ტაძარი ოვერში

ტაძარი ოვერში — ჰოლანდიელი პოსტ-იმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი.

შესრულებული 1890 წელს, ზეთის საღებავებით, ტილოზე. ნამუშევარი ინახება ორსეის მუზეუმში, პარიზში.

ტაძარი ოვერში
L'église d'Auvers-sur-Oise, vue du chevet
ტაძარი ოვერში
ავტორი ვინსენტ ვან გოგი
წელი 1890
კატალოგი F789 და JH2006
ტიპი ზეთის საღებავები, ტილო
სიმაღლე 74 სმ
სიგანე 94 სმ
ქალაქი პარიზი
მუზეუმი ორსეის მუზეუმი

ტაძარი მდებარეობს ოვერ-სიურ-უაზში, საფრანგეთში, პარიზიდან ჩრდილო-დასავლეთით 27 კილომეტრში

ისტორია

ოვერ-სიურ-უაზში გატარებული სამოცდაცხრამეტი დღის მანძილზე ვან გოგმა დაახლოებით ოთხმოცი სურათი დახატა. იგი ელვის სისწრაფით მუშაობდა, რაც ძალ ღონეს აცლიდა. ძმისადმი მიწერილ უკანასკნელ წერილში, რომელიც თვითმკვლელობის შემდეგ ჯიბეში უპოვეს, იგი წერდა:

ტაძარი ოვერში 
„ჩემს სამუშაოზე რა გითხრა, სასწორზე მაქვს შედგმული ჩემი სიცოცხლე და ნახევრად დაბინდული გონება...“

ვინსენტ ვან გოგი ისტორიული ძეგლების დახატვას ერიდებოდა. არლში ჩასვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ ის ძმას სწერს:

ტაძარი ოვერში 
„აქ ერთი გოთიკური პორტიკია, რომელიც ძალიან მომწონს, წმინდა ტროფიმეს პორტიკი. მაგრამ ეს ისე სასტიკია, ისე საზარელი და მტანჯველი, რომ ეს მშვენიერი ძეგლიც კი, რომელშიც ასე კარგად იგრძნობა სტილი, თითქოს სხვა სამყაროს, რომაელი ნერონის სამყაროს ეკუთვნის, რომელსაც საბედნიეოდ მე არ განვეკუთვნები“

. ვან გოგს შეეძლო ისტორიული ძეგლების მშვენიერების დაფასება, მაგრამ შთაგონების წყაროდ ისინი არასოდეს გაუხდია.

სამაგიეროდ სრულიად განსაკუთრებულია ტილო, რომელზეც ოვერის ეკლესიაა დახატული. დის, ვილჰელმინასადმი მიწერილ წერილში ვან გოგი მას ასე აღწერს:

ტაძარი ოვერში 
„ახლა სოფლის ეკლესიის მოზრდილი სურათი დავხატე, სადაც სუფთა კობალტის ღრმა ლურჯი ცის ფონზე შენობა იისფერი გეგონება, ვიტრაჟები ზღვისფერი ლურჯის ლაქებს წააგავს. წინა პლანზე აყვავებული მწვანე მდელო და ვარდისფერი ქვიშაა. ეს სურათი თითქმის იმ ეტიუდების მსგავსია, ნიუენენის სასაფლაოს და ძველი კოშკისთვის რომ ვხატავდი, მაგრამ აქ ფერები უფრო ექსპრესიული და ძლიერია...“

სტილი

ნახატში ფერები მართლაც განსხვავებულია, მაგრამ კონტრასტი ამით არ ამოიწურება - ფერების ცალკეული ზონები აგებულია სწრაფი, მომრგვალებული და რიტმული შტრიხების მეშვეობით და მიწაც და ეკლესიაც თითქოს მოძრაობს. ვან გოგის ამ ერთ-ერთ უკანასკნელი ტილოს კომპოზიცია და განცდები ვიბრაციის მეშვეობით უფროა გადმოცემული, ვიდრე ფერით, რასაც მისი შემოქმედების პროვანსულ პერიოდში წამყვანი ადგილი ეკავა.

ლიტერატურა

  • დიდი მხატვრები, ვან გოგი, გამომცემლობა პალიტრა L, თბ., 2010

Tags:

1890ვინსენტ ვან გოგიორსეის მუზეუმიპარიზიპოსტიმპრესიონიზმი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გაპიროვნებანაპოლი (საფეხბურთო კლუბი)ყარსის ხელშეკრულებამერაბ სეფაშვილიძალაიგიზლატან იბრაჰიმოვიჩიგიორგი II (საქართველოს მეფე)გნეუს პომპეუს მაგნუსიირლანდიაბაყაყიენგურის ჰიდროელექტროსადგურიკურო (ასტროლოგია)გიორგი წიტაიშვილისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიირანიდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდიმა ობოლაძედემოკრატიამიხეილ მესხის სტადიონიგრიგოლ ხანძთელიშუა საუკუნეებიფრინველთა მიმოფრენაზღვარუსეთისტამბოლიგარემოს დაცვამედეა (მითოლოგია)ავაზაპორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიქართლის სამეფოთეთნულდიუილიამ შექსპირიჩინგიზ-ყაენითხის რქა (ასტროლოგია)ფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიაკანონიერი ქურდიHelladosევროკავშირიანტანტასიტყვასიგნალ იდუნა პარკივახტანგ I გორგასალიექვთიმე თაყაიშვილივარდისაქართველოს ეროვნული მუზეუმიგიორგი ცაბაძელიმფოციტებიკონსერვატიზმიგიორგი IV ლაშაევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალიანა კალანდაძეძირითადი საშუალების ცვეთაპოპ-მუსიკაიოჰან სებასტიან ბახიბანგლადეშიგაერთიანებული სამეფოკონსტანტინოპოლიადოლფ ჰიტლერიალაზანიოქროს საწმისიჯადოსნური ფლეიტაკალანდანონა გაფრინდაშვილიხევისბერი გოჩაყვავილოვანი მცენარეებიინოლა გურგულიათრიააფრიკის ქვეყნების სიაზმნაSARS-CoV-2საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკალეჩხუმითბილისური ეზოსაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა🡆 More