცის წყალობით ინგლისში სახელი გაითქვა.

1577 წელს დრეიკი სამწლიან მოგზაურობას შეუდგა, რომელიც არა მხოლოდ კვლევას ისახავდა მიზნად, არამედ ძარცვასაც. მისი ხომალდი, „ოქროს ფურირემი“, ერთადერთი გემი იყო მთელი ფლოტიდან, რომელმაც მოგზაურობა დაასრულა, ხოლო დრეიკი პირველი ინგლისელი გახდა, ვინც მსოფლიოს შემოუარა. სამშობლოში დაბრუნებული დრეიკი ელისაბედ I–მა „ოქროს ფურირმის“ გემბანზე რაინდად აკურთხა.

1587 წელს დრეიკი ესპანეთის ნავსადგურს, კადისს, დაესხა და ინგლისში შესაჭრელად გამზადებული ფლოტი დაწვა. ესპანელებმა ახალი სამხედრო ფლოტი ააგეს, რომელსაც „უძლეველი არმადა“ დაარქვეს. 1588 წელს, როდესაც არმადა სალაშქროდ გაემართა, დრეიკმა სხვა კაპიტნებთან ერთად დაამარცხა იგი და გმირის სახელი მოიხვეჭა.

რესურსები ინტერნეტში

ფრენსის დრეიკი 
არის გვერდი თემაზე:


Tags:

154015771580159628 იანვარიამერიკააფრიკადედამიწაესპანეთიესპანელებიინგლისელიინგლისური ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მწვერვალიიასამანიბაგრატის ტაძარიდეზოქსირიბონუკლეინის მჟავაგრიგოლ რობაქიძეთვითმმართველობასამხრეთ აფრიკის რესპუბლიკადოლითბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიგალაკტიონ ტაბიძემსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითმცხეთამარტივი და შედგენილი რიცხვებიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებიხეოფსის პირამიდასავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვისგიორგი II (საქართველოს მეფე)თეატრიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიამართლმადიდებლობადამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაEuropebetპაბლო პიკასობუღა თურქის შემოსევასტიგმათორნიკე ერისთავიდისლექსიაარაპენეტრაციული სექსიგიორგი ყარყარაშვილიჯვაროსნული ლაშქრობებიივანე მაჩაბელიჩარლი ჩაპლინიპოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირშიოტო ფონ ბისმარკიეგზისტენციალიზმიგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებავენადავით IV აღმაშენებელიმაცივარიაკაკი წერეთელინაცვალსახელიწელიწადის დროებიბენიტო მუსოლინითბილისიხემარწყვაბაყაყისაქართველო-ევროპის კავშირის ურთიერთობებიენერგიაოტელო (ვერდის ოპერა)საჰარაპროტესტანტული რეფორმაციასომხეთიღამურასაქართველო XVIII საუკუნეშიაშშ-ის სამოქალაქო ომიფარნავაზ Iშხარათბილისის ზღვაოცდაათწლიანი ომიალავერდირომიბარსელონათერგდალეულებიტელეფონების ნომრები საქართველოშიმურა დათვიტუტე ლითონებიხელოვნებაფესახიმადაგასკარისომხების გენოციდიდათვიერითროციტებიგნეუს პომპეუს მაგნუსიჰოლოკოსტინიადაგიარგონავტებიიესო ქრისტემარქსიზმი🡆 More